რატომ იმღერა პატიმრებისთვის ლეილა აბაშიძემ - არტისტის უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

10 ოქტომბერი 20:00, 2015 წელი

ამერიკელების მიერ საბჭოთა კინოს ვარსკვლავად აღიარებული არტისტის უცნობი ფოტოები. 1954 წელს, ამერიკაში საბჭოთა ფილმების კვირეულის მიმდინარეობისას ამერიკული პრესა წერდა, ახლა საბჭოელებს თავისი ეკრანის ვარსკვლავი, თავისი მერი პიკფორდი ჰყავთო.


ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ლეილა აბაშიძე  1929 წლის 1-ელ აგვისტოს თბილისში დაიბადა. მომავალ მსახიობს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მამა, მიხეილ აბაშიძე, რომელიც რუსეთში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, 1937 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. მეუღლესთან ახლოს რომ ყოფილიყო, ლეილას დედა ციმბირში მედმუშაკად წავიდა და შვილებიც თან წაიყვანა. პატარა ლეილამ სამსახიობო მონაცემები პირველად ციხეში, პატიმრებისთვის გამართულ კონცერტზე გამოავლინა. „მამამ, რომელიც ხელოვნების მოყვარული კაცი იყო, მოიფიქრა კონცერტი ტუსაღებისთვის, სადაც მე ვკითხულობდი ლექსს „ილიჩის სიკვდილი“. ისე განვიცდიდი ჩვენ გარშემო არსებულ სიტუაციას, რომ მთელ განცდებს ვაქსოვდი ამ ლექსში, იქ ბევრი ქართველი იყო, რომლებიც თურმე მოუთმენლად ელოდნენ ჩემს გამოჩენას და ტაშით მხვდებოდნენ. იმ პერიოდში, ჩემსა და მამას პორტრეტთან ერთად, გაზეთ „ციმბირის პრავდაში“ დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „მამა და შვილი“, სადაც ეწერა: „მაყურებლები სცენაზე პატარა ლეილას გამოჩენას ისეთი აპლოდისმენტებით ხვდებიან, თითქოს წინასწარ გრძნობენ დიდ მსახიობს“. ეს იყო პირველი რეცენზია, რომლითაც მაყურებელმა მაღიარა“. 
აბაშიძეების ციმბირული ცხოვრება მიხეილ აბაშიძის დახვრეტის შემდეგ დამთავრდა.
ამ დროს ლეილა 5 წლის იყო. მომავალი მსახიობის დედა, შვილებთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა.


ლეილა აბაშიძე ეკრანზე პირველად 8 წლის ასაკში გამოჩნდა, კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. პირველ როლს მალე მეორე და მესამეც მოჰყვა (1945 წელი „ოქროს ბილიკი“ და 1947 წელი „აკაკის აკვანი“).
1951 წელს ლეილა აბაშიძემ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში „ქეთო და კოტე“ და „გაზაფხული საკენში“. სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის 1966 წელს ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალზე პირველი პრემია მიიღო და ძალიან მალე მაყურებლის საყვარელ ვარსკვლავად იქცა. 20-მილიონიანი დასწრების მქონე 5 ფილმით ის საბჭოთა კავშირის ქალი ვარსკვლავების ხუთეულშიც შევიდა.
ლეილა აბაშიძის სილამაზით აღფრთოვანებული კინოკრიტიკოსები მას ოდრი ჰეპბერნსა და ჯინა ლოლობრიჯიდას ადარებდნენ. მსახიობი თაყვანისმცემელ მამაკაცთა სიმცირეს არც საზღვარგარეთ და არც სამშობლოში არ უჩიოდა. ამბობენ, რომ მას ხელსა და გულს სთავაზობდნენ ეგვიპტელი და მექსიკელი მულტიმილიონერები, თუმცა მსახიობმა ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა.


ლეილა აბაშიძე ეკრანს საკმაოდ ადრე - 40 წლის ასაკში ჩამოშორდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1986 წელს ლანა ღოღობერიძემ გადაიღო თავის ფილმში „ორომტრიალი“. ფილმს, სადაც ლეილა აბაშიძემ საკუთარი თავი განასახიერა, ტოკიოს კინოფესტივალზე უდიდესი წარმატება მოჰყვა.
მოგვიანებით მსახიობმა სცენარისტობასა და რეჟისორობაშიც სცადა ბედი. ლეილა აბაშიძისა და კონსტანტინე პიპინაშვილის ერთობლივად შექმნილი სცენარით 1970 წელს  გადაიღეს ფილმი „მოლოდინი“. ლეილა აბაშიძის სცენარით 1978 წელს გადაიღეს ფილმი „კოშკები სდუმან“. ფილმში „პარიზი-თბილისი-პარიზი“ ლეილა აბაშიძე სამ ამპლუაში მოგვევლინა - სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი. 


ლეილა აბაშიძის, როგორც მსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის აღიარებაზე მეტყველებს სხვადასხვა დროს მინიჭებული წოდებები და პრიზები: საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1965) ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1961). პირველი პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ (1966), ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალი, 1968. II მსოფლიო ფესტივალის I პრიზი. ტოკიო, 1997. თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. 





ლეილა აბაშიძე 7 წლის ასაკში


 


ლეილა აბაშიძე 2 წლის ასაკში
გადაღებულია ბათუმში.


 


ლეილა აბაშიძე
„ადრე თუ გვიან, აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე, ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. მადლობა ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს“. ლეილა აბაშიძე.


