ურთიერთობა

ქართული ტელევიზიის პირველი დიქტორები და 200-მანეთიან ტელევიზორებთან შეკრებილი სამეზობლო

fun time

21:22 ხუთ. 10 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს ტელევიზიის
პირველი დიქტორები

14
დაკოპირებულია

1953 წელს თბილისში, მთაწმინდის ზედა პლატოზე პირველი ტელეცენტრის დაპროექტება დაიწყო. იმ დროისთვის სსრკ-ში ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1956 წელს დამთავრდა. იქვე აშენდა ტელესტუდია და 1956 წლის ნოემბერში თბილისში საცდელი ტელემაუწყებლობა დაიწყო.

ტელემაუწყებლობის დაწყებამდე 6 თვით ადრე, თბილისსა და რუსთავში 3500 შავ-თეთრი ტელევიზორი გაიყიდა. თითოეულის ფასი 200 მანეთი იყო.

1956 წლის 30 დეკემბერს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოშიც ცისფერი ეკრანი აინთო.

პირველი დიქტორები ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე იყვნენ.

პირველ ტელემაყურებლებს კი მეზობელთა კოლექტიური ჯგუფები წარმოადგენდნენ, რომლებსაც იტალიურ ეზოებში ჰქონდათ გამოტანილი ტელევიზორი.

თავიდან ტელემაუწყებლობა კვირაში ექვსი დღე, საღამოს 7 საათსა და 30 წუთიდან ხორციელდებოდა.

ტელევიზიის პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო, რადგან თავდაპირველად სტუდიას მხოლოდ ერთი უძრავი კამერა ჰქონდა. სატელევიზიო ეთერის ნახევარზე მეტი საბავშვო გადაცემებს ეთმობოდა. იდგმებოდა სხვადასხვა საბავშვო სპექტაკლები: „ქარელი გველი“, „სქელი და თხელი“, „კაკო ყაჩაღი“ და სხვ. იყო მხიარული ვიქტორინები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეების კონცერტები, „ბაბუა თევდორეს ზღაპრები“, „შეხვედრები პირველკლასელებთან და ა.შ...

1957 წლის შემოდგომაზე თბილისის ტელესტუდიამ მიიღო მოძრავი ტელესადგური, რამაც პირდაპირ ეთერში სპორტული და კულტურული ღონისძიებების გადაცემა გახადა შესაძლებელი.

ამავე წლის აგვისტოდან კეთდება პოლიტიკური გადაცემებისა და სატელევიზიო დადგმების გაკეთება.

1958 წლიდან იწყება საინფორმაციო გადაცემები. მოსახლეობაში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა გადაცემა „უკანასკნელი ცნობები“.

1968 წლის 1-ელ აპრილს გაიხსნა საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“. ამ დროისთვის, მოსახლეობაში უკვე იზრდებოდა ტელევიზიის დიქტორების პოპულარობა. მათ ცნობდნენ ქუჩაში და გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. პოპულარულ სატელევიზიო სახეებად იქცნენ: დავით ძიგუა, ალექსანდრა მაჭავარიანი, ლია მიქაძე, ომარ ტივაძე, თენგიზ ნათაძე, დავით სოკოლოვი, ჟანეტა არჩვაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ნუგზარ ჯუღელი, ნათელა ბოლქვაძე, ირმა გურიელი, ირინა მათიაშვილი, მანანა მაჩაბელი, ქეთევან გვარამია და სხვ.

1968 წლიდან ჩამოყალიბდა ტელეფილმების სტუდია, ამავე წლიდან ქართული ტელევიზია ფერადი გახდა, ფერადი გადაცემები დაიწყო 7 ნოემბერს. მოგვიანებით გამოჩნდა გადაცემა „ილუზიონი“ - შაბათს 11 საათის შესრულებას ყველა სულმოუთქმელად ელოდა.

ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი თა­ო­ბის დიქ­ტო­რებს: ლია მი­ქა­ძეს, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე­სა, ალექ­სან­დ­რა (შუ­რი­კო) მა­ჭა­ვა­რი­ანს, ჟანეტა არჩვაძეს, თენგიზ ნათაძეს და ნუგზარ ჯუღელს მთაწ­მინ­და­ზე, ანუ იქ, სა­დაც პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია იყო, „ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი“ გა­უხ­ს­ნეს.

საქართველოს ტელევიზიის პირველი წამყვანები:

ლია მიქაძე და ჯულიეტა ვაშაყმაძე

თენგიზ ნათაძე, ლია მიქაძე, ნათელა ბოლქვაძე, ომარ ტივაძე, ირინა მათიაშვილი,

ჯულიეტა ვაშაყმაძე, ალექსანდრა მაჭავარიანი

ჟანეტა არჩვაძე

დავით სოკოლოვი

ნუგზარ ჯუღელი

თენგიზ ნათაძე და მსახიობი ოთარ კობერიძე



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!