7 რჩევა იმისთვის, რომ ადამიანის რეალური სახე დაინახოთ

ურთიერთობა

6 აგვისტო 22:00, 2017 წელი

წარმოგიდგენიათ ადამიანების ურთიერთობა ტყუილის გარეშე? პირადად მე - ვერა, არადა რამდენს მოიგებდა კაცობრიობა... 

რაკი შეიძლება, ტყუილი ყოველ ნაბიჯზე შეგვხვდეს, მათ შორის იმ ადამიანისგანაც, ვინც გულში ჩაგვივარდა, კარგი იქნება, ფსიქოლოგების ეს რჩევები გავითვალისწინოთ და დროულად შევძლოთ ადამიანის რეალური სახის დანახვა.

დააკვირდით ადამიანს, როგორ იქცევა კრიტიკულ სიტუაციაში
კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანს არ შეუძლია თვალთმაქცობა და თამაში. ამ დროს ვერ მოირგებს სასურველ ნიღაბს და მოუწევს, იმოქმედოს ისე, როგორც შინაგანი ინსტინქტი უკარნახებს.


დააკვირდით, როგორ ექცევა მომსახურე პერსონალს
ადამიანი, რომელიც ცხოვრებაზე გაბრაზებულია, თავის ღვარძლს ოფიციანტებზე, დამლაგებლებზე, გამყიდველებზე ხშირად ანთხევს. თუ ოფიციანტს სტვენით ან თითების ტკაცუნით მოუხმობს, იცოდეთ, რომ თქვენ წინ, უბრალოდ, იდიოტი ზის. 


დააკვირდით სხეულის ენასა და ინტონაციას
მატყუარას რამდენიმე ჩვევა აქვს:
ხშირი პაუზა საუბრის დროს;
კითხვაზე პასუხისას მზერის არიდება;
სასაუბრო თემის მოულოდნელად შეცვლა;
თავის მართლება, მაშინაც კი, როცა არაფერს აბრალებთ;
ხშირად ეხება საკუთარ სახეს;
რა თქმა უნდა, დაჟინებით და ყოველ წამს დაკვირვება საჭირო არ არის, მაგრამ ეს მოკლე მითითებები ზოგჯერ მაინც გაითვალისწინეთ.

წაიჭორავეთ საერთო ნაცნობებზე
ჭორაობა, გარკვეული დოზით, ყველას გვიყვარს. უბრალოდ, ზოგმა ამ დროს, სამწუხაროდ, ზღვარი არ იცის.
წაეჭორავეთ საერთო ნაცნობებზე და თქვენი თვალთმაქცი თანამოსაუბრე, რომელიც კარგი ადამიანი გგონიათ, აუცილებლად გამოაჩენს თავის მყრალ ხასიათს. 

ასესხეთ ან მისგან ისესხეთ ფული
თავიდანვე გირჩევთ, რომ მეგობრისგან და მით უფრო იმ ადამიანისგან, რომელიც გულში ჩაგივარდათ, არასდროს ისესხოთ ფული, თუმცა სესხებით თუ გასესხებით მართლაც შეიძლება ადამიანის ემოციურად გაშიშვლება და მისი ხასიათის შესახებ ბევრის გაგება. 

ერთად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ
ეს ყველაზე ექსტრემალური ხერხია. რა თქმა უნდა, თუ ამ ადამიანის გულწრფელობაში უკვე ეჭვი გეპარებათ, ერთად მოგზაურობა საუკეთესო იდეა არ არის, მაგრამ ამ დროს მართლაც შეიძლება მისი ყველა ნაკლის აღმოჩენა და რეალური სახის დანახვა.


მოუყევით საიდუმლო
არ არის აუცილებელი, მართლა საიდუმლო ანდოთ. უბრალოდ, მოიგონეთ რაღაც ამბავი და მოუყევით, როგორც საიდუმლო. ამით მალევე შეამოწმებთ, შეუძლია თუ არა ენაზე კბილის დაჭერა.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?