 


 


ლეილა აბაშიძე 
„ლეილა აბაშიძე ქართული კინოსთვის ყოველთვის იყო ერის ხასიათის, რწმენისა და ეროვნულობის სახე“, - კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე.


 


ლეილა აბაშიძე
1956 წ. კადრი ფილმიდან „აბეზარა“. 


 


 


ნუცა აბაშიძე ლეილა აბაშიძესთან ერთად
„ყველა ქალის ვალია, იყოს დედა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში პრიორიტეტად დედობა მქონდა. რამაზის გარეშე ერთი ფილმის გადაღებაზეც კი არ წავსულვარ. ყველა მსახიობს იცნობდა, ამიტომ მისი მომავალი პატარაობიდანვე განსაზღვრული იყო, ისევე როგორც ჩემი“.


 


გოჩა აბაშიძე, დათო დანელია და ლეილა აბაშიძე


 


გადასაღებ მოედანზე
ნიკოლოზ სანიშვილი - ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი; ლეილა აბაშიძე და დოდო აბაშიძე, მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 


 


მსახიობები ოთარ კობერიძე, ლეილა აბაშიძე, დუდუხანა წეროძე და მიხო ბორაშვილი 


 


ლეილა აბაშიძე ფილმში „მაია წყნეთელი“
„ახალგაზრდობაში არ ვამჩნევდი, რომ ჩემი შურდათ. მეგონა, ყველას უხაროდა ჩემი წარმატება. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა, ბევრმა, ვინც მოკეთე მეგონა, მიმტრო, გზა გადამიღობა... ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ, მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს... მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს“. - ლეილა აბაშიძე.


 


ლეილა აბაშიძე და ედიშერ მაღალაშვილი 
კინოფილმი „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი.


 


ლეილა აბაშიძე; ალექსანდრე ბეგაშვილი - პოეტი; ვლადიმერ დავითაშვილი - სიღნაღის კულტურის განყოფილების გამგე. სანდრო ახმეტელის მუზეუმის გახსნა. 1987 წ. 
„დიდი წარმატების შემდეგ, თითქმის 20 წელი როლი არ მქონდა. უმუშევრობა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ასე მგონია, ჩემი ტაიმაუტი იმ ცუდი წლების ბრალი იყო, ვიდრე რაღაც პირადულის. კრიზისი იყო წარმოებაში, კინოსტუდიაში. ჩემი საქმე ყოველთვის ძალიან მიყვარდა და დღემდე ასეა. მენატრება გადაღებები, სცენაზე დგომა. ახლა სცენარებს ვწერ, 4 სცენარი უკვე დავწერე. მე ვცხოვრობ კინოთი, სიზმრებშიც კი. მგონი, ეს უკვე ავადმყოფობაა. ყველა ჩემი როლი ერთიმეორეზე მეტად მიყვარს, ისე, როგორც მრავალშვილიან დედას უყვარს განურჩევლად ყველა შვილი“. ლეილა აბაშიძე.


 


ლეილა აბაშიძე და სომეხი მსახიობი ფრუნზიკ მკრტიჩიანი



აკაკი წერეთლის იუბილე საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში
აკაკი ძიძიგური - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი; მუხრან მაჭავარიანი - პოეტი; ლეილა ზამბახიძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე; მედეა ჩახავა - თეატრისა და კინოს მსახიობი; ლეილა ზამბახიძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მდივანი; დოდო ჭიჭინაძე - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლეილა აბაშიძე და თამარ იშხნელი - მომღერალი. 


 


საპირველმაისო მსვლელობა
მარჯვნიდან: თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, ოთარ კობერიძე, ლეილა აბაშიძე, ქეთი დოლიძე, ივანე საყვარელიძე.


 


საპირველმაისო მსვლელობა
ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე, გიორგი შენგელაია, ივანე საყვარელიძე, რამაზ გიორგობიანი, ქეთი დოლიძე.


 


ფილმის „აკაკის აკვანი“ მსახიობთა ჯგუფი
ომარ ჩიტაია, კონსტანტინე მიქაბერიძე, ლეილა აბაშიძე,  ვახტანგ ნინუა, ნატა წერეთელი, ჯუნა წერეთელი, ანნა კაპანაძე.


 


დოდო ჭიჭინაძე, მედეა ჯაფარიძე, ლეილა აბაშიძე, თამარ ციციშვილი


 


ნატო ვაჩნაძე და ლეილა აბაშიძე ფილმში „ქაჯანა“. 1957 წელი.
„8 წლის ვიყავი, როცა პირველი როლი ვითამაშე „ქაჯანაში“. შემდეგ იყო – „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „შეხვედრა მთაში“, „შეხვედრა წარსულთან“... ბევრ ფილმში არ მითამაშია, მაგრამ მონოფილმები იყო და იმდენად საყვარელი გმირები ვითამაშე, რომ საზოგადოებამ ძალიან შეიყვარა. ჩემი პოპულარობა პირადად მე კი არ მეკუთვნის, არამედ ჩემს გმირებს, ჩემს მაია წყნეთელს, ჩემს აბეზარას, ჩემს ჭრიჭინას“. - ლეილა აბაშიძე.


 


ქართველი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი რამაზ ჩხიკვაძე და ლეილა აბაშიძე ფილმში „ჭრიჭინა“. 


 


კადრი ფილმიდან „აბეზარა“
გოჩა აბაშიძე და ლეილა აბაშიძე


 


კადრი ფილმიდან „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“


 


ლეილა აბაშიძე და აკაკი ყუფუნია ყაზბეგში „ხევისბერი გოჩას“ გადაღებაზე. 1962 წ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?