„ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოსთანა ქვეყანა არსად მეგულება“ - ჯორჯ ბალანჩინი

უცნობი ფოტოები

21 იანვარი 22:00, 2017 წელი

ქართველი  ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტისა და თანამედროვე საბალეტო ხელოვნების ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი ­ (გიორგი ბალანჩივაძე) 1904 წლის 9 იანვარს, პეტერბურგში, ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში დაიბადა. მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში ჰაერიც კი მუსიკით იყო გაჟღენთილი, ამიტომ კომპოზიტორის სამივე შვილმა მუსიკა პატარაობიდანვე შეიყვარა. ანდრია, მამის მსგავსად, მომღერალი და კომპოზიტორი გახდა.

გიორგის და ბალერინობაზე ოცნებობდა, ამიტომ, როგორც კი პეტერბურგის მარიის საბალეტო სასწავლებელმა მოსწავლეთა მიღება გამოაცხადა, ბედის საცდელად გაეშურა.
გიორგი დას გაჰყვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სასწავლებელში სწორედ ის მიიღეს და არა მისი და.
მომავალი ქორეოგრაფი 14 წლის იყო, როცა მელიტონ ბალანჩივაძე, შვილებთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა.
ბალეტის ფანატიკურმა სიყვარულმა გიორგის პეტერბურგში დარჩენა აიძულა. მელიტონის იმედს, რომ გიორგი მარტო დიდხანს ვერ გაძლებდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, ასრულება არ ეწერა.

მომავალმა ქორეოგრაფმა, ბალეტის პარალელურად, სწავლა კონსერვატორიაში გააგრძელა. თავი რომ ერჩინა, საღამოობით, კაბარეებსა და კინოდარბაზებში ფორტეპიანოს უკრავდა. 16 წლის იყო, როცა რუბინშტეინის მუსიკაზე პირველი პა-დე-დე დადგა. ამას რიმსკი-კორსაკოვის „ოქროს მამალი“ მოჰყვა.
1923 წლიდან გიორგი ბალანჩივაძე პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“ ჩაუდგა სათავეში, რომელშიც რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები შედიოდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებისთვის გიორგი ბალანჩივაძის შემოქმედება მიუღებელი იყო, რადგან მასში კაპიტალისტური სულისკვეთება უფრო ჩანდა, ვიდრე სოციალისტური.  
გიორგი მიხვდა, რომ „დიად საბჭოეთში“ აღარ დაედგომებოდა და 1924 წელს საცხოვრებლად ევროპას მიაშურა და მალე მსოფლიოს ჯორჯ ბალანჩინად მოევლინა.  1924-29 წლებში ბალაჩინმა ცხრა ბალეტი დადგა. მალე ფეხის მძიმე ტრავმის გამო ცეკვას თავი დაანება და მთლიანად ქორეოგრაფიაზე გადაერთო.
1933 წელს იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიეს, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“ და „ნიუ-იორკ სიტი ბალეს“ დასი.
რამდენიმე წელიწადში ჯორჯ ბალანჩინი ბროდვეის საუკეთესო ქორეოგრაფი და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი გახდა. 
მას 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი აქვს დადგმული ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანისა და სხვა ქალაქების თეატრებში. მათ შორის ყველაზე წარმატებული  ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ აღმოჩნდა, რომლის შესრულება ამერიკის შეერთებულ შტატებში საშობაო ტრადიციად იქცა.
თავდაპირველად ბევრმა არ იცოდა გიორგის წარმომავლობის შესახებ, ამიტომ მოგვიანებით ყველა ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის იყო ქართველი და ამით უსაზღვროდ ამაყობდა.


60-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის ჩამოფარებულმა „რკინის ფარდამ“ რღვევა დაიწყო, ჯორჯ ბალანჩინი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში და კონცერტები ჩაატარა. წლების შემდეგ მას მიეცა საშუალება, საკუთარი ოჯახის წევრები ენახა. ბალეტმაისტერი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა შვილი არასოდეს ჰყოლია.  
ჯორჯ ბალანჩინი 1983 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-იორკში, ოკლენდის სასაფლაოზე. ანდერძის თანახმად, მისი ქონება საბალეტო დასის ბალერინებს გაუნაწილდა.


 


 


„ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ბევრგან მიცხოვრია და მიმუშავია, მაგრამ საქართველოსთანა არსად მეგულება, რადგან აქ ხალხი თვითნაბადი ტალანტია, ყოველგვარი  სასწავლებლების გარეშე. აქ ბუნება ხომ ისეთია, რომ თავისით შეგაქმნევინებს რაღაც მნიშვნელოვანს“. ჯორჯ ბალანჩინი.



