ყველაზე დიდი სპექტაკლი ბელა მირიანაშვილის ცხოვრებაში

უცნობი ფოტოები

7 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა...


მსახიობი 1938 წლის 1-ელ აპრილს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებელი და სწავლა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა.
1960 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ბელა მირიანაშვილის სამსახიობო კარიერა თავბრუდამხვევად წარმატებული გამოდგა.
მეორე კურსზე იყო, როცა  კინოში გადაღებებზე მიიწვიეს, მეოთხე კურსიდან კი რუსთაველის თეატრის სცენაზე, პირდაპირ მთავარ როლზე აიყვანეს სახელგანთქმულ სპექტაკლში „როცა ასეთი სიყვარულია“. სწორედ თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნო ბელამ მომავალი ქმარი და იმ დროისთვის მესამე კურსის სტუდენტი კახი კავსაძე. კახის დანახვისთანავე უგონოდ შეუყვარდა ბელა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ამის გამხელას ვერ უბედავდა. ამ დროისთვის ბელა მეუღლესთან იუზა ხუსკივაძესთან დაშორებული იყო და შვილი - ნანუკა ჰყავდა, თუმცა ამას კახი კავსაძის გადაწყვეტილებაზე ოდნავადაც არ უმოქმედია. „მერე რა? მე არ შემიძლია ამ ქალის გარეშე არსებობა!“ - ეუბნებოდა კახი თავის მეგობრებს და ისინი შეუღლდნენ. სხვათა შორის, იუზა ხუსკივაძეს ცოლი აღარასოდეს შეურთავს და მთელი ცხოვრება მარტომ გაატარა.
ბელა მირიანაშვილმა მოკლე დროში შეძლო, გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინომსახიობი ქალი არა მარტო საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც. ბუნებრივი, უშუალო და ლამაზი მსახიობი საოცრად უხდებოდა ეკრანს და რომ არა ტრაგიკული შემთხვევა, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
„ცეროდენა რაინდები“ (რუსუდანი,1963 წ.); „უდიპლომო სასიძო“ (ნანი, 1961 წ.); „წარსული ზაფხული“ (ლიანა, 1959 წ.); „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (ლამარა, 1959 წ.); „მამლუქი“ - (1958); „საბუდარელი ჭაბუკი“ (თებროლე, 1957 წ.) -  ამ ფილმებში მსახიობმა ლოგინად ჩავარდნამდე მოასწრო მონაწილეობა და სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.


ხუთი თვის ფეხმძიმე ბელა მირიანაშვილს ვირუსი შეხვდა და 40-გრადუსიანი სიცხით მოუწია „ჭინჭრაქაში“ თამაში. ნაყოფი რომ არ დაეზიანებინა, ანტიბიოტიკების მიღებაზე უარი განაცხადა. ამას დაავადების გართულება და ფილტვების ანთება მოჰყვა.
რთულმა მშობიარობამ ბელას ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა. უცხოეთში მკურნალობამ დაავადების განვითარება დროებით შეაჩერა, თუმცა მსახიობს გადაადგილება სულ უფრო უჭირდა.
ნელ-ნელა ეკრანსა და სცენას ჩამოშორდა და სახლში ჩაიკეტა.
კახი და ბელა 23 წელიწადი ერთად ებრძოდნენ სენს… კახი მეუღლეს თავად უკეთებდა ყოველდღიურად 10-15 ნემსს, მაგრამ გარდაუვალის თავიდან აცილება ვერ შეძლო.


ბელა მირიანაშვილი 1992 წლის 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მოსკოვში გადაღებებზე მყოფ მეუღლეს სახლში დაბრუნება სთხოვა და სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მასთან ერთად გაატარა.
„ბელა ჩემი დასაყრდენი იყო ფიზიკურად, სულიერად... მას ვანდობდი ბავშვებს და ყველაფერს. ბელა რომ წავიდა ცხოვრებიდან, ვფიქრობდი. რა მეშველება-მეთქი“, - იტყვის კახი კავსაძე წლების შემდეგ.
ბელა მირიანაშვილისა და კახი კავსაძის სიყვარულის ისტორია თაობებისთვის სიყვარულის, ერთგულებისა და თავგანწირვის მაგალითად იქცა.


