პირველი სიყვარული ახალგაზრდულ ასაკში მოდის. ეს იდეალისტური გრძნობაა და ცოტათი იმას ჰგავს, ბავშვობაში ზღაპრებში რომ წაგვიკითხავს.
გვჯერა, რომ ის ერთადერთი იქნება. მერე რა, რომ ზოგჯერ საკუთარ თავსა და პრინციპებს გვავიწყებს, გულის სიღრმეში ხომ გვჯერა, რომ ეს ასეც უნდა იყოს.
ამ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, სხვები როგორ აღიქვამენ ჩვენს ურთიერთობას და არა ის, თავად რას ვგრძნობთ.
მეორე სიყვარული, რომელიც ყველაზე მძიმეა, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვაძლევს და გვიჩვენებს, ვინ ვართ და როგორ უნდა ვუყვარდეთ. სიყვარულში ბევრჯერ ვაწყდებით ტყუილს, მანიპულაციასა და ღალატს, რაც ტკივილს გვაყენებს. თითქოს პირველ სიყვარულში დაშვებულ შეცდომებს აღარ ვიმეორებთ და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი უარესად მთავრდება.
მეორე სიყვარულში ურთიერთობა შეიძლება იყოს არაჰარმონიული, ეგოისტური, დრამატული. ამ ემოციის ტალღებს ვერ ვაღწევთ თავს, რადგან, როგორც კი სიტუაცია წყნარდება და უკეთესის იმედი გვიჩნდება, სწორედ იმ დროს ახალი ქარიშხალი გვატყდება თავს.
მესამე სიყვარული - მას არ ველით და გვეჩვენება, რომ ჩვენთვის სრულიად შეუფერებელია. ის ანგრევს სიყვარულზე ყველა წარმოდგენას, რაც კი აქამდე გვქონია. ის იმდენად მარტივია, რომ თავიდან ძალიან გვაბნევს და არ შეგვიძლია, ავხსნათ - რა არის ეს?
ეს ის სიყვარულია, როდესაც ვხვდებით ადამიანს და ყველაფერი თავისთავად ლაგდება. არ არსებობს წესები და შეზღუდვები. უბრალოდ, ვუყვარვართ ისეთი, როგორიც ვართ.
ეს ის სიყვარულია, რომელიც პასუხობს კითხვაზე, რატომ არ გამოგვივიდა სხვასთან.