 


საქართველოში სტუმრობა. ფოტოზე ჯორჯ ბალანჩინი და ილიკო სუხიშვილი. „ბალანჩინი ამერიკაში დაესწრო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ანსამბლის კონცერტს და ძალიან დიდი ემოციური რეაქცია ჰქონდა. ის შეხვდა ქალბატონ ნინოს და ბატონ ილიკოს და დიდი აღფრთოვანება გამოხატა. საქართველოში რომ ჩამოვიდა, განცვიფრებული დარჩა გურული ხალხური სიმღერების პოლიფონიით. საქართველოში მოგზაურობის შემდეგ თავი ქართველად იგრძნო და მერეც, ყოველთვის წერდა, წარმოშობით ქართველი ვარო“. მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელი



ჯორჯ ბალანჩინი ბალერინასთან ერთად



ჯორჯ ბალანჩინი დედასთან, მა­რია ვა­სი­ლი­ე­ვასთან ერთად
„ბებია ძალიან ნერვიულობდა, როდესაც ბალანჩინმა ამერიკაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მე და ჩემი ძმები პატარები ვიყავით, მაგრამ ვგრძნობდით, ბებია რომ ძალიან სევდიანი გახდა. ბალანჩინმა ბებიას ასეთი წერილი მოსწერა: მსურს, დედა, დაგვლოცო მე და ჩემი საცოლე, გკოცნი ჩემს საყვარელ დედიკოს და ძმისშვილებსო... ბებია - მარია ნიკალაევნა განსაკუთრებული ქალბატონი იყო. ბევრი გადაიტანა... საქართველოში ისე ჩამოვიდა საცხოვრებლად, რომ ქართული არ იცოდა. მამა გერმანელი ჰყავდა, მაგრამ დედ-მამა გაცილებული იყვნენ და დედის გვარი ჰქონდა აღებული. თბილისში იმ პერიოდში ბევრი გერმანელი ცხოვრობდა, ბებიასთან მეგობრობდნენ და სტუმრადაც მოდიოდნენ. თუმცა ბებია იმდენად ჩაიკეტა და სხვანაირი გახდა, რომ აღარაფერი ახარებდა. სიკვდილის წინ განუწყვეტლივ იმეორებდა - ამერიკა არ დაგვითმობს... მაშინ მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი, რას ამბობდა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ბალანჩინს გულისხმობდა...“ ცისკარი ბალანჩივაძე.


 


ძმები გიორგი და ანდრია ბალანჩივაძეები
„გიორგი თავის მიერ ჩამოყალიბებულ „ახალგაზრდულ საბალეტო ჯგუფთან“ ერთად, პეტროგრადის ახლომდებარე ქალაქებში მოგზაურობდა და ასე შოულობდა რაღაც კაპიკებს. ხან კინოთეატრებში აკომპანიმენტს უკრავდა თურმე. გასამრჯელოდ პურს, საპონს, ასანთს აძლევდნენ. ძლივძლივობით გაჰქონდათ თავი. დიდი შიმშილობა გადაიტანეს... ერთი სიტყვით, ბევრ გაჭირვებას გაუძლეს“... ანდრია ბალანჩივაძე.


 


რეპეტიციაზე
„ბალანჩინის დადგმებში არ იყო სოლისტი - ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. მის დადგმებში, კორდებალეტში ცეკვავდნენ ვარსკვლავები და კორდებალეტის თითოეული წევრი, შეიძლება ყოფილიყო სოლისტი. აი, ეს ძალიან დიდი გადატრიალება იყო. მისი საბალეტო დასი არაჩვეულებრივად სინქრონული იყო, სინქრონულს კლასიკური თვალსაზრისით ვლაპარაკობ. როგორც ერთი ორგანიზმი, როგორც საოცრად ჰარმონიული მოვლენა, უაღრესად დახვეწილი, უაღრესად ესთეტიკური, მშვენიერი“. მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელი.




ძმები - კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ბალეტმაისტერი ჯორჯ ბალანჩინი
„დიაგილევს ძალიან უყვარდა გვარების გადასხვაფერება, მით უფრო, როცა დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარის პატრონი სახელს გაითქვამდა... 1924 წლის 21 დეკემბერს კი მოხდა გიორგის გვარის ისტორიული ტრანსფორმაცია. ბალანჩივაძე ბალანჩინად იქცა. ათეული წლების მერე, როცა გიორგი თბილისში მესტუმრა, ვუთხარი, რომ აკაკი შანიძემ ჩემი თხოვნით გამოიკვლია ჩვენი გვარის წარმომავლობა და მივიდა დასკვნამდე, რომ შუა საუკუნეებში ბალანჩი მეფის კარის მასხარას ერქვა. ბალანჩის მოვალეობა მარტო მეფეთა გამხიარულება კი არ იყო, არამედ მუსიკის თხზვა და ლექსების კითხვაც. გიორგი აღაფრთოვანა ამან. ამბობდა, „ბალანჩის“ მრავლობითი ფორმა - „ბალანჩნი“ იტალიურად ჟღერსო“. ანდრია ბალანჩივაძე.


 


ჯორჯ ბალანჩინი და რუსი ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იური გრიგოროვიჩი

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?