მისი აღმატებულება სიცილის დიდოსტატები!

უცნობი ფოტოები

19 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

მათ გამოჩენაზე ადამიანები სიცილს ვერ იკავებდნენ. ისინი უყვარდათ და ეთაყვანებოდნენ. 

ქართველმა რეჟისორმა და თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა სანდრო ახმეტელმა ბრძანა: „სიცილი და ხარხარი უდიდესი პროტესტია ქართველისა. სიცილი და ხარხარი – ეს მხოლოდ ფორმაა ქართველი ადამიანის რელიგიური ინტუიციისა.“ ალბათ, ესაა მიზეზი იმისა, რომ ქართველისთვის განსაკუთრებით  ძვირფასია კომედია და მასში მონაწილე სიცილის ოსტატები.


სანდრო ჟორჟოლიანი, მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1888-1969) 
კინოსტუდიაში იცოდნენ, რომ ჟორჟოლიანს ლამაზი ქალები უყვარდა და ოინიც უყვეს – გასტროლებზე იყვნენ და ჟორა შავგულიძეს გაუგია, რომ ჟორჟოლიანი კვლავინდებურად მოხიბლულა მორიგი ახალგაზრდა ქალის მშვენებით, გაუგია ისიც, რომ სანდრო იმ ქალს მოსვენებას არ აძლევდა, შემხვდიო... შავგულიძეს უნახავს ის ქალი, დაურიგებია, უთხარი, ძალიან მორცხვი ვარ და სადმე ბნელ ადგილას შევხვდეთ-თქო. ჟორჟოლიანი მივიდა კიდეც იმ ბნელ ადგილას, იქ კი, ქალი კი არა, ქალურად ჩაცმული ჟორა შავგულიძე დახვედრია.


 


მარინე თბილელი და სანდრო ჟორჟოლიანი ფილმში „აბეზარა“
„ისე პარიკმახერს, ჩვენში რომ დარჩეს, რა უნდა? კარგი მაკრატელი, კარგი მუშტარი და კარგ ხასიათზე ყოფნა, მით უმეტეს, როცა თქვენისთანა არკადუნასთან აქვს საქმე“...




სანდრო ჟორჟოლიანი ფილმში „აბეზარა“
- ისე გაგამშვენიერებ, აუცილებლად მოეწონები
- ვის?
- რა ვიცი, ვისაც მოეწონები, სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობაა ამ ქვეყნად!
- კი, მაგრამ ჩემთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს...
- ჰოო?
- ჰოო!
- როგორ დაგვარცხნო?
- რა ვიცი?
- არის ვარცხნილი მხოლოდ თავისთვია, არის - თავისთვის და სხვისთვის, შენ რომელი გინდა?
- თავისთვის... და ცოტა სხვისთვის
- ააა, რაც შენ გინდა, ის კი ვიცი, მაგრამ რაც იმას უნდა, ის რომ არ ვიცი? თუ მეზღვაურია - კულულები. მეზღვაური ნაპირს შორდება, უყვარს, როცა ნაპირზე დარჩენილ ქალს ნიავქარი რომ კულულებს უწეწავს
- არა, ძია სანდრო...
- ოჰო, მაშინ მფრინავისთვის სულერთია, მაღლიდან მაინც არ მოჩანს, ამიტომ შეიძლება სულ სადად დავვარცხნოთ
- სადად არ მიყვარს
- იქნება ზოოტექნიკოსია? მაშინ, რაღა თქმა უნდა, ყველაზე უკეთესი იქნება ექვსთვიანი, წვრილი, ხვეული...
- აჰ, არა, არა, ეგ სულ არა...
- მაშინ არის ასეთიცა, ასეთი მაგალითად ყველაზე მეტას მოსწონთ არქიტექტორებს
- კარგთ ძია სანდრო, ეს იყოს, მეტს ნუღარ ვეძებთ

 


ვახტანგ ნინუა, მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1916-1982)
ითამაშა 34 ქართულ ფილმსა და უამრავ სპექტაკლში, მისი გამოჩენა ყოველთვის სიცილისა და მხიარულების მომტანი იყო.


 


ვახტანგ ნინუა, კადრები ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“
„მეცნიერულ დაკვირვებას ვაწარმოებ, ვარდენ ჩემო. ქვეყანა გამეცნიერდა და მე რატომ უნდა ჩამოვრჩე? გადატრიალება უნდა მოვახდინო მეცხოველეობაში - მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში“. 