 


ბელა მირიანაშვილი
„ეს იყო სიცოცხლის, ხალისის განსახიერება, ჯანსაღი, ნაწრთობი სხეული, თანდაყოლილი, მომხიბლავი პლასტიკურობით. შუქითა და სიკეთით სავსე თვალები, მოძრაობის სიმსუბუქე და აღნაგობის პროპორციულობა მას ამსგავსებდა შექსპირის დაუდგრომელ ქალწულებს…“ - ხელოვნებათმცოდნე ნოდარ გურაბანიძე.


 


ბელა მირიანაშვილი


 



ბელა მირიანაშვილი, მშენებელი და არქიტექტორი ოთარ თუმი-ნაჭყებია და ნინა ბურავლიოვა


 


ბელა მირიანაშვილი
„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის“. - ბელა მირიანაშვილი.


 


ბელა მირიანაშვილი
„ვეჭვიანობდი. ის კი არა, რომ წავიდა და მარტო გავუშვი, ამაზეც ვიეჭვიანე“. - კახი კავსაძე.


 


ბელა მირიანაშვილი და კახი კავსაძე
„ჩემს გრძნობებს ბელას მიმართ იმით ვწონიდი, რომ მისთვის ყველაფრის გაღება შემეძლო. მიფიქრია: ორი თირკმელი მაქვს, ორი ფეხი, ორი ხელი, ორი თვალი, ოღონდ მორჩეს და ყველაფერს მივცემ-მეთქი. გული ხომ ერთი აქვს ადამიანსიმასაც მივცემდი, მაგრამ ის ისეთი იყო, დამერწმუნეთ, არ მიიღებდა. ბელა თავად იყო ღირსეული. რომ ამბობენ, კახი კარგი ქმარი იყოო, სინამდვილეში ის იყო კარგი, არაჩვეულებრივი… 26 წელიწადი ვიყავით ერთადავად იყო, ვეღარ დადიოდა დამაინც ვეჭვიანობდი. მე ვინც მომწონს, სხვასაც თუ მოსწონს, ეს მანერვიულებს სწორედ“. - კახი კავსაძე.


 


ბელა მირიანაშვილი. ფოტოს ახლავს ბელა მირიანაშვილის მიერ გაკეთებული წარწერა 
„რაზე მეშლება იცით, ყველაზე მეტად ნერვები? – ცქრიალა გოგოს რაღაც იმიჯი რომ მოჰყვება დღემდე. მე ზუსტად ვიცი, რომ არ იყო ცქრიალა გოგო, საოცრად ბრძენი ქალი იყო, გენერალი, ისეთი სტრატეგი იყო, რომ გაგეშვა, ნაპოლეონს მოუგებდა ბრძოლას“. - ნანუკა ხუსკივაძე.


 


ქორწილის სცენა ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“
წინა რიგში გრიგოლ ტყაბლაძე და იპოლიტე ხვიჩია. სიძე-პატარძალი - იმედა კახიანი და ბელა მირიანაშვილი.


 


კახი კავსაძე შვილებთან ერთად: ნანუკა ხუსკივაძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი და ირაკლი კავსაძე, მსახიობი, ამჟამად მოღვაწეობს ვაშინგტონში, „სინეტიკ თეატრში“
„მე ვერ ვუყურებ დედაჩემს ფილმებში, ვერც კახი უყურებს. ბავშვობაშიც არ მიყვარდა ყურება, ალბათ, ვეჭვიანობდი, ვჯღაოდი. ჩემი ძმა გიჟდება, როგორც კი თვალს მოჰკრავს, ჯდება და უყურებს, მე გულგრილად შემიძლია გადავრთო სხვა არხზე. რაღაც ხდება, არ ვიცი, რა, ოღონდ არ იფიქროთ, რომ მიმძიმს და ამიტომ. ჩემს ბიჭსაც არ უყვარს ბელას ფილმების ყურება, 6 წლის იყო, დედაჩემი რომ გარდაიცვალა, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე, მათი დუეტი იყო… არ ვიცი... ჭირისუფლებში დადგა პანაშვიდებზე. მას შემდეგ არ უყურებს, არ უნდა“. - ნანუკა ხუსკივაძე.


