„...ასე დავრჩი ეკრანზე“ - ტკბილი იმერელი „ბებიას“ მოგონებებიდან

უცნობი ფოტოები

2 აპრილი 20:00, 2016 წელი

ნიჭიერი და თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც ცრემლნარევი ღიმილით იხსენებენ მისი ნიჭის თაყვანისმცემლები. ნანა მჭედლიძეს 20 მარტს 90 წელი შეუსრულდა, ცხრა დღის შემდეგ კი მარადისობას შეუერთდა...


მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ნანა მჭედლიძე 1926 წლის 20 მარტს ხონში დაიბადა.
საბჭოთა რეპრესიებმა გვერდი არც მის ოჯახს აუარა.  
ბაბუა - მღვდელი სიმონ მჭედლიძე 1924 წელს კომუნისტებმა დახვრიტეს (მოგვიანებით, სიმონი ქართულმა ეკლესიამ, ოთხ სასულიერო პირთან ერთად, წმიდანად შერაცხა). დედა - ბარბარე ფარცხალაძე 1937 წლის რეპრესიებში მოჰყვა და 12 წლით გადაასახლეს. უფრო ადრე დააპატიმრეს მამა.
მარტო დარჩენილი ნანა და მისი ძმა თბილისში მცხოვრებმა მამიდებმა და დეიდამ შეიფარეს. ნანას მსახიობობა ბავშვობიდან იზიდავდა, ამიტომ 1956 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. მისი დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა.
პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინონოველა, სახელწოდებით „ჩქარი მატარებელი“, რომელიც სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა.
პირველ ფილმს მალე სხვებიც მოჰყვა: „აეროპორტი“, „გზაში“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „დიდედები და შვილიშვილები“, „გელა“, „პირველი მერცხალი“ და სხვ.
ნანა მჭედლიძის სავიზიტო ბარათად მაინც 1979 წელს გადაღებული ფილმი „იმერული ესკიზები“ იქცა, სადაც რეჟისორიც თავად იყო, სცენარის ავტორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც.
ფილმში, რომელსაც საფუძვლად ნანა მჭედლიძის ბავშვობის პერიოდი უდევს, დიდი სიყვარულითა და იუმორითაა გადმოცემული იმერეთისა და იმერლების ცხოვრების ეპიზოდები.
ამ ფილმში ყველა ისტორია რეალურია, არაფერი მომიგონია, - იტყვის მოგვიანებით ნანა მჭედლიძე: „ეს ფილმი 1979 წელს გადავიღე. როცა ადამიანი, მარტო რჩები საკუთარ თავთან, სურვილი გიჩნდება, თვალი გადაავლო შენს განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა სურვილი და ნოსტალგია, განსაკუთრებით - ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში ყველაფერი ერთად მომექცია. ერთ მშვენიერ დღეს, დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა დაწერილი, რომელსაც ასევე ერქვა – „იმერული ესკიზები“. ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა“.


საქართველოს სახალხო არტისტისა და ღირსების ორდენის კავალერის ანგარიშზეა თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 „ოქროს ვერძი“, ფრუნზეს, სოხუმის, ბათუმის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალების მთავარი პრიზები, ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრან პრი, ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი.  


 


საქართველოს სახალხო არტისტი, რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი ნანა მჭედლიძე
„თუკი რამე საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს ბავშვობის წლებია. უფლისადმი რწმენა ბავშვობიდან მომდევს. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ძილის წინ პატარა აკაკის ლოცვას ვიმეორებდი „ჩემი თავგადასავლიდან“: „დავწვები, დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი, სასთუმალს დამესვენება, ღმერთი მწყალობს ჯვარცმული, ვერას მავნებს ავსული“.


 


„იმერული ესკიზები“
„ყველაფერი, რაც ფილმშია, ჩემს ბავშვობაში ხდებოდა. ჩვენც ვმართავდით წარმოდგენებს: ჩვენი სახლის წინ ორი ნაძვი იდგა. გავაბამდით ბაწარს, გადავკიდებდით ტილოს, საღამოს ლამპას ავანთებდით და ვთამაშობდით. ფარდაზე ჩვენი ლანდები ჩნდებოდა, ვითომ კინო იყო და ეს ყველას მოსწონდა“, - ნანა მჭედლიძე.


