„საბჭოთა კინოს გრაფინია“ - ულამაზესი არიადნა შენგელაიას უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

28 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი არიადნა შენგელაია (ქალიშვილობის გვარი შპრინკი) 1937 წლის 13 იანვარს ტაშკენტში დაიბადა. არიადნას მამა ეროვნებით დანიელი მეცნიერი და ეკონომისტი იყო, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადასახლებაში 26 წელი გაატარა.


1960 წელს არიადნა შენგელაიამ საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.
სწორედ „ვგიკში“ სწავლის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია და საქართველოში გამოჰყვა.
1960 წლიდან არიადნა შენგელაია თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. მსახიობმა ამ თეატრის სცენაზე ითამაშა კლეოპატრა ბერნანდ შოუს პიესიდან „კეისარი და კლეოპატრა“ და ანა ფრანკი სპექტაკლიდან „ანა ფრანკის დღიური“.


არისტოკრატიული სილამაზის მსახიობი, რომელიც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონად აღიარეს, კინოში პირველად 20 წლისა გამოჩნდა. არიადნას კინოდებიუტი შედგა ფილმში „ეკატერინა ვორონინა“. სტუდენტობის პერიოდში კი გადაიღეს ფილმებში „ევგენი ონეგენი“ და „ეჟენი გრანდე“. მსახიობის გარეგნობა უამრავი რეჟისორის ყურადღებას იპყრობდა.
საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე ექვს ფილმში იყო გადაღებული და საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ მსახიობად მიიჩნეოდა. 1959 წელს მთავარი როლისთვის ფილმში „ევგენი ონეგინი“ კიევის საკავშირო კინოფესტივალის პირველი ხარისხის პრემია მიენიჭა.


1960 წლიდან მსახიობი კინოსტუდია „ქართულ ფილმშია“. 1980 წელს, 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, არიადნა შენგელაია და ელდარ შენგელაია დაშორდნენ. არიადნა რუსეთში დაბრუნდა და მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიაში დაიწყო მსახიობად მუშაობა.


1979 წელს არიადნა შენგელაიას საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 2000 წელს კი რუსეთის სახალხო არტისტი გახდა. მსახიობი გადაღებულია 50-მდე მხატვრულ ფილმში, მათ შორის, ცხრა ქართული ფილმია.
თავდაპირველად, შენგელაიას თავქარიანი და გალაღებული ქალიშვილების როლებს აძლევდნენ, მაგრამ შემდეგ საინტერესო როლებიც გამოჩნდა: „თეთრი ღამეები“, „ძოწის სამაჯური“, „გასროლა“, „ტალანტები და თაყვანისმცემლები“, „არ დაიდარდო“, „მთვარის მოტაცება“, „ფრთხილად, ბებიაა“, „თეთრი ქარავანი“, „შერეკილები“ და მრავალი სხვა. ქართველ მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს არიადნას მარგალიტა, ელდარ შენგელაიას 1973 წელს გადაღებული ფილმიდან „შერეკილები“. 


ყველასთვის მოულოდნელად, 40-წლიანი მოღვაწეობის  შემდეგ, არიადნამ ფილმებში გადაღებაზე უარი თქვა და ეკრანიდან გაქრა. ფილმებში გადაღების გარდა, მსახიობი კატეგორიულ უარს აცხადებდა პრესასთან ურთიერთობასა და ინტერვიუს მიცემაზე, ამიტომ მაყურებლის მეხსიერებაში ის უწინდებურად ახალგაზრდა და მშვენიერ გოგონად დარჩა.


არიადნა შენგელაია
„ახალგაზრდა, დამწყებ მსახიობს რუსული და საზღვარგარეთის კლასიკური ლიტერატურის ისეთი გმირების თამაში ანდეს, როგორებზეც ნებისმიერი მსახიობი მხოლოდ იოცნებებდა. ასეთი წარმატების მიღწევაში არიადნას, გარეგნობის გარდა, საკუთარი უშუალობა და გახსნილობაც დაეხმარა. შენგელაიას თამაშის თავშეკავებული, უხმაურო და ლირიკული სტილი მისი გულისა და გონების გამოძახილია“. ხელოვნებათმცოდნე ა. კალანტაევა.




არიადნა და ელდარ შენგელაიები
„არიადნა რომ შევირთე, ვუთხარი, წამოდი ეკლესიაში, სანთლები დავანთოთ და მერე ხელი მოვაწეროთ-მეთქი, თუმცა გაცნობიერებული არც მქონდა, ასე რატომ მოვიქეცი...“ ელდარ შენგელაია.




არიადნა შენგელაია
„არიადნა შენგელაიას ხელოვნება ახლოსაა ადამიანურ სიკეთესთან. მისი გულწრფელობის ნიჭი და გარდასახვის ოსტატობა აშკარად გამოვლინდა ტატიანა ლარინას, ევგენია გრანდესა და მარიას როლებში. მსახიობის მისწრაფებამ, ყოველ ახალი როლით მაყურებელს სიახლე შესთავაზოს, ადამიანების აღიარება და სიყვარული მოუტანა“. ხელოვნებათმცოდნე ა. კალანტაევა.







არიადნა შენგელაია
„აი, ჩვენ წინაშე გამოჩნდა მყუდრო სოფელში გაზრდილი, მოხდენილი და გრაციოზული, მეოცნებე და ჩაფიქრებული ქალიშვილი ფრანგული წიგნით ხელში. მას გულწრფელად აწუხებს რიჩარდსონისა და რუსოს წიგნებში ამოკითხული ახალგაზრდა შეყვარებულთა განცდები. ეს მშვენიერი არიადნა შენგელაიაა „ევგენი ონეგინიდან“. ხელოვნებათმცოდნე ა. კალანტაევა.



                       


იმედა კახიანი და არიადნა შენგელაია ფილმში „თეთრი ქარავანი“ 





კადრი კინოფილმიდან „შერეკილები“ 





კადრი გიორგი დანელიას ფილმიდან „არ დაიდარდო“ 


 


„მისი აღმოსავლური სილამაზე რეჟისორებს იმდენად ხიბლავდა, რომ მსახიობისთვის როლების შეთავაზებას ერთმანეთს ასწრებდნენ. მას, ძირითადად, არისტოკრატი ქალების ან ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ქალიშვილების როლებს სთავაზობდნენ“.




 


ყველასთვის მოულოდნელად, 40-წლიანი მოღვაწეობის  შემდეგ, არიადნამ ფილმებში გადაღებაზე უარი თქვა და ეკრანიდან გაქრა.



დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?