„დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს“ - რეზო გაბრიაძის უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

19 მარტი 20:00, 2016 წელი

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე 1936 წლის 23 ივნისს, ქუთაისში დაიბადა. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება,1967 წელს მოსკოვში კი - უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისის ძველ უბანში, 80 მაყურებელზე გათვლილი მარიონეტების თეატრი გახსნა, რომლის ფასადზე ოქროს ასოებით აწერია მისი დამაარსებლის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს“.
პირველივე სპექტაკლით „ალფრედი და ვიოლეტა“ მარიონეტების თეატრმა მაყურებელთა გულები დაიპყრო.
რეზო გაბრიაძეა თავისი სპექტაკლების პიესის ავტორიც, რეჟისორიც, მხატვარიც და მუსიკალური გამფორმებელიც. წლების განმავლობაში მის სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი...
მალე თეატრის სახელი საქართველოს ფარგლებს გასცდა.
ედინბურგი, ნიუ-იორკი, ტორონტო, ბელგრადი, ჩარლსტონი, დრეზდენი, მოსკოვი - გაბრიაძის თეატრს ყველგან აღფრთოვანებით ხვდებოდნენ.
თეატრს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი სპექტაკლებმა: „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი“, „სტალინგრადი“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ და სხვ.
1994-1995 წლებში რეზო გაბრიაძე მოსკოვში, სერგეი აბრასცოვის სახელობის აკადემიური ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა.


მრავალმხრივი დიაპაზონის მქონე ხელოვანის შემოქმედებითი  საქმიანობა მხოლოდ თეატრით არ შემოფარგლულა.
რევაზ გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორია. მათ შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები, „მიმინო“, „ქინძაძა“ და სხვა.
როგორც მხატვარმა, მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: გერმანია (მიუნხენი), საფრანგეთი (რენე, დიჟონი), შვეიცარია (ლოზანა), რუსეთი (მოსკოვი და პეტერბურგი).
რეზო გაბრიაძე 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორია: საქართველოში, საფრანგეთსა და რუსეთში. მხატვრის ნახატები და სკულპტურული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.


რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.


 


„რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია“. - LE FIGARO.


 


„გაბრიაძე საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. როდესაც 10 წლის წინათ პირველად ვიყავი თბილისში, მაშინ ვნახე „სტალინგრადი“ და ერთი ნახვით შემიყვარდა. შემიყვანეს ძველ შენობაში, სადაც აღფრთოვანებული შევცქეროდი, როგორ გადაადგილდებოდნენ გაბრიაძის სათამაშო ტანკები შოსტაკოვიჩის მუსიკის ფონზე. ეს დაუვიწყარი იყო…“ - The New York Times.


 


„მიყვარს საქართველო. ამ ქვეყანამ ბევრი ბედნიერი დღე მაჩუქა. მახსოვს ჩემი მეგობრები – რეზო გაბრიაძე, რომელიც, ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია“. - იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა.


 


„ეს რეზო გაბრიაძის განსაკუთრებული გენიაა, ეპიკური პრობლემები პატარა მარიონეტების მასშტაბით წარმოაჩინოს“. - AMERIKAN THEATER.


 


„გაბრიაძის სამყარო – ეს საქართველოა, მხოლოდ საქართველო და სწორედ საქართველო. იმდენად საქართველო, რომ აზრადაც არავის მოუვა, რომ საქართველოს ამ სახეს შეიძლება შემქმნელი ჰყავდეს“. - რუსი მწერალი ანდრეი ბიტოვი.


 


რევაზ გაბრიაძე და კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი
„ღმერთმა ადამიანებს განსხვავებული ენები მისცა, მაგრამ მუსიკა ყველასთვის გასაგებია. ის საერთო საკაცობრიო ენაა“. - რეზო გაბრიაძე.


 


„ჩვენ ბოლო ხანს ახალი ხილი შემოგვთავაზეს - დემოკრატია. პირველად ის ძალზე ტკბილი მოგვეჩვენა და ისე, როგორც აღმოსავლელებს შეგვეფერება, მისი სწრაფად გადაყლაპვა გვინდოდა. ახლა კი კბილები გვემტვრევა. ჩვენ დაგვავიწყდა, თქვენ - ევროპელებს რამდენი ომი და საუკუნე დაგჭირდათ, ვიდრე ამ ხილის მონელებას შეძლებდით“. - რეზო გაბრიაძე.


 


„ჩემი მსახიობები პროფესიონალები არ არიან, მაგრამ ეს არაფერია. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი მსახიობია. ეს სპექტაკლი არსებობს ფულის გარეშე და იმ პრინციპით, რომ უფულო ადამიანები ფულიანებზე უკეთესები არიან“. - რეზო გაბრიაძე.



 


„რეზო გაბრიაძე თბილისის ანგელოზია. „თაყვანი უნდა ვცეთ პუბლიკას და პატივი ვცეთ თოჯინებს, რომელთაც არ სიამოვნებთ, როდესაც უპატივცემულოდ ექცევიან“, - ამბობს ის. განა, არის ვინმე, ვინც შეიძლება არ დაეთანხმოს ამას? რა თქმა უნდა - არა!“ - Le Mond.


 


„ის ნამდვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს, თან ისეთ დროს, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება“. - რეჟისორი პიტერ ბრუკი.





გიორგი დანელია და რეზო გაბრიაძე



„ეს არის თოჯინური ხელოვნების უმაღლესი ხარისხი“. - THE NEW YORKER.





„ჩემი ოცნება ასრულდა – მე დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას. უკვე სამუდამოდ. მადლობელი ვარ ბედის, თოჯინების და იმ პატარა კოლექტივის, რომელიც დაშარიშურობს ძველი შენობის კუნჭულებში“. - რეზო გაბრიაძე






დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?