 


აკაკი კვანტალიანი, საქართველოს სახალხო არტისტი (1907-1967)
როლების გარდა, ცნობილი კომიკოსი თავისი კეთილი ბუნებითაც იყო ცნობილი. მასზე ლეგენდები დადიოდა. ერთხელ აზერბაიჯანელმა მემაწვნემ, რომელსაც დილაობით აკაკისთან მაწონი მიჰქონდა, ტირილით უამბო,  ჩხუბში, სადაც ერთი ადამიანი დაჭრეს კიდეც, მისი შვილი სრულიად შემთხვევით მოხვდა, დამნაშავის ნაცვლად კი მის ბიჭს სტაცეს ხელი და ციხეში უკრეს თავი. კვანტალიანმა იმ დროს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ აბაშიძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. გადაირია აკაკი, ვისთან აღარ  მივიდა, მაგრამ ყველა ისევ გრიგოლთან აგზავნიდა. აკაკიც ხშირად აკითხავდა აბაშიძეს და უხსნიდა, დაკავებული არაფერ შუაშია, უნდა გაათავისუფლოთო. ბოლოს, კვანტალიანი ყოველ დილით, ზუსტად 7 საათზე, ურეკავდა გრიგოლს, ბიჭის სახელს ჩასძახებდა - „აგაჯანა“ - და უკიდებდა ყურმილს. იმდენი ქნა, 6 თვის შემდეგ გამოაშვებინა.


 


აკაკი კვანტალიანი ფილმში „უდიპლომო სასიძო“
- ვიფიქრე, ქალიშვილს წესიერ კაცს გავატან და მოვისვენებ-მეთქი. რისთვის ვიდგამდი წელებზე ფეხს, რომ ჩემი ნაოფლარი ბიჭიკოს გავანიავებინო? მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მომავალ კვირას ქორწილს ვნიშნავ. დღესვე მოველაპარაკები ნიკოლოზს.
- ბიჭიკო უკვე მუშაობს მამა.
- ბიჭიკოს მუშაობა ვის გაუგია, გოგო? არა, არა, გავგიჟდები, გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები“. 


 


 


იპოლიტე ხვიჩია, მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1910-1985)
კადრი ფილმიდან „ბურთი და მოედანი“.
„დარბაისელი კაცი, ცოლ-შვილის პატრონი, ხელმძღვანელი ამხანაგი და ასეთი ამჩატება... რას ჰგავს ეს? რა არის ფეხბურთი? ბურთი, სტადიონი.. დაარტყა იამანიძემ, მიიღო კალოევმა, გადასცა მესხს, მესხმა თავისი შესანიშნავი ფინტებით მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, მოატყუა მესამე, მოატყუა მეოთხე, მეკარე, დაარტყა, არიიის!!! არა... ამხანაგი კუჭკუჭი უნდა დაისაჯოს, მაგრამ უნდა დაისაჯოს ჰუმანურად“.


 


იპოლიტე ხვიჩია ფილმში „არ დაიდარდო“
- გიმნაზისტი გიმნაზისტკას ეფიცება, აძლევს სიტყვას, გიმნაზისტსა კრეს პანღური, გიმნაზისტკას ნიახური...


 


იპოლიტე ხვიჩია ფილმში „მხიარული რომანი“
სიცილის მეფე ჩვილობისას ისეთი მტირალა ყოფილა, რომ ერთხელ დედას ზამთარში და თოვლში აკვნიანად გარეთ გაუგდია.


 


ვასილ ჩხაიძე, მსახიობი (1905-1986)
კადრი ფილმიდან „შერეკილები“, ქრისტეფორე მგალობლიშვილი გარიყულადან:
„სიმაღლე უდრის ტრფიალის უსასრულობას, სიგრძე - სათნოების ზესწრაფვას, ცე პლუს ნულ ერთი, განი - დაუვიწყარ მოგონებებს, შინაგანი სიმხურვალის საკითხებს თუ გადავწყვეტთ, და კიდევ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან სუბსტანციებს, ჩვენ ცაში ავიჭრებით!“


 


ვასილ ჩხეიძე პიპინია ერისთავის როლში ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“ 
„...ох да, რაც მთავარია, ქალებით ნუ გაერთობი, ქალი მეომრის პირველი მტერია, განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე...“ 




კადრი კინოფილმიდან „მიმინო“ 
хозяин, а может быть этот колор? 


 


სესილია თაყაიშვილი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი




სესილია თაყაიშვილი ბებია ოლღას როლში ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“

როცა თენგიზ აბულაძის ფილმი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გადაიღეს, სესილია 56 წლის იყო და საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. როლი დამაჯერებელი რომ გამოსულიყო, მსახიობმა დიდი მსხვერპლი გაიღო - კბილები დაიძრო და კანის დასაბერებელი პროცედურები ჩაიტარა. ამ როლით სესილიამ მარადიული ბებიის წოდება და ხალხის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.




სესილია თაყაიშვილი ფილმში „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“
- როგორ ბრძანდებით ქალბატონო თამარ?
- ისე, ცოტა ნელ-თბილად, თავი მტკივა, სამი კილო დავიკელი, რაღაცა მაყანყალებს.
- სიგარეტის ბრალია ყველაფერი, სიგარეტს უნდა დაანებოთ თავი.




