რატომ სთხოვდნენ ნინო ანანიაშვილს გვარის გადაკეთებას? - პრიმაბალერინას უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

14 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

მსოფლიოს ოთხი უმაღლესი საბალეტო ჯილდოს მფლობელი პრიმაბალერინა და მეგავარსკვლავი 1963 წლის 19 მარტს თბილისში დაიბადა. ნინო ანანიაშვილი 10 წლის იყო, როცა ფიგურული სრიალის ჩემპიონატში გაიმარჯვა და ოჯახმა სასწავლებლად თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შეიყვანა.

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო. მომავალ ვარსკვლავს 1977 წლიდან დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა რაისა სტრუჩკოვა ასწავლის. 1981 წელს ნინო ანანიაშვილმა მოსკოვის აკადემიური ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, თუმცა, მისი სასცენო დებიუტი 1980 წელს შედგა საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში „კოპელია“. 1981 წელს ახალგაზრდა ბალერინა მოსკოვის დიდ თეატრში მიიღეს. ძალიან მალე ნინო თეატრის პრიმაბალერინა ხდება.


ნინოს თავბრუდამხვევი ვარსკვლავური კარიერა კლასიკის კლასიკად აღიარებული ბალეტის „გედების ტბის“ ოდეტა-ოდილიას პარტიით დაიწყო.  
ანანიაშვილმა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე შეასრულა სვანილდას, ოდეტა-ოდილიას, ავრორას, ჟიზელის, რაიმონდას, მარის, ნიკიას, რიტას პარტიები, წამყვანი პარტიები დადგმებში „სილფილდა“, „პახიტა“, „პა დე კატრი“, „ვარდის აჩრდილი“ და სხვ.
1992 წელს ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის სოლისტი გახდა და შეასრულა პარტიები მეტროპოლიტენ ოპერის სპექტაკლებში „გედების ტბა“, „დონ კიხოტი“, „მძინარე მზეთუნახავი“, „რომეო და ჯულიეტა“, „მანონიო“, „მხიარული ქვრივი“, „კონკია“. ნინო პირველი საბჭოთა მოცეკვავე იყო, რომელიც 1988 წელს ნიუ-იორკის სიტი ბალეტში გამოვიდა და, ანდრის ლიეპასთან ერთად, იცეკვა ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში „სიმფონია დო მაჟორი“, „აპოლო“, „რაიმონდა ვარიაციები“.
1993 წელს ნინო ანანიაშვილი ამერიკის საბალეტო თეატრის მთავარი მოცეკვავე გახდა, ხოლო 2004 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.


ამერიკელი კრიტიკოსების მიერ კლასიკური ბალეტის  სუპერვარსკვლავად აღიარებულ მოცეკვავეს მინიჭებული აქვს ოთხი უმაღლესი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ჯილდო.
არის საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი, ზურაბ ანჯაფარიძისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი და მოცეკვავე, რომელსაც ხელოვნების დარგში მიღწევებისთვის რუსეთის ეროვნული პრიზი „ტრიუმფი“ მიენიჭა.
ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე გადაუხადეს.
ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისთვის, 2007 წელს ნინო ანანიაშვილი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს.
100-ზე მეტი საცეკვაო პარტია და მსოფლიო ხელოვნების კრიტიკოსების მიერ მინიჭებული „ცეკვის ქალღმერთის“ ტიტული - ასეთია პრიმაბალერინას 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის შედეგი.
ნინო ანანიაშვილს ჰყავს მეუღლე - გრიგოლ ვაშაძე, დიპლომატი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში და ქალიშვილი - ელენე ვაშაძე.


 


 


ნინო ანანიაშვილი
„ნინო ანანიაშვილი არაჩვეულებრივი ბალერინაა, ის ნამდვილი ვარსკვლავია. როდესაც ის სცენაზეა, შეუძლებელია, სცენიდან მას თვალი მოაცილო. არიან კარგი ბალერინები არაჩვეულებრივი ტექნიკით, მაგრამ მას აქვს განსაკუთრებული სტილი, როდესაც ცეკვავს, შენ მასში ხედავ ძალასა და პოეტურობას“, - ჯონათან მაილსი, ედინბურგის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი.


 


 


ნინო ანანიაშვილი, გეგა კობახიძე და კახი კავსაძე ფილმში „აურზაური სალხინეთში“


 


ნინო ანანიაშვილი
„ანანიაშვილის გენიალურობა მის განუმეორებლობაშია... ნინოს ის პარტიები, რომლებიც მის მიერ არის გასულიერებული და ფანტასტიკურად შესრულებული, მაყურებლის გონების ნაწილი ხდება. „ჟიზელში“ მის მიერ ტრაგედიის განცდის გადმოცემა საოცარია - მისი მოძრაობა, მისი თვალები დაუჯერებელ გლოვას ასახავს... ანანიაშვილის გამოჩენამ დარბაზს ენთუზიაზმი შემატა და იმ მომენტიდან დაწყებული მთელი საღამოს განმავლობაში ოვაციები არ ჩამცხრალა... ნინო ყოველთვის საუკეთესო ფორმაშია!“ - „ვაშინგტონ პოსტი“.


 


ნინო ანანიაშვილი
„ჩემს გვარზე სულ იყო პრობლემა. ანდრის ლიეპა და შავგვრემანი გოგონა, რომელიც მასთან ერთად ცეკვავს - ასე იძახდნენ ხოლმე ჩვენზე. ჩემმა პედაგოგმა ნატალია ზოლოტოვამ მითხრა, იქნებ გვარი შეამოკლო ან ფსევდონიმი აიღოო, ამაზე მამამ კარგი პასუხი გამცა: ნინო, თუ ვინმე გამოხვედი, დამიჯერე, შენს გვარს ისწავლიან, თუ არავინ, ამდენი რატომ უნდა ვიწვალოთ? ამდენი საბუთების გადაკეთება ნამდვილად არ ღირსო“. - ნინო ანანიაშვილი.


 


ნინო ანანიაშვილი ქალიშვილთან ელენე ვაშაძესთან ერთად
ფოტო გადაღებულია ნიუ-იორკში ამერიკული ბალეტის თეატრში, ნინოს გამოსამშვიდობებელი სპექტაკლის შემდეგ.


 


თეონა ჩარკვიანი, ნინო ანანიაშვილი, ნანა ჩარკვიანი, გელა ჩარკვიანი
2010 წ. ფოტო გადაღებულია რესტორან „დადიანებში“.


 


ნინო ანანიაშვილი
„ამერიკაში გასტროლებისას ნინო 74 წლის თამარ თუმანიშვილმა მოინახულა, მისი ტალანტი მოვლენად აღიარა და ის ლეგენდარული გულსაბნევი აჩუქა, რომელიც თავის დროზე ანა პავლოვას მისთვის, როგორც საუკეთესო მოსწავლისთვის, მიუძღვნია, ანას კი ეს ძვირფასი სამკაული ოლგა პრებრაჟენსკაიასგან მიუღია სამახსოვროდ“.


 


კადრი კინოფილმიდან „აურზაური სალხინეთში“
გოგი გეგეჭკორი, სოფიკო ჭიაურელი, ნინო ანანიაშვილი, გეგა კობახიძე, კახი კავსაძე.


 


ნინო ანანიაშვილი
„ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი რაისა სტრუჩკოვა მეუბნებოდა: ნინა, დაიმახსოვრე, რომ დარბაზში აუცილებლად იქნება ისეთი მაყურებელი, ვინც მხოლოდ შენს სანახავად მოვიდა და ისეთიც, ვინც არ გიცნობს, პირველად გიყურებს და შენ უნდა იცეკვო ისე, რომ ორივე გააოცო. თუ არ გექნება ის ექსპრესია, თუ არ გექნება ემოცია, შენი პარტია დარჩება გრძნობების გარეშე, და მაშინ რა აზრი აქვს ცეკვას?! მე მივხვდი, მარტო ლამაზი, ზუსტი, ოღონდ ცივი მოძრაობებით ვერ ვიცეკვებ, ეს არ შემიძლია“.


 


„1995 წელს სერიოზული ტრავმა მივიღე. ერთ-ერთ რეპეტიციაზე კაბრიოლე გავაკეთე და უცებ მუხლის გატეხის ხმა გავიგე. ეს საშინელება იყო! მივხვდი, რომ ეს არ იყო პატარა ტრავმა. დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ ისევ განმეორდა, არადა ამ დროს ამერიკაში ABT-ის სეზონი იყო, საცეკვაო მქონდა. რეპეტიციებს გავდივარ, ფეხი მტკიოდა, მაგრამ მაინც უნდა მეცეკვა... და ვერ შევძელი. იმ პერიოდში ჯობდა, გავჩერებულიყავი, ვიდრე ვთქვათ... ეს იყო ძალიან სერიოზული ტრავმა, საქმე იქამდე იყო მისული, რომ ან ვიცეკვებდი, ან არა“.


 


ნინო ანანიაშვილი
„ანანიაშვილი გედში ნამდვილი ქარიშხალია, წარმოუდგენელი სისწრაფით აკეთებს ფოეტეს, ნახტომს, მაგრამ ამასთანავე, აქვს ინტერპრეტაციის უნარი...“ - გაზეთი „Deutsche Zeitung“.


 


ნინო ანანიაშვილი და მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე 


 


ნინო გედევანის ასული ანანიაშვილი – ქართველი პრიმაბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი (1989), რუსეთის სახალხო არტისტი (1995)
„გეშინოდეთ, ეს გოგონა ყველაფერს მიაღწევს!..“ რუსი ბალერინა მაია პლისეცკაია.


ნინო ანანიაშვილი
„სახლში ცალკე მაქვს საბალეტო ოთახი, დიდი კარადა ჩემი „პაჩკების“ შესანახად. სულ ვათვალიერებ, რომ ის აქსესუარები, ის თვლები, ის დეტალები, რაც კოსტიუმებს აქვს, არ დაზიანდეს. როდესაც გასტროლებზე მიმაქვს, კიდევ უფრო კარგად ვფუთავ. ყველა კოსტიუმი მოსკოვის დიდი თეატრის სახელოსნოშია შეკერილი. ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა, როგორც კი რეპეტიციიდან გამოვდიოდი, პირდაპირ სახელოსნოში გავრბოდი, რადგან მიყვარს საღებავების სუნი და ის ესთეტიკა, რაც იქ მხვდება... ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ „ზის“ კოსტიუმი შენს ტანზე, ჩვენ სცენაზე ხომ სულ ვმოძრაობთ, ამიტომაც მასში, გარდა იმისა, რომ კომფორტულად უნდა იგრძნო თავი, კოსტიუმი უნდა იყოს მსუბუქი, რომ არ დაგამძიმოს“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?