„თუ ეს შეგრძნება გაქრა, აღარ ვითამაშებ და დავკარგავ ყველაზე ძვირფასს - არსებობის აზრს“

უცნობი ფოტოები

26 ნოემბერი 22:00, 2016 წელი

21 ნოემბერს იტალიაში, სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე საერთაშორისო კლასის დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 74 წლის მოჭადრაკემ, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, დაამტკიცა, რომ გენიოსებისთვის ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი კი 5 წლიდან დაიწყო, როცა ჭადრაკის დაფას პირველად მიუახლოვდა და პირველი სვლა გააკეთა.

სამაგიდო თამაში, რომელიც სპორტის, მეცნიერებისა და ხელოვნების ელემენტებს შეიცავს, 5 წლიდან ნონას ცხოვრების ნაწილად იქცა.
15 წლის ასაკში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი; 21 წლისამ კი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა და ქალთა ჭადრაკში ქართველთა 29-წლიანი ჩემპიონობის ხანას დაუდო სათავე.
ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ შეინარჩუნა და პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკე ქალის წოდება 16 წელი ატარა, შემდეგ კი კიდევ ერთ ქართველს, მაია ჩიბურდანიძეს დაუთმო.

ნონა გაფრინდაშვილი1941 წლის 3 მაისს ზუგდიდელი მასწავლებლის ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას ოჯახში დაიბადა.
ნონა ექვს დედმამიშვილში მეხუთე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია.
მომავალ მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკის თამაში ძმებმა ასწავლეს. მათი დახმარებით, ნონა ზუგდიდის ნაკრებში ჩაირიცხა და1953 წლის ზაფხულში, ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მიიღო მონაწილეობა.
მოგვიანებით, ცნობილი პედაგოგი ვახტანგ ქარსელაძე, რომელმაც 12 წლის დებიუტანტში დიდოსტატის მონაცემები შენიშნა, იტყვის: „შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.
ვახტანგ ქარსელაძემ ნონას მშობლებს გოგონას თბილისში გადაყვანა ურჩია. 1954 წელს ნონა საცხოვრებლად თბილისში, დეიდას, ტატიანა გრიგოლიასა და მისი მეუღლის, დიმიტრი ჯაბუას ოჯახში გადავიდა.
უკვე 1955 წელს თბილისის ქალთა 1955 წლის პირველობაში მეორე ადგილი დაიკავა. 1956 წელს ჯერ თბილისის, შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1960 წლიდან ნონა მსოფლიო ჩემპიონატების უცვლელი მონაწილეა.
სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964), მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), ქალთა შორის პირველი დიდოსტატი (1976), პირველი დიდოსტატი ქალი მამაკაცთა შორის (1978), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002); მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი, ქალთა შორის პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი, მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, რომლის სახელსაც ატარებს თბილისის ჭადრაკის სასახლე, დღემდე უპრეტენზიო და უბრალო ადამიანია.
დიდებამ და საყოველთაო აღიარებამ  მისი პატიოსანი და კეთილშობილი ბუნება ვერ შეცვალა. უამრავი ჯილდოსა და რეგალიის მფლობელს ყველაზე დიდ ჯილდოდ ხალხის სიყვარული და პატივისცემა მიაჩნია, რასაც თავის ინტერვიუებშიც ხშირად აღნიშნავს:
„ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას დღემდე ვგრძნობ და ძალიან მადლობელი ვარ. უფრო მეტი სიმდიდრე არც მინდა“.


 


„ჭადრაკი მარტო ნიჭი არ არის. იმისთვის, რომ მწვერვალები დაიპყრო, რამდენიმე კომპონენტში უნდა იყო ძლიერი და ჯამში, კონკურენტს აჯობო. ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო, ნერვიული სისტემა ძლიერი უნდა გქონდეს, ფსიქოლოგიურად მდგრადი და შრომისმოყვარე უნდა იყო და სპორტული ხასიათი უნდა გქონდეს. ერთიც რომ გამოაკლოთ, მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდებით“. ნონა გაფრინდაშვილი.


 


ნონა გაფრინდაშვილი და ნანა ალექსანდრია
„ბათუმში საქართველოს პირველობა ტარდებოდა, რომელშიც ზუგდიდსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ნაკრებში ბიჭების შემადგენლობა ჰყავდათ და გოგონებისა - არა. პირველ დაფაზე ჩემს ძმას - თამაზს  უნდა ეთამაშა. იცოდნენ, რომ გაფრინდაშვილების ოჯახში გოგო თამაშობს, მაგრამ როგორ თამაშობს, არ იცოდნენ. ჩემს მშობლებს სთხოვეს, ბათუმში გავეშვი და მშობლები დასთანხმდნენ. ბათუმში ჩემს თამაშს ყურადღება მიაქცია გამორჩეულმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ, რომელიც პიონერთა სასახლეში მუშაობდა და ჩემს მშობლებს შემოუთვალა, თბილისში გამოუშვითო. გამომიშვეს და ორ წელიწადში საქართველოში ყველაფრის მოგება დავიწყე“.



