სიკვდილთან მებრძოლი გრუშე - იზა გიგოშვილი კადრში და კადრსმიღმა

უცნობი ფოტოები

16 იანვარი 20:00, 2016 წელი

საქართველოს სახალხო არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი  იზა გიგოშვილი 1938 წლის 16 თებერვალს თბილისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათესავმა, რომელიც ბელორუსში მსახურობდა, იზა თავისთან წაიყვანა. მინსკში ცხოვრების დროს მომავალმა მსახიობმა აკადემიკოს ანდრეი პროკოპჩუკის ვაჟი, კიბერნეტიკოსი არტური გაიცნო. ახალგაზრდა მეცნიერს თავდავიწყებით შეუყვარდა იზა და მალე ცოლად შეირთო. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც დედამ ია დაარქვა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, იზამ სწავლის გასაგრძელებლად, თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.
სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე მერაბ თავაძე, რომელსაც იზა მაშინვე მოეწონა, მაგრამ გათხოვილი ქალისთვის გრძნობის გამხელას მოერიდა.
მეორე კურსზე მერაბიც დაქორწინდა და ცოლად მსახიობი ირმა გურიელი მოიყვანა, თუმცა პირველი ქორწინება მისთვისაც და იზა გიგოშვილისთვისაც უიღბლო გამოდგა.
ამ დროისთვის იზას - გოგონა, ხოლო მერაბს ორი ვაჟი ჰყავდა. სირთულეების მიუხედავად, წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა და მალე საერთო შვილი - ნიკა თავაძეც შეეძინათ.
1967 წელს იზა გიგოშვილი რუსთაველის სახელობის თეატრიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადადის, თუმცა, 1969 წელს ისევ რუსთაველის თეატრს უბრუნდება.
80-იანი წლების ბოლოდან იზა გიგოშვილი, რომელიც კარგად იცნობდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, ეროვნული მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი ხდება.
იმის გამო, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას არ აღიარებდა, მსახიობს თეატრში პრობლემები შეექმნა და წამოვიდა.


1997 წელს იზა გიგოშვილმა მეუღლესთან, მერაბ თავაძესთან ერთად,  სამეფო უბნის თეატრი დააარსა. ფაქტობრივად, იმავე წელს ოჯახისთვის ცნობილი ხდება მსახიობის უკურნებელი სენის შესახებ.  
მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, იზა გიგოშვილი სიცოცხლის ბოლო დღემდე მუშაობდა.
მძიმედ ავადმყოფმა, ხუთი თვის განმავლობაში ფეხით იარა იერუსალიმისკენ  და ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა მერაბ თავაძის ფილმში „ხვეული კიბე“.
ამის შემდეგ კი შუშანიკის ურთულესი როლი განასახიერა „სამეფო უბნის თეატრში“ დადგმულ „შუშანიკის წამებაში“. ცნობილია, რომ ამ დროს იზა გიგოშვილი თეატრში ყავარჯნებით მიდიოდა, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ, კულისებში ტოვებდა.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი 2003 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა.


თეატრის სცენაზე იზა გიგოშვილმა შექმნა თავგანწირულ და შეუპოვარ ქალთა სახეები:
ძაბული („მთვარის მოტაცება“), კაბილა („სიყვარული სახუმარო არ არის“), ჰერმია („ზაფხულის ღამის სიზმარი“), ქსენია („რღვევა“), გრუშე ვაჩნაძე („კავკასიური ცარცის წრე“), ზიტა („ნათან ბრძენი“), შუშანიკი („შუშანიკის მარტვილობა“), თამარი („მშვენიერი ქართველი ქალი“) და მრავალი სხვა.


 



„არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სიყვარულში იტანჯებიან და იმასაც სტანჯავენ, ვინც უყვართ. სიყვარულმა თუ არ გაგაბედნიერა, აბა, რა სიყვარულია? ამ გრძნობამ კი არ უნდა დაგაკნინოს, არამედ - აგამაღლოს. როცა შეყვარებული ხარ, მიწას ფეხსაც არ აკარებ, მართლაც დაფრინავ. ბედნიერი ქალი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი სიყვარული მარგუნა და გამომაცდევინა“. 