 


„იმერული ესკიზები“
„მარიამის როლისთვის ნამდვილ იმერელ ბებიას ვეძებდი, მაგრამ სადაც ჩავედი, ყველგან პუტკუნა ქალები დამხვდნენ. მე კი გამხდარი ქალი მინდოდა, რადგან ტიპური იმერელი ბებიები ასეთები არიან. გადავწყვიტეთ, მარიამ ბებიას როლი სესილია თაყაიშვილს შეესრულებინა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში ავად გახდა და ისევ ბებიის გარეშე დავრჩით. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო. სწორედ მან მომაწოდა იდეა, თავად მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე და თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. მომეწონა, მაგრამ სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე“.




„იმერული ესკიზები“, 1979 წელი
„ჯორი, რომელთანაც სცენები მქონდა, გურიაში აარჩიეს და მანქანით ჩამოიყვანეს. იმერეთშიც ბევრი ჯორი ჰყავდათ, მაგრამ ქალბატონ ნანას გურული უფრო მოეწონა. მის პატრონს უთხრეს, თქვენი ჯორი კინოში უნდა გადავიღოთო. გურულმა უპასუხა, სად სცალია ჩემს ჯორს საგლახაოდ, ათასი საქმე აქვს საკეთებელიო. უთხრეს, ხელფასს მივცემთო და ჯორი გადასაღებ მოედანზე ავტომობილით ჩამოაბრძანეს. მე დღეში ათ მანეთს მაძლევდნენ, ჯორს კი – თხუთმეტ მანეთს და თან ერთი კაცი უვლიდა“, - ბადრი კაკაბაძე, მსახიობი.


 


„იმერული ესკიზები“, ნანა მჭედლიძე - მარიამ ბებია, ნანა ქვათელაძე - ანა ბავშვობაში
„იმერული ესკიზების“ გადაღების შემდეგ ნანა მოვნათლე. თბილისში რომ ჩამოდიოდა, ეკლესიაში დამყავდა ხოლმე. ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო და მისგან კარგი მსახიობი დადგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ცუდი დრო დაემთხვა, არეულობა იყო. ახლა რამდენიმე წელია საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული. მის ოჯახთან დღემდე მაქვს ურთიერთობა“.


 


„იმერული ესკიზები“
„იმერეთი თვითონ არის არტისტული მხარე, იქ ყველა არტისტია. რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერს ზუსტად აკეთებდნენ. მინდოდა, ნატურალური სახეები დამეფიქსირებინა და ამიტომაც გამოვიდა ასეთი კარგი“. - ნანა მჭედლიძე.




„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სამი ათეული წლის გასვლის შემდეგ ეს ფილმი ისევ უყვართ და ინტერესით უყურებენ“, - ნანა მჭედლიძე.




„პირველი მერცხალის“ გადასაღებ მოედანზე
„პირველ მერცხალზე“ მუშაობა 1974 წელს დავიწყე. ფილმი ირანში, საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს. მე და დოდო აბაშიძე ვისხედით და ვუცდიდით, როდის გამოგვიძახებდნენ, პრიზი რომ გადმოეცათ. დოდომ მითხრა, შაჰის ცოლს უნდა ვაკოცოო. ეს წარმოუდგენელი იყო. ვიფიქრე, გაგიჟდა, მართლა არ აკოცოს-მეთქი, შიშისგან სულ მაცახცახებდა. გამოგვაცხადეს. დოდო გავიდა. კოცნით არ უკოცნია, მაგრამ, ხელი რომ მოჰკიდა ხელზე, აღარ უშვებდა. იმ ქალს კი უხერხულობისგან ეცინებოდა“. - ნანა მჭედლიძე.



კადრი ფილმიდან „ბერნარდა ალბას სახლი“ (1982 წელი)


 


კადრი ფილმიდან „ჩემი ძვირფასი, საყვარელი ბაბუა“ (1998 წელი)



კადრი ფილმიდან „მიჯაჭვული რაინდები“ (1999 წელი)


 


ნანა მჭედლიძე და კრიტიკოსი საბა მეტრეველი (2009 წელი)
გადაღებულია ნანა მჭედლიძის სახლში

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?