მამაკაცი „ქმარი“ თუ მამაკაცი „საყვარელი“ - რა უნდა იცოდეთ, სანამ არჩევანს გააკეთებთ?

ურთიერთობა

18 ივნისი 22:00, 2017 წელი

მამაკაცთა უმეტესობა, თავიანთი ხასიათის მიხედვით, შეიძლება პირობითად ორ კატეგორიაში გადავანაწილოთ - „ქმარი“ და „საყვარელი“. ამ ტიპაჟებიდან თითოეულს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. სწორედ მათზე უნდა გქონდეთ წარმოდგენა, სანამ შეიყვარებთ...

განვიხილოთ თითოეული ტიპაჟი:


მამაკაცი - საყვარელი
ქალებთან ურთიერთობაში ამ ტიპაჟს აქტიური პოზიცია აქვს, მარტივად იღებს ინიციატივას და შეუძლია, მოურიდებლად გაუმჟღავნოს ქალს, რა სურს. ის ზომიერად თავხედია და სწორედ ამით იზიდავს სუსტ სქესს. 
ის თავის თავზე შეყვარებული მამაკაცია და ახალ ნაცნობებთან თავის მოწონების შანსს არასდროს უშვებს ხელიდან. მას უფრო მეტად ქალზე გამარჯვების ფაქტი აინტერესებს და არა მასთან ურთიერთობა.
ასეთ მამაკაცს მარტივად შეუძლია, თავბრუ დაახვიოს ქალს, დააინტერესოს და გაართოს. მისთვის ეს ბუნებრივი და ძალიან მარტივი საქმეა.
„საყვარლის“ გვერდით ქალი თავს სექსუალურად და მიმზიდველად გრძნობს,  ამით კი ქალურ თავმოყვარეობას იკმაყოფილებს.
ასეთი მიმზიდველობის მიუხედავად, „საყვარელს“ არ შეუძლია, ქალს სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა შეუქმნას. მის გვერდით ქალი ყოველთვის ეჭვებშია, რომ ეს კაცი არასდროს შეწყვეტს „ნადირობას“.
მაგრამ მაინც, ქალებს საყვარლის ტიპაჟი მამაკაცები ძალიან მოსწონთ და ნებდებიან მათ იმედით, რომ შეძლებენ მათი მერყევი ხასიათის დამორჩილებას.



მამაკაცი - ქმარი
ტიპური „ქმარი“ - მეოჯახე, დამჯერი კაცია. ჩუმი, მშვიდი ინტროვერტი, რომელიც ერთ ქალთან მშვიდ თანაცხოვრებას არჩევს ბევრთან თავგადასავალს. სასიყვარულო სამკუთხედში ის ყოველთვის ღალატის მსხვერპლია.
ქალთან ურთიერთობაში მამაკაცი-ქმარი, ძირითადად, სერიოზულია. ყოველ ქალში ის პოტენციურ ცოლს ხედავს, ამიტომ პირველივე წუთებიდან მზრუნველობით ანებივრებს და მუდმივად ეძებს თავის გრძნობებზე პასუხს.
მას საერთოდ არ გამოსდის ფლირტი, ვერ გრძნობს ქალების განწყობის ცვლილებას და ვერ ხედავს ქალის კეკლუცობას. ამიტომ ურთიერთობაში ყოველთვის პასიურ პოზიციას იკავებს და პირველ ნაბიჯებს ქალისგან ელოდება.
„ქმარი“ ყოველთვის ცდილობს, იყოს ჯენტლმენი და ქალების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას თავის მთავარ ღირსებად მიიჩნევს. მას კარგად გამოსდის მზრუნველობა და ქალების გულის მოგებას თავისი მოთმინებით ახერხებს.
მაგრამ, ყველაფერ ამასთან ერთად, სურს ქალისგან იგივე მიიღოს, რაც „საყვარელს“ - სულიერი თვითკმაყოფილება, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია არა სექსუალური გამარჯვება, არამედ ქალის სიყვარულის მოპოვება.
ურთიერთობაში მამაკაცი-ქმარი ნაზი, მოსიყვარულე და რომანტიკულია. ის უქმნის ქალს დაცულობისა და სინაზის შეგრძნებას, თუმცა მასთან ურთიერთობაში გიჟურ და თავბრუდამხვევ ვნებებს ქალი ვერასდროს იგრძნობს.



რა სურს ქალს
ყველა ქალი მამაკაცისგან ელის, რომ ის მისთვის ერთდროულად „ქმარიც“ იქნება და „საყვარელიც“. გამონაკლისები ამ შემთხვევაშიც არსებობს, თუმცა იშვიათად.
როცა ქალი თვითშეფასების ამაღლებას მამაკაცთან ურთიერთობაში ეძებს, „საყვარელზე“ აკეთებს არჩევანს. მასთან იფურჩქნება სექსუალურად, მაგრამ როდესაც თავდაპირველი ვნება ქრება, ყველა ქალი აუცილებლად იწყებს „საყვარლის“ გარდაქმნას „ქმრად“. ეს მცდელობა, როგორც წესი, დიდი იმედგაცრუებით მთავრდება.
რა თქმა უნდა, სტაბილურობა და სიმშვიდე შეუძლია, „ქმართან“ იპოვოს, თუმცა მის გვერდით საინტერესო არაფერი ხდება და „ქმრის“ ინერტულობა ზოგიერთ ქალს თავგადასავლების ძებნისკენ და ღალატისკენაც კი უბიძგებს. შესაბამისად კი, ისევ იწყება სულიერი ფორიაქი და ისევ იმედგაცრუების პერსპექტივით.


 



დასკვნები ამ სიტუაციებიდან ნათელია, მაგრამ გადაწყვეტილება აუცილებლად აუჩქარებლად უნდა მიიღოთ. მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემთ - ქალის თვითშეფასება არასდროს უნდა იყოს მამაკაცის ქცევაზე დამოკიდებული. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?