„1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება ენით აუწერელი განცდა იყო. მოსკოვიდან მატარებლით ვიმგზავრეთ. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ, მატარებელი ყველგან ჩერდებოდა. ძნელია, სიტყვებით გადმოვცე, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. ხალხი ვაგონში გვივარდებოდა, მილოცავდნენ, ყვავილებით მავსებდნენ. თბილისში ხომ საერთოდ საოცრება მოხდა, წარმოუდგენელი სანახაობა იყო. მგონი, მაშინ უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე ბიკოვასთან მატჩში. ყველა გაჩერებაზე მიწევდა ხალხთან შეხვედრა. ორი დღე არ გვიძინია. საოცარი შეხვედრა მოგვიწყვეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მას შემდეგ კიდევ ოთხჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ის პირველი განცდა სულ სხვა იყო. ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას დღემდე ვგრძნობ და ძალიან მადლობელი ვარ. უფრო მეტი სიმდიდრე არც მინდა“.  
      



პროფესორი ამირან მექვაბიშვილი  და ნონა გაფრინდაშვილი


 


„ჭადრაკი მხოლოდ თამაში არ არის - მე ვისვენებ და დიდ სიამოვნებას ვიღებ. საკმარისია, ჭადრაკის დაფასთან აღმოვჩნდე, ხელში ავიღო რომელიმე ფიგურა და ყველა უარყოფითი ემოცია, უსიამოვნო განცდა, შფოთიანი აზრი მაშინვე ქრება. მთლიანად ამ შავ-თეთრი ფიგურების სამყაროში გადავდივარ. იქნებ, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჭადრაკის თეორიის შესწავლით თავს არ ვიკლავდი. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ – ყველა პარტია თამაშდებოდა რაღაც შინაგანი ინტუიციით, რაღაც გამიელვებდა ტვინში და თავისით მოდიოდა გადაწყვეტილება, როგორი კომბინაცია ამეწყო და რა მოჰყვება ამ კონკრეტულ სვლას. ჩემთვის საჭადრაკო ცხოვრება არ დასრულებულა. სიამოვნებით ვთანხმდები მიწვევებს სხვადასხვა ტურნირებზე და ადრინდელივით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ თამაშიდან, თუ ეს შეგრძნება გაქრება, აღარ ვითამაშებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავკარგავ ყველაზე ძვირფასს – არსებობის აზრს“.


 


ნონა გაფრინდაშვილი და ნანა ალექსანდრია


 


ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ ჟვანია, გიორგი ბარამიძე 



ბორის პაიჭაძე და ნონა გაფრინდაშვილი
„სპორტის არც ერთ სახეობაში არ იკარგება იმდენი ნერვი, რამდენიც ჭადრაკში. ბევრი მოჭადრაკე ვიცი, ვინც ახლოს იყო ჩემპიონობასთან და ნერვიული სისტემის გამო, ეს ვერ მოახერხა. სხვა თამაშში შეიძლება უფრო მიმტყუნოს ნერვებმა, ვიდრე ჭადრაკში, თუმცა ჩემთვის და ყველა სპორტსმენისთვის ძნელი გადასატანია, როცა მოგებულ პარტიას ერთი სვლით აგებ. 11-მეტრიანს რომ ვერ გაიტან და მერე შენ გაგიტანენ, დაახლოებით ასეა..“ ნონა გაფრინდაშვილი. 


 


ნონა გაფრინდაშვილი და ლატვიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი აივარ გიპსლისი
„დაახლოებით, ხუთი წლის ვიყავი, ჭადრაკის თამაში რომ დავიწყე. ოთხი უფროსი ძმა მყავდა და სახლში ჭადრაკის ტურნირებს ატარებდნენ. შევხედე თუ არა, უცბად ვისწავლე. სპეციალურად ვინმეს რომ დავესვი და ესწავლებინა, ასეთი რამ არ ყოფილა. ტურნირებში არასდროს დამიკავებია ბოლო ადგილი“. ნონა გაფრინდაშვილი.


 


აკადემიკოსი აკაკი შანიძე და ნონა გაფრინდაშვილი


 


მატჩი მსოფლიო პირველობისთვის: ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი
„1954 წელს გადმოვედი თბილისში და 1956 წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. სხვათა შორის, მსოფლიო ჩემპიონი უფრო ადრე გავხდი, ვიდრე საბჭოთა კავშირის, იმდენად ძლიერი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი“.


 


ნანა ალექსანდრია, ნონა გაფრინდაშვილი და ირინა ლევიტინა - ამერიკელი მოჭადრაკე, ოთხგზის ჩემპიონი სპორტულ ბრიჯში.


 


ბორის პაიჭაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ელენე გოკიელი - მძლეოსანი, სიგრძეზე მხტომელი, ნინო დუმბაძე - ევროპის ჩემპიონი მძლეოსნობაში


 


კახი ასათიანი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ნონა გაფრინდაშვილი


 


მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 9 ოქროს მედლის მფლობელი ნანა ალექსანდრია, ჭოკით მხტომელი სერგეი ბუბკა.
„რომ არა ნონა, არ გვეყოლებოდნენ ნანა, მაია და მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მოგება მოახერხა“. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე. 


 


ნონა გაფრინდაშვილი და მისი მეუღლე ლერი ჭიჭინაძე


 


ნონა გაფრინდაშვილი და ტიგრან პეტროსიანი — სომეხი მოჭადრაკე, სსრკ და საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონი (1963-1966). მას, თამაშის სტილის გამო, „რკინის ტიგრანი“ შეარქვეს.


 


ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი 


 


ანატოლი კარპოვი – რუსი მოჭადრაკე, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში; ნანა ალექსანდრია; მიხეილ ტალი – ლატვიელი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი; ნონა გაფრინდაშვილი


 


აკაკი ხორავა, ბესო ჟღენტი, ვასო გოძიაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, ბუხუტი ზაქარიაძე


                                                 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?