ქრონიკულად უბედური ადამიანის 10 ჩვევა

ურთიერთობა

23 ივლისი 22:00, 2017 წელი

ადამიანის ზოგიერთი ჩვევა პირდაპირი გზაა უიღბლობისკენ. გეტყვით, რაზე უნდა თქვათ უარი, თუ გსურთ, ცხოვრებით დატკბეთ.

 

უსაგნო ოცნება მომავალზე



არასდროს მოგცემთ ბედნიერების უფლებას ფრაზა: „მე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა...“
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაასრულებთ ამ წინადადებას. გახსოვდეთ, ნუ დაელოდებით სინათლის სხივს თქვენს მომავალში. იზრუნეთ თქვენს ბედნიერებაზე ახლავე. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რაც დღეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ბედნიერება მალე მოგიკაკუნებთ კარზე.


 


დროისა და ფულის ხარჯვა ბრენდული ნივთებზე



ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ თავს არწმუნებს, რომ სწორედ ეს აბედნიერებს. ამასთანავე, უმეტესობას ეჩვენება, რომ, რაც უფრო მაღალშემოსავლიანი იქნება, მით უკეთესად იგრძნობს თავს, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა და ამას უამრავი კვლევა გვიჩვენებს.
მაშინ, როდესაც ფულს ისეთი ნივთების შესაძენად ხარჯავთ, რაც რეალურად არ გჭირდებათ, იმედგაცრუებას აუცილებლად იგრძნობთ. ჯობდა, ის თანხაც და დროც თქვენი ჰობისთვის, ოჯახისა თუ მეგობრებისთვის დაგეთმოთ, რაც ბევრად უფრო ბედნიერს გაგხდიდათ.


 


როდესაც თავს უბედურად გრძნობთ, სახლიდან არ გადიხართ



გასაგებია, რომ ამ დროს საკუთარ თავთან და პრობლემებთან მარტო დარჩენა გსურთ, მაგრამ გახსოვდეთ - ასეთი საქციელი დიდი შეცდომაა.
რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა გვინდა, ჩვენს თავთან მარტო დავრჩეთ, მაგრამ, ეს თუ ტენდენციად იქცევა, მაშინ მალევე მივხვდებით, როგორ გეცვლებათ განწყობა ცუდისკენ. თავს უნდა დააძალოთ სახლიდან გასვლა, ადამიანებთან ურთიერთობა და დაინახავთ, რა მალე გამოკეთდებით.


 


მსხვერპლის როლის მორგება



უბედური ადამიანები, როგორც წესი, თავს ირწმუნებენ, რომ ცხოვრებაში მათზე არაფერია დამოკიდებული და სიტუაციის გამოსწორება მათ ძალებს აღემატება. ასეთი მიდგომა უსუსურობის განცდას აძლიერებს. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ პრობლემები და სირთულეები ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში. თქვენ შეგიძლიათ, თავი ხელში აიყვანოთ და ეცადოთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.


 


პესიმიზმი



თუ თქვენ მუდმივად ფიქრობთ ცუდზე და ელით ცუდს, მაშინ ასეც მოხდება. პესიმისტური აზრებისგან გათავისუფლება საკმაოდ რთულია, მაგრამ თავი უნდა დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თქვენ გგონიათ.


 


მუდმივი უკმაყოფილება



თუ გამუდმებით იწუწუნებთ, მუდმივად წუხილის გრძნობით ცხოვრება მოგიწევთ. ასეთი საქციელი პიროვნებას ანადგურებს. რა თქმა უნდა, თუ რამე გაწუხებთ, ამაზე საუბარი საჭირო და სასარგებლოა, მაგრამ არ დაუშვათ, რომ ყველაფერზე წუწუნი ჩვევად გექცეთ.


 


ბუზის სპილოდ გადაქცევა



პრობლემები ყველას აქვს. უბრალოდ, ბედნიერი ადამიანი ნებისმიერ პრობლემას დროებით სირთულედ მიიჩნევს, მაშინ როცა უბედურისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბედი მის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის.


 


შეცდომების დამალვა



ბედნიერი ადამიანები თავიანთ საქციელსა და შეცდომებზე პასუხს აგებენ, უბედური ადამიანები კი ცდილობენ, საკუთარი შეცდომა არ აღიარონ. იგნორირებით კი შეცდომის შედეგი უფრო გაღრმავდება და მეტ ზიანს მოგვიტანს.


 


უარი თვითგანვითარებაზე



უბედური ადამიანები არ ცდილობენ თავიანთი ცხოვრების გაკონტროლებას, სხედან და ელიან, რა მოხდება. მიზნის დასახვაზე, სწავლასა და თვითგანვითარებაზე არც კი ფიქრობენ და უკვირთ, რატომ არ იცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისკენ.


 


საკუთარ თავსა და სხვებს შორის შედარების კეთება



თუ მუდმივად თავს ადარებთ სხვა ადამიანებს, დროა, შეწყვიტოთ! ეჭვიანობა და შური არასდროს გაგიშვებთ ბედნიერებისკენ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?