 


კახი კავსაძე შვილიშვილთან ნატალი-ბელა კავსაძესთან ერთად
„მე მიყვარს ხმამაღალი ლაპარაკი, ზოგჯერ ვილანძღები კიდეც, შეიძლება წყობიდან გამოვიდე და ვიღაცას დავუღრიალო, მაგრამ ბელასთან ხმისთვის არასოდეს ამიწევია… არც კონფლიქტები გვქონია, ყოველ შემთხვევაში, აწყვეტილი ღილისა და გაურეცხავი „კასტრულის“ გამო არა!..“ - კახი კავსაძე.


 


ბელა და კახი
„მე დონ კიხოტზე ბედნიერი ვიყავი. დონ კიხოტმა დულსინეა შეთხზა, გამოიგონა, მე კი რეალურად 26 წელიწადი გვერდით მყავდა ოცნება – ბელა მირიანაშვილი. ვერ გავძეხი ამ ქალით... არ მეყო ის 26 წელიწადი“. - კახი კავსაძე.


 


ბელა და კახი
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ბელა კახის ეტყვის, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, რომ კახიმ თავის გზა უნდა ნახოს, რომ მარტო არ დარჩეს… კახი იუმორით აისხლეტს გულისმომკვლელ სიტყვებს: „მე დაკავებული კაცი ვარ, შენ გამომიძებნე ვინმე“.


 


ბელა და კახი პატარა ირაკლისთან ერთად
„აღარ მყავს დედა, რომელმაც ჩემთვის უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, ის არავის ჰგავდა! როდესაც თეატრში მივდიოდი, მაცილებდა, სიარული უჭირდა, მაგრამ მაინც ცდილობდა. თვალებში შემომხედავდა და მე ვგრძნობდი ძალას, რომელიც მეხმარებოდა“. - ირაკლი კავსაძე.


 


„უდიპლომო სასიძოს“ გადაღებისას 
დუდუხანა წეროძე, ბელა მირიანაშვილი, აკაკი კვანტალიანი, ვახტანგ ნინუა, აბესალომ ლორია.


 


კახი კავსაძე შვილებთან ერთად
მშობიარობის შემდეგ ძალიან უჭირდა ბელა მირიანაშვილს ფეხზე დგომა, თუმცა მის შვილებს არასოდეს უგრძნიათ, რომ დედას რაღაც არ შეეძლო. იშვიათად, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ პატარა ირაკლისთან მარტო რჩებოდა. ბავშვი გაიღვიძებდა, ხის საწოლში წამოჯდებოდა, დედას კი არ შეეძლო მისი ხელში აყვანა. მაშინ საწოლთან ახლოს მჯდარი დედა ზღაპრის მოყოლას იწყებდა. პაწია გაფართოებული თვალებით უსმენდა, სულ ავიწყდებოდა, ორიოდ წუთის წინ საწოლიდან ამოსვლა რომ უნდოდა. ეს იყო ყველაზე დიდი სპექტაკლი ბელა მირიანაშვილის ცხოვრებაში, რომელსაც ყველაზე დიდი ხელოვნებით წარმოადგენდა.


 


ბელა მირიანაშვილი და კარლო საკანდელიძე
რუსთაველის თეატრი. 1963 წელი


 


ბელა მირიანაშვილი
„მისი ბოლო სიტყვები იყო ასეთი: „ასტავ მენია ვ პაკოე. ნე ლიშაი ბლაჟენსტვა“. 28 აგვისტო იყო, ღვთისმშობლის მიძინების დღე. მე ვერც მივხვდი... დაიძინა და ვერც მივხვდი... გვიან მივხვდი, რომ წავიდა“. - კახი კავსაძე.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?