რატომ ვერ შორდება ქალი იმ მამაკაცს, რომელიც ცხოვრებას უნგრევს?

ურთიერთობა

15 ოქტომბერი 22:00, 2017 წელი

თუ გრძნობ, რომ პარტნიორისგან არ იმსახურებ იმას, როგორც გექცევა, მაგრამ მაინც ვერ ანებებ თავს, ეს ნიშნავს, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ გახლართული. „გაიქეცი ამ მოძალადისგან შორს“ - ერთხმად გვირჩევენ ფსიქოლოგები, მაგრამ ეს რომ ასე იოლი იყოს, ათასობით ქალი წლობით არ იქნებოდა დესტრუქციული კაცის გვერდით.

მაინც, რატომ ვერ აღწევს ქალი თავს დესტრუქციულ და მანიპულატორ მამაკაცთან ურთიერთობას?

1. პირადი სივრცის საზღვრების არარსებობა
მანიპულატორი მამაკაცის ანკესს ყველა ქალი არ ეგება, მხოლოდ ისინი, ვისაც პირადული სივრცის საზღვრები არ გააჩნიათ. ეს ქალები, როგორც წესი, არ ცხოვრობენ საკუთარი სურვილებით და მზად არიან, სხვის ცხოვრებაზე აიღონ პასუხისმგებლობა.
როცა ქალს პირადი კომფორტის სივრცე არ აქვს და საკუთარ გრძნობებს არაფრად აგდებს, ვერ ახერხებს, მანიპულატორ მამაკაცთან ურთიერთობაში დისკომფორტის პირველივე ნიშნები იგრძნოს, რომლებიც, სხვათა შორის, ყოველთვის არსებობს. უბრალოდ, ასეთი ქალი დარწმუნებულია, რომ სხვაგვარი ურთიერთობა არ არსებობს.


2. სიყვარულდამოკიდებულება
„უშენოდ მოვკვდები“, „შენით ვსუნთქავ“ - ეს რომანტიკული ფრაზები ძალიან ლამაზად ჟღერს, თუმცა აბსოლუტურად არაჯანსაღია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან მწვავე სიყვარულდამოკიდებულებასა და პიროვნულ უნებისყოფობაზე მიუთითებს.
ვიდრე ქალის თვითშეფასება და განწყობა დამოკიდებული იქნება მამაკაცზე, ვერასდროს შეძლებს მას ფსიქოლოგიურად დააღწიოს თავი, რა ნაძირალაც არ უნდა იყოს ის მამაკაცი. გონებით შეიძლება, ქალი ყველაფერს ხვდებოდეს და თავის მდგომარეობას სწორად აფასებდეს, მეტიც - დაშორდეს კიდეც, მაგრამ ქვეცნობიერით მაინც მსგავსი ნაძირლებისკენ გაუწევს გული. ნორმალურ მამაკაცთან, უბრალოდ, ვერ გაჩერდება, რადგან ის ვერ „იზრუნებს“ და ვერ „გამოკვებავს“ მის სიყვარულდამოკიდებულებას. ამ საქმეს მანიპულატორი მამაკაცი სჭირდება.


3. პარტნიორის ურთიერთგამომრიცხავი ქცევები და არაპროგნოზირებადი ხასიათი
მოძალადე თავიდანვე რომ იქცეოდეს სასტიკად და ჩანდეს მისი მზაკვრული ნატურა, ბევრი ქალი დროულად დააღწევდა თავს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის: ტოქსიკური პარტნიორი თავდაპირველად ზუსტად ისე იქცევა, რასაც ქალი ელოდება მისგან. სწორედ ამიტომ ქალები, ხშირად იხსენებენ ურთიერთობის დასაწყისს და იმ ნეტარებას, რომელიც ეგონათ, რომ მთელი ცხოვრება გაგრძელდებაოდა. როცა ზღაპარი მთავრდება, ქალი ცდილობს გაარკვიოს, ეს რატომ მოხდა და ამის გარკვევაში ზოგჯერ ცხოვრება გადის. ქალს, უბრალოდ, ენანება ის დრო და ენერგია, რაც ამ ურთიერთობაში ჩადო. თანაც ხომ ახსