ლეგენდარული წყვილი, რომელმაც ეპოქა შექმნა - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

5 სექტემბერი 20:00, 2015 წელი

საქართველოში, გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, საცეკვაო ხელოვნება საკმაოდ მივიწყებული იყო და რომ არა ილიკოსა და ნინოს ძალისხმევა, არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა მის განვითარებას. „ქართული ცეკვის დასი“ იმ დროისთვის სრულიად უპრეცედენტო პროექტი გახლდათ...

ქართველი მოცეკვავე, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძნებელი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ილია (ილიკო) ილიას ძე სუხიშვილი 1907 წლის 4 აპრილს, თბილისში დაიბადა. 
ილიკო 1 წლის იყო, როცა მამა მოუკლეს. დედა  მეორედ  გათხოვდა, ამიტომ პატარა ილიკო იძულებული გახდა, მუშაობა 12 წლის ასაკში დაეწყო.
დილაობით ფოსტალიონად მუშაობდა, საღამოობით კი „არტოს ბაღში“ სტეპს ცეკვავდა.
ახალგაზრდას ცეკვის საოცარი ნიჭი და დაუძლეველი სურვილი აღმოაჩნდა, ამიტომ მალე ქართული ხალხური ცეკვების სტუდიას მიაკითხა.
სტუდიის დამთავრების შემდეგ, ცეკვა ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო. მოგვიანებით, ოპერის სოლისტი და დამდგმელი-ქორეოგრაფი გახდა. 1932 წლიდან, მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის სასწავლებელში სწავლის პარალელურად, ილიკო სუხიშვილმა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში გაიარა.
1936 წლიდან ილიკო სუხიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ბრუნდება.

საქართველოსა და სსრკ სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე ნინო შალვას ასული რამიშვილი 1910 წელს ბაქოში დაიბადა.
ნინოს მამა, ცნობილი მენშევიკი შალვა რამიშვილი იმხანად ბაქოში მუშაობდა. 
თბილისში დაბრუნების შემდეგ რამიშვილების ოჯახი საკუთარ სახლში დასახლდა, რომელიც დღევანდელი გერმანიის საელჩოს შენობაში მდებარეობდა. მამის გადასახლების შემდეგ ოჯახს საცხოვრებლად კეცხოველის ქუჩაზე პატარა ოთახი გამოუყვეს.
ნინო რამიშვილმა საბალეტო სტუდია დაამთავრა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.
სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე.
1938-დან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად, კონცერტებში მონაწილეობს.
1945 წელს კი ერთად იწყებენ ლეგენდას, რომელსაც მსოფლიო „სუხიშვილების ქართული ეროვნული ბალეტის“ სახელით იცნობს. 
„ქართული ცეკვის დასი“ იმ დროისთვის სრულიად უპრეცედენტო პროექტი გახლდათ. 30-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში საცეკვაო ხელოვნება საკმაოდ მივიწყებული იყო და რომ არა ილიკოსა და ნინოს ძალისხმევა, არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა მის განვითარებას. მით უმეტეს, რომ ომის შემდგომ პერიოდში ცხოვრება ძალიან ჭირდა. დასის წევრებს  არ ჰქონდათ სარეპეტიციო დარბაზი და საარსებო სახსრები. ზოგიერთ სოლისტს  გაყინულ დარბაზში ცეკვის დროს შიმშილისგან გული მისდიოდა. ამ პერიოდში ნინო რამიშვილი საკუთარ ქონებას ყიდდა, ანსამბლი რომ ერჩინა. ანსამბლის პირველი კონცერტი 1945 წლის 11 ივნისს გაიმართა. 1948 წელს პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს, ხოლო 1970 წელს „აკადემიურის“ სტატუსი მიენიჭა.
ყველგან, სადაც სუხიშვილები მიდიოდნენ, საკონცერტო დარბაზები ოვაციისგან ზანზარებდა.
ცნობილია, რომ 1967 წელს ლა-სკალას სცენაზე ქართული ცეკვით მოჯადოებულმა მაყურებელმა ანსამბლს 14-ჯერ მოსთხოვა ფინალური ნომრის გამეორება. 
ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19200-ზე მეტი წარმოდგენა. 