 


„იზას ავადმყოფობა 1997 წელს გავიგეთ. ყველანი გაოგნებულები ვისხედით და ვფიქრობდით – ახლა რა უნდა გავაკეთოთ, უნდა ვისხდეთ და ყოველდღე ველოდოთ საშინელებას? იქნებ, კიდევ იყოს რაღაც გამოსავალი. არავინ იცის, საიდან მოდის ავადმყოფობა და რა უნდა ჩვენგან. ეს არის სისხლის დაავადება, ხანგრძლივი და დაუნდობელი. ვინც იზას იცნობდა, იცოდა, როგორი ვაჟკაცური ბუნების ქალი იყო. ამ ავადმყოფობას ფსიქოლოგიური ბრძოლა გამოუცხადა. ექიმები ამბობდნენ, ასეთი ძლიერი რომ არ ყოფილიყო, ავადმყოფობა აქამდე მოერეოდაო“. - ნიკა თავაძე.


 


იზა გიგოშვილი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი
„ეს იყო თავის საქმეზე არანორმალურად შეყვარებული ადამიანი. ყოველთვის თეატრზე ფიქრობდა. არ მახსოვს დღე, წუთი, წამი, თეატრზე არ ეფიქროს. როდესაც ჩაწვა, მაშინაც მუშაობდა – პიესას წერდა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ტკივილები ჰქონდა. ფეხზე ვერ დგებოდა – ამბობდა, ფეხები არ მემორჩილებაო“. - ნიკა თავაძე.


 


იზა გიგოშვილი და ექსპერტი გიორგი გაჩეჩილაძე


 


„იზა გრძნობების ადამიანი იყო, რომელიც საკუთარ თავზე იღებდა ტრაგედიებს და დიდ გამოწვევებს მკერდს უშვერდა. აქედან გამომდინარე, იზა სხვანაირი პერსონა იყო. ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ნაკლებად მხიარული და ხალისიანი. რაღაცნაირად ებღაუჭებოდა ამ შეგრძნებებს და უნდოდა, გაემარჯვა. მისი ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლა იყო. განსაკუთრებით ბოლო 6 წელი, როცა უკურნებელ სენს უმკლავდებოდა. ეს მტანჯველი ავადმყოფობა წლები გრძელდებოდა. მისი სცენაზე ყოფნა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბოლომდე იდგა. თეატრში ყავარჯნებით მოდიოდა, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ, კულისებში ტოვებდა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასე ადვილად არ ეთმობათ ცხოვრება. იმდენად დატვირთული და სავსეა მათი შეგრძნებები, რომ მისი მიტოვება ენანებათ“, - დათა თავაძე. შვილიშვილი.


 


„როცა დედა თეატრიდან წამოვიდა, მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ, საკუთარი თეატრი გაგვეკეთებინა. მსახიობისთვის, მით უმეტეს, ისეთი მსახიობისთვის, როგორიც იზა იყო, ძნელია, დარჩე სცენის გარეშე. ძველ თბილისში მივაგენით რაღაც მიტოვებულ ადგილს. ესეც ძალიან ძნელია, რომ არაფრისგან რაღაც შექმნა. გავასუფთავეთ დამწვარი შენობა, იატაკი საკუთარი ხელით დავაგეთ და გამოვიდა ასეთი არაჩვეულებრივი თეატრი“, - ნიკა თავაძე.


 


მსახიობი და რეჟისორი მერაბ თავაძე
„მერაბი მართლა ჩემი მეორე ნახევარია, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით. ჩვენ ახლაც ვმეგობრობთ, ვუგებთ ერთმანეთს და რაც მთავარია, საყვარელ საქმეს ერთად ვაკეთებთ“. - იზა გიგოშვილი.


 


„მე და მერაბმა ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ ერთად. მოგეხსენებათ, პატიოსანი მსახიობები რა მდგომარეობაშიც ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო ურთიერთგაგება და შემოქმედებითი წვა, რისთვისაც ვართ დაბადებული... ერთი წლის წინათ ავად ვიყავი და მერაბი, როგორც პატარა ბავშვს, ისე მივლიდა. ამ დროს მე სულ სხვა ადამიანი დავინახე მასში. ადამიანი, რომელმაც სიკვდილს არ დაუთმო ჩემი თავი“. - იზა გიგოშვილი.


 


იზა გიგოშვილი გრუშე ვაჩნაძის როლში სპექტაკლიდან „კავკასიური ცარცის წრე“
„პირველ სკოლაში მქონდა შეხვედრა, რომელსაც მეოთხე კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. სწორედ მაშინ მიამბო მათმა ქართულის მასწავლებელმა: „ბავშვები დილის სპექტაკლზე წავიყვანე და როდესაც სკოლაში დავბრუნდით, ბავშვებს ვთხოვე, დაეწერათ, რა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე სპექტაკლმა. ერთმა ბიჭმა ხუთ წუთში დაამთავრა წერა და გაჩერდა. როდესაც ვკითხე, რატომ არ წერ-მეთქი, დავამთავრეო, - მითხრა. იცით, რა ეწერა ამ ბავშვს? - „გრუშე ძალიან შემიყვარდა და ჩემი დედიკო კიდევ უფრო მეტად“... ალბათ, ასე აღიქვამს ჩემ მიერ შექმნილ სახეს მაყურებელი და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთი დამოკიდებულება სტიმულს აძლევს მსახიობს. ამის შემდეგ თავადაც ძლიერდები და გრძნობ, რომ გაიმარჯვე“, - იზა გიგოშვილი