 


თეიმურაზ ჩირგაძე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1928-1999)
კადრი ფილმიდან „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და ვაჟა ზაზაევიჩის განუმეორებელი მონოლოგი „შენ არ გელაპარაკები“:
- დიახ, ტრანსპორტის საკითხი შეთანხმებულია. რა არის ეს, რა გაკრული ხელია, ეშმაკიც ვერ წაიკითხავს. თქვენ არ გელაპარაკებით, ჩემო ბატონო. დამაცადე ერთი წუთი, შენ არ გელაპარაკები. კი, ბატონო, დაურეკეთ ინტურისტს და ყველაფერი შეთანხმებულია, ერთი სიტყვით, მოვილაპარაკეთ, კარგი ბატონო. ჰო, ესე იგი მეუღლე მოვიყვანო, კარგი, ოთხ საათზე შენთანა ვარ. ვაი...


 


გივი ბერიკაშვილი - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი 
კადრი კინოფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“:
- ეგრე არ დარჩეთ, ხალხნო, ადით მანქანაზე, საქმე გველოდება!
- აღარ უნდა გამოვიცვალოთ, ეგრე დაბორკილებმა როგორ უნდა ვიმუშაოთ, ჰაა?
- რა უნდა გამაიცვალოთ, ბიჯო, რა, სურათის გადაღების გულითვინ დავღვარეთ ამოდენა ცრემლი და რული მე და მაგ ქალმა? აბა, ეხლა ადით მანქანაზე და როგორც გინდათ, ისე გაიათკეცეთ შრომის უნარი და ხალისი...


 


ქართლოს კასრაძე, საქართველოს სახალხო არტისტი, კონფერანსიე, იუმორისტი 
- აჯიაშვილი აქ ცხოვრობს?
- არა.
- აბა, კარებს რომ აწერია აჯიაშვილი?
- მერე ეს ცხოვრებაა?




 


ქართლოს კასრაძე, მინიატურა - მოგზაურობა ევროპის გარშემო: 
- ვიწყებთ ვეჩერნი სიანსი, თავის ფლანით და ფსტანით. აგდებთ ათკაპიკიანი, ნახამთ ტიტველა ქალი.
აი, ეს ვენეციაა, ქალაქი წყალში, ხალხი მიდის და მოდის, ფეხები არ უსველდებათ...
ესეც მონბლანი, ვიშჩაია ტოჩკა ევროპი. აი, დედალ-მამალი ჟირაფი ინახამს?.. ესეც ვალპურღის ღამე
- ძიაჯან, არა ჩანს, როგორი რამეა?
- რა უნდა გამოჩნდეს, ვირიშვილო, ხომ ხედამ ღამეა. ესეცა პარიზი, იეფილეს კოშკი.
- იეფილე რა არის?
- ვერა რეჩკა რაღა, იქაური მტკვარი. პარახოდი ტიტანიკი, სოხუმთან ჩაიძირა. ქალაქი ჩაკიგო, სოფელი ვაშლინგტონი.
- ვა აქ კამეჩებია!
- ეგ არის ბიზონი, ბოინში დაკლამენ, ხედამ თვალები როგორა კარკლამენ?! მოკლედ, ასე ვიმოგზაურეთ ევროპის გარშემო, ეს იყო ჩვენი პირველი კრუიზი, ბავშვებო.


 


 


გოვენ ჭეიშვილი, მსახიობი (1940 წ.)
ხუტა წულეისკირი, კინოფილმიდან „რეკორდი“:
„სორე, მა სი გოკითხუქ, სკანი იდეურ-პოლიტიკური დონე, ამხანაგო სორდია?! ათაშ ჩქინი მუშაობა ვე შილებე, პატონო! მუზმაშა ქუგაფთხილა ნამ და ჩქინ საქმე მთავარი რე სიზუსტე...“
ხუტა უფროსი პირველი საბჭოთა მილიციელია საბჭოთა კინოს ისტორიაში, რომელმაც შეძლო, თავისი უშუალობით მაყურებლის გული მოეგო, თუმცა საბჭოთა ცენზურის მკაცრ თვალს გურამ პატარაიას „რეკორდში“ მომხდარი ამბავი საბჭოთა მილიციის დაცინვად და გამასხარავებად მიუღია, ფილმი აუკრძალავთ და ერთი წელი თაროზეც გაუჩერებიათ.


 


გოვენ ჭეიშვილი, კადრი კინოფილმიდან „რეკორდი“:
- შენ ჯერ კიდევ არ იცი, ჩემო დურუ, რამხელა ამბავი გავხსენი მე. შენ გახდები ჯოტიას ტრენერი. ხომ იცი, რაა ტრენერი? 
- ტრენერი?
- რომ იგინება. ახლა რას შვრები შენ. მაგალითად, გამოდიხარ მეხიკოში, ოლიმპიურ სტადიონზე შუა მინდორში, მექსიკელები მქუხარე ტაშით გხვდებიან, ზანგებიც, რასაკვირველია. ამ დროს გამოდის ჯოტია. შე აგინებ ჯოტიას, ჯოტია ამყარებს მსოფლიო რეკორდს, ა, როგორია?!
- მაგრამ ამდენ ხალხში მე როგორ შევიგინო?
- როგორ და უბრალოდ, რა იციან იმათ მეგრული?
- როგორ არ ეცოდინებათ მეგრული?!
- არ იციან, დამიჯერე, მე შენ გელაპარაკები!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?