ქართული სილამაზე, რომელმაც რომის პაპიც აღაფრთოვანა - დოდო ჭიჭინაძის უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

24 ოქტომბერი 20:00, 2015 წელი

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ (დოდო) ჭიჭინაძე  1924 წლის 28 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა. მსახიობის მამა ვასილ ჭიჭინაძე 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო და ქაქუცა ჩოლოყაშვილს კარგად იცნობდა. მას შემდეგ, რაც აჯანყების მონაწილეთა მასობრივი დახვრეტები დაიწყო, ჭიჭინაძეების ოჯახი კახეთში გადასახლდა და რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა.


დოდო ჭიჭინაძის კინოდებიუტი 1946 წელს შედგა, როცა მომავალი მსახიობი 21 წლის იყო. ნიკოლოზ სანიშვილი თავისი ფილმისთვის „დავით გურამიშვილისთვის“ ქეთევანის როლის შემსრულებელს მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა. ერთ მშვენიერ დღეს რეჟისორის დედამ ვერის ბაზარში აშოლტილი, ლამაზი გოგონა შენიშნა. გოგონა რომ არ დაეფრთხო, სახლამდე მალულად  მიჰყვა და მისი ვინაობა დაადგინა. მეორე დღეს დოდო ჭიჭინაძეს სახლში რეჟისორის ასისტენტი ესტუმრა. ფილმის შემქმნელებმა თვალებს არ დაუჯერეს, იმდენად ჰგავდა დოდო ჭიჭინაძე ფილმის მხატვრის თამარ აბაკელიას მიერ შექმნილ ესკიზს. სანიშვილმა მსახიობი ფილმზე უყოყმანოდ დაამტკიცა. მომავალი მსახიობის დედა ანა ახვლედიანი, რომელიც პროფესიით პროვიზორი გახლდათ და ფარმაცევტი მამა ვერ იჯერებდნენ, რომ მათი შვილი ოჯახურ ტრადიციას დაარღვევდა და ექიმი არ გახდებოდა. თუმცა, მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩარიცხულმა დოდო ჭიჭინაძემ ინსტიტუტი მიატოვა. შვილის გადაწყვეტილებამ მამა იმდენად გაანაწყენა, რომ სანამ საქმეში მაშინდელი ცკ-ს მდივანი კანდიდ ჩარკვიანი არ ჩაერია, შვილს ხმას არ სცემდა. დღევანდელ კინოს დოდოსნაირი ახალგაზრდები სჭირდებიანო, უთქვამს ჩარკვიანს გაჯიუტებული მამისთვის. ასე დაიწყო დოდო ჭიჭინაძის დიდი სამსახიობო გზა მარჯანიშვილის თეატრსა და კინოში: ქეთევანი („დავით გურამიშვილი“), ივდითი („ურიელ აკოსტა“), ეთერი („ბედნიერი შეხვედრა“), მედეა („მედეა“), თავადის ქალი ნინო („ბაში-აჩუკი“), მზევინარი („მოკვეთილი“), დოდო („შეწყვეტილი სიმღერა“), ანა ბატონიშვილი („მეფე ერეკლე“), ლედი ანა („რიჩარდ III“), და მრავალი სხვა.


წარმატებული სამსახიობო კარიერის მიუხედავად, დოდო ჭიჭინაძის პირადი ცხოვრება არ აეწყო.
მსახიობმა ცხოვრების მეგზური ოჯახის რჩევის საწინააღმდეგოდ შეარჩია, თუმცა მალევე ნიშნობა ჩაშალა და დიდხანს მარტო ცხოვრობდა. 40 წელს გადაცილებული გახლდათ, როცა ცხოვრება მართლმადიდებლურად მონათლულ თურქ ქართველს, ცნობილ ინჟინერს მუზ-იღლის დაუკავშირა.
დიდი სურვილის მიუხედავად, მსახიობს შვილი არასოდეს ჰყოლია. ხანდაზმულობის პერიოდში მიწისძვრით დაზიანებულ სახლში ცხოვრობდა და ამ სახლში რამდენიმე წელი ლტოლვილებიც ჰყავდა შეფარებული. პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დოდო ჭიჭინაძეს „საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი“ უწოდა.