 


იზა გიგოშვილი და გურამ საღარაძე „კავკასიურ ცარცის წრეში“ „ჩემი, როგორც რეჟისორის ჩამოყალიბებაში იზას უდიდესი წვლილი მიუძღვის… გრუშე ვაჩნაძე – მხოლოდ ეს რომ ეთამაშა იზას, მაინც უბადლო მსახიობად დარჩებოდა“, - რობერტ სტურუა.


 


„მიშა თუმანიშვილმა და სერგო ზაქარიაძემ ჩამაგონეს, რომ, თუ ხელოვანი ხარ, ბოლომდე უნდა შეეწირო ხელოვნებას. მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახისთვის ყოველთვის ვიცლიდი, შვილებისა და შვილიშვილების გაზრდაში მეუღლე ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა“, - იზა გიგოშვილი.


 


იზა გიგოშვილი, ნიკა თავაძე, ერეკლე ვეფხვაძე, ია გიგოშვილი, გიორგი ვეფხვაძე, ვოვა ვეფხვაძე 
„ბედნიერი დედა ვარ, რადგან ჩემი ქალიშვილი ია კარგი მხატვარია, ხოლო ვაჟი - ნიკო თავაძე, მსახიობია“, - იზა გიგოშვილი.


 


მაკა, ნიკა და დათა თავაძეები


 


„რობერტ სტურუას ასეთმა ნდობამ ფრთები შემასხა. მიუხედავად ამისა, არ მიმაჩნია, რომ გრუშეს როლი საუკეთესოა ჩემს შემოქმედებაში. მსახიობის ოსტატობა თუ არ იზრდება, მაშინ ის ვერასდროს მიაღწევს მწვერვალებს, პირიქით, უკან ეშვება. როლების სწორად განაწილება ძალიან დიდი პლუსია რეჟისორისთვის. სტანისლავსკი ამბობდა: „თუ თეატრს არ ჰყავს ჰამლეტი, მაშინ „ჰამლეტი“ არ უნდა დადგა“... ამ სპექტაკლმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა და ყველგან დიდი წარმატება მოიპოვა“. - იზა გიგოშვილი.


 


 


„სტუდენტობიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. თეატრალური ინსტიტუტის მესამე სართულზე შევნიშნე გოგონა ფაფარივით გაშლილი თმებით და უზარმაზარი ბრიალა თვალებით. ეცვა ფეხსაცმელი ძალიან დაბალ ქუსლზე და იმ დროისთვის მოდური, გაშლილი კაბა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა ჩემს ჯგუფში სწავლობდა და მთელი ყურადღება მისკენ მქონდა მიპყრობილი. მერე ჩვენმა საქმეებმა და როლებმა, რომლებსაც ერთად ვთამაშობდით, დაგვაახლოვა. სულ ვფიქრობ, რა იყო ამ ურთიერთობაში ყველაზე ძვირფასი და კარგი. ჩვენ გვქონდა ერთი ინტერესი. ერთნაირად გვიყვარდა მოგზაურობა, ბაღში ჯდომა, ქუჩაში ხეტიალი, ძალიან გვიყვარდა ცეკვა, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ოჯახი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა“, - მერაბ თავაძე.


 


„ამ ზაფხულს მე და ედიშერ მაღალაშვილი გადაგვიღო ერთმა იტალიელმა რეჟისორმა. მაშინ ძალიან ავად ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი, არავის შეენიშნა ჩემი მდგომარეობა. სწორედ მაშინ მითხრა იმ რეჟისორმა ქალმა, ერთადერთი გენიალური რეჟისორი დარჩა იტალიაში, ბატონი ანტონიონი, რომელმაც ოთხმოც წელს გადააბიჯა და დაბრმავდა. ახლა კი უსინათლო რეჟისორი ფილმს იღებსო... ამ რეჟისორი ქალის სიტყვები სტიმული იყო ჩემთვის. დღესაც, რეპეტიციაზე რომ მივდივარ, მისი სიტყვები მადგმევინებს ნაბიჯებს, მეხმარება აი, ამ ხელჯოხთან ერთად“, - იზა გიგოშვილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?