ილიკო სუხიშვილი 1985 წლის 24 მარტს გარდაიცვალა. მისი მეუღლე და თანამოაზრე ნინო რამიშვილი კი - 15 წლის შემდეგ, 2000 წლის სექტემბერში.
ცოლ-ქმარი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. 


 


ილიკო სუხიშვილი - მოცეკვავე, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძნებელი
„ვუყურებდი როკვას ჩვენი ქალებისა, ჩვენი ვაჟებისა და ვერთვოდი მათ როკვით შინაგან. ვერთვოდი ისე, რომ ხანდახან გ.რ. აღარ ვიყავი. ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი. ზოგადად, ქართველი - ოღონდ არა განყენებით, არამედ ნამდვილი, ცოცხალი... ვაშა, როკვის ჯადოქარნო: ქალებო და ვაჟებო!“ - ასე გამოხატა საკუთარი ემოცია ანსამბლის ჟენევაში გამოსვლით შთაგონებულმა გრიგოლ რობაქიძემ“.


 


ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი
„გერმანიაში ქარიშხალმა ჩამოიქროლა. ვინც ამ ანსამბლის გამოსვლა ნახა, მსოფლიოს ყველა ფოლკლორულ ანსამბლს ზურგს შეაქცევს; ვინც ქართველ ხელოვანთა ცეკვა იხილა, მუდამ ეცოდინება, რას ნიშნავს ხალხური ცეკვა... ეს არის ქალთა მშვენიერება და მოხდენილობა, მამაკაცთა სითამამე და სიმკვირცხლე“, - წერდნენ „სუხიშვილებზე“ 1969 წელს ჰამბურგში...


 


 


ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი 
„ილიკოს სიცოცხლის ბოლომდე ნინოსთვის საწოლში მიჰქონდა ყავა. ნინომ არ იცოდა, სად რა იყიდებოდა, სად უნდა შეეძინა რძე, პური... რა იყო ფულის ერთეული, იმიტომ რომ ყველაფერი ბაბუაჩემს ჰქონდა თავის თავზე აღებული“. - ნინო სუხიშვილი.


 


ბორის პაიჭაძე - ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი და ილიკო სუხიშვილი 


 


ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი
საქართველოს დელეგაციის ერთთვიანი ვიზიტის დროს ბულგარეთში.
1950 წელი. ფოტო გადაღებულია სოფიაში.
„ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, რომ მოვალეობის გრძნობა პათოლოგიურად მაქვს გამძაფრებული... 
ამიტომ ყველაფერი პირადული უკან იწევს. ასე იყვნენ ბებია და ბაბუაც, ამბობდნენ, ჩვენ ორი შვილი გვყავს - ანსამბლი და თენგიზიო... დღეს მე ერთი შვილი მყავს - ანსამბლი“. - ნინო რამიშვილი.



„სუხიშვილები“ ესპანეთში 
მარცხნიდან: აკაკი დვალიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი. მფლობელი ბაია დვალიშვილი. 





„სუხიშვილები“ ესპანეთში
მარცხნიდან: რეჟისორი, კინემატოგრაფიის თავმჯდომარე აკაკი დვალიშვილი, ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი.  
„ბაბუაჩემი ხმაურიანი კაცი იყო, ძალიან უყვარდა ოპერა და ამიტომ სახლში ხშირად გაიგონებდი მისი შესრულებით საოპერო არიას. ბებია დილით დგებოდა, მიდიოდა რეპეტიციაზე და შინ გვიან, ღამით ბრუნდებოდა. თუ ძალიან დაიღლებოდა, დაღლილობისგან ასეთი რეცეპტი ჰქონდა: ჩაი კონიაკით. დღეს მეც ასე ვარ, ეს რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის. მიყვარდა, როცა დაქალები ეწვეოდნენ ხოლმე და ძირს მოკალათებული, საათობით ვუსმენდი მათ ჭორაობას“. - ნინო სუხიშვილი.


 


ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი 


დიდი ქორეოგრაფები: იგორ მოისეევი და ილიკო სუხიშვილი 
ფოტოს ავტორია ხაჩატურ ვართანიანცი. 


 


საქართველოს დელეგაციის მეგობრული ვიზიტი ბულგარეთში 
ფოტო გადაღებულია სტარა ზაგორაში. 


 


 


ნინო რამიშვილი
„ილიკო ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადამიანი იყო და მისი  წასვლით თითქოს საბოლოოდ გაწყდა ყველაფერი, თითქოს აღარ დამრჩა საქმე თუ ფუნქცია. კიდევ უფრო გადავერთე ანსამბლის საქმეებში და ზოგჯერ მგონია, რომ ეს ფანატიზმს ემსგავსება. დღეს ჩემთვის არის ანსამბლი, მერე დიდი სიცარიელე და შემდეგ ყველაფერი სხვა“, - ნინო რამიშვილი.


 


ილიკო და ნინო
„რამიშვილმა ლა-სკალაში 4 საათით ადრე დაგვიბარა და რეპეტიციის ჩატარება დაიწყო. ჩვენამდე ლა სკალაში იყო მოისეევის უძლიერესი ანსამბლიც, მაგრამ „ჩავარდა“. კონცერტის წინ ილიკოს  დირექტორმა ანტონიო გორინგელმა უთხრა, აქ არ უნდა მოსულიყავი, დღეს დაიღუპებიო. ამასაც ვნახავთო, - არ შეშინდა ილიკო. პირველი განყოფილების შემდეგ ეს კაცი სცენაზე ამოვარდა... კაცის კივილი გსმენიათ? დიახ, ის კიოდა: ეს რა გააკეთეთო?!. ოთხჯერ ვიცეკვეთ: ერთხელ გეგმურად, სამჯერ კი გავიმეორეთ და დარბაზი მაინც ტაშით ინგრეოდა... ბოლოს „ილიჩმა“ უთხრა, - აღარ ასწიოთ ფარდაო. ყველა სამეფო თეატრში გამოვედით, რაც კი ევროპაში არსებობს. მათ შორის ისეთებში, სადაც ყველას არ უშვებდნენ. „სუხიშვილები“ მაშინაც ბრენდი იყო და დღესაც ასეა“, - ანსამბლის ყოფილი სოლისტი გოგი შენგელია.


 


ნინო
„1962 წელს ჩრდილოეთ ოსეთის ანსამბლი ჩამოვიდა და მოცეკვავეები ჩვენი რეპეტიციით დაინტერესდნენ. ქალბატონმა ნინომ - „სიმდზე“ დადექითო. იქაურებს გაუკვირდათ - ეს სადაური ცეკვააო. რამიშვილმა უპასუხა: თქვენი ცეკვააო. იმ ანსამბლის კლასიკურმა მოცეკვავემ ტორჩიევმა მითხრა: პირველად გავიგე, რომ ჩვენ ეს ცეკვა გვქონდაო“, - ანსამბლის ყოფილი სოლისტი გოგი შენგელია.


 


დიდი და პატარა ილიკო სუხიშვილი


 


ილიკო სუხიშვილი და პელე (1961 წელი)


 


ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი, არჩილ კერესელიძე, დავით გამრეკელი. ა. თვალავაძე


 


ილიკო და ნინო
„ბალეტი ჯიშის, ბალეტი რასის“ - ასე აფასებდა „სუხიშვილების“ შემოქმედებას გრიგოლ რობაქიძე.


 


ანსამბლის წევრებთან ერთად


 


ნინო რამიშვილი და ოდისეი დიმიტრიადი - ქართველი დირიჟორი,
რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და მრავალ შესანიშნავ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა. 


 


ილიკო და ნინო



ნინო სუხიშვილი
„...ილიკომ გარდაცვალების წინ საავადმყოფოში მითხრა - შენ უნდა გააკეთო ისე, რომ სუხიშვილის გვარი არასდროს ჩამოვიდეს მსოფლიო აფიშებიდან“. - ნინო სუხიშვილი.



 


დარია (დაშა) სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი-უმცროსის ქალიშვილი

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?