2009 წლის 10 ოქტომბერს კინოთეატრ რუსთაველის წინ დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
3 ნოემბერს კი 85 წლის მსახიობი გარდაიცვალა.


                                                            


საქართველოს სახალხო არტისტი დოდო ჭიჭინაძე
„მეოცე საუკუნის 50-იან წლებში რომის პაპმა იოანემ ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი მოითხოვა (ის სხვადასხვა ქვეყნების ტიპურ სახეებს აგროვებდა). მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავასა და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივეს სილამაზის მიმართ და უთქვამს: ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) – დიდებული ევროპაა; ო, ეს (ლიანა ასათიანი) – მშვენიერი აღმოსავლეთი; აი, ეს სახე კი (დოდო ჭიჭინაძე), მგონი, მართლაც ქართულიაო“.


                                                                                                                          


დოდო ჭიჭინაძე
„დავით გურამიშვილის გადაღებისას სამედიცინო ინსტიტუტში ვერ დავდიოდი და მივხვდი, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდებოდა. ერთი სიტყვით, არჩევანის წინაშე დავდექი - ან ექიმობა, ან მსახიობობა. მგონი, ყველაფერი ქალბატონმა ვერიკო ანჯაფარიძემ გადაწყვიტა. შენი ადგილი თეატრშია, - მითხრა მან, - ეს არის შენი მოწოდება. მივხვდი, რომ სიმართლეს მეუბნებოდა“. დოდო ჭიჭინაძე.




დოდო ჭიჭინაძე


 


დოდო ჭიჭინაძე
მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პირველი როლი იყო ივდითი „ურიელ აკოსტაში“. პრემიერის დღეს ჩემს მღელვარებას საზღვარი არ ჰქონდა. სცენაზე რომ აღმოვჩნდი, ყველაფერი დამავიწყდა. ამ დროს კულისებიდან ნაცნობმა ხმამ რამდენიმეჯერ გამიმეორა ივდითის ფრაზა: „ცხოვრების სიბრძნე მიუწვდომი თილისმა არის“. ეს ჩემი საყვარელი დამრიგებელი და უფროსი კოლეგა სესილია თაყაიშვილი იყო. ტექსტს მკარნახობდა - გადავრჩი... სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, მადლიერებით აღსავსე და თან უზომოდ გაოცებული (სესილია იმ დღეს თეატრში არ უნდა ყოფილიყო) მივუახლოვდი ჩემს მხსნელს და ვკითხე: ქალბატონო სესილია, თქვენ რა იცოდით, რომ ასე დამემართებოდა-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? „შე დურაქო, მე არტისტი ვარ, არტისტი, პარტნოი კი არა...“ ეს „დურაქო“ ისე იყო ნათქვამი, რომ ათას „ჭირიმეს“ და „გენაცვალეს" სჯობდა“. დოდო ჭიჭინაძე.


 


დოდო ჭიჭინაძე ნინოს როლში ფილმიდან „ბაში-აჩუკი“


 


დოდო ჭიჭინაძე
„ვისურვებდი, რომ საქართველოში სწავლა-განათლება და მკურნალობა უფასო იყოს, არ უნდა იყოს საუნები, სადაც საროსკიპოებია გახსნილი, არ უნდა იყოს კაზინოები. უნდა აღდგეს მწერალთა კავშირი და ბავშვთა სასახლე. ადამიანმა თავისი კულტურა თუ არ დააფასა, გარედან მოსული სხვა არ დაგიფასებს. სამშობლოს ინტერესები ყველაზე წინ უნდა იდგეს“. დოდო ჭიჭინაძე.


 


დოდო ჭიჭინაძე 
„დოდოს გვერდით ყოფნა, თუმც ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ მაინც მაბნევდა. ვცდილობდი, ჩუმად, თვალის გაუსწორებლად მეცქირა ამ საოცრებისთვის, რადგანაც მისი გამოხედვა მაჯადოებდა. დოდოს თვალების სიღრმეში მოელვარე ცეცხლი გაუცნობიერებელი სილამაზის ალში მხვევდა“. ბაბო მიქელაძე, დოდო ჭიჭინაძის რძალი.


 


ვერიკო ანჯაფარიძე და დოდო ჭიჭინაძე
„მეამაყება, რომ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი ვიყავი და გვერდით ვედექი ბუმბერაზ მსახიობებს. დიდი ტკივილი განვიცადე, როცა გიორგი შავგულიძე უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. მერე ერთმანეთს მიჰყვნენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები: ჩემი მამიდაშვილი გურამ ასათიანი, ეროსი, ლია ელიავა... აწი სიკვდილის არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ იმქვეყნად ბევრი ახლობელი დამხვდება“. დოდო ჭიჭინაძე.


 


დოდო ჭიჭინაძე და მარინე თბილელი, უცნობ მამაკაცთან ერთად
„დავით გურამიშვილს“ ვიღებდით. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში გურამიშვილს (შავგულიძე) ქეთევანისთვის (ჩემთვის) უნდა ეკოცნა. ჟორა დაიხარა კიდეც, მაგრამ ტუჩები ჩალურჯებამდე მქონდა მოკუმული. რეჟისორმა შავგულიძეს შორიდან დაუყვირა: „რა არის, კაცო, ქალისთვის არ გიკოცნია ჯერ?!“ „ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის არა“, - მიუგო შავგულიძემ“.


 


დოდო ჭიჭინაძე და ოთარ კობერიძე ისტორიულ ფილმში „ბაში-აჩუკი“ 


 


კადრი ფილმიდან „ბაში-აჩუკი“. 1956 წელი


 


დოდო ჭიჭინაძე


 


„სევდის ბაღი“ – გიგა ჯაფარიძე და დოდო ჭიჭინაძე


 


დოდო ჭიჭინაძე, ედიშერ მაღალაშვილი, ალექსანდრე ომიაძე ხელოვანებთან ერთად


 


უცხოეთში  მცხოვრები გოგი ჭიჭინაძე, დოდო ჭიჭინაძე და რევაზ ლაღიძე


 


დოდო ჭიჭინაძე პოლიციელთან ერთად
ფოტოგრაფი ჯემალ კასრაძე. 


  


დოდო ჭიჭინაძე და არჩილ კარგარეთელი




ამირან მექვაბიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი და დოდო ჭიჭინაძე
ფოტო გადაღებულია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში
„85 წლის ქალი ვარ და ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს. ბოლო 20 წელი, რაც საქართველომ გამოიარა, ჩვენი სასჯელია. საკუთარ თავს ძალიან ბევრს ვუშავებთ. ალბათ, იმიტომ, რომ ქართველები გადაგვარდნენ. შეცდომები ყველას მოსდის, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთის პატიება. საქართველოში მხოლოდ ერთ კაცს ვენდობი და მხოლოდ მისი მჯერა, ეს კი ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქია, რომელმაც მართლმადიდებლური რწმენა მეცნიერებად აქცია“. დოდო ჭიჭინაძე.




დოდო ჭიჭინაძე
„ამ ცხოვრებაში ბევრი მწარე მინახავს, მაგრამ არც ერთ ჩემს მოგონებაში ამას არ ვწერ, არ მინდა, ცუდი ჰქონდეთ მაგალითად ახალგაზრდებს. სილამაზე მიდის და სადღაც ქრება, მაგრამ წლებს უფრო დიდი რამ მოაქვს - გონიერება, გამოცდილება და, რაც მთავარია, რჩება სიკეთე“. დოდო ჭიჭინაძე.
ფოტოგრაფი ჯემალ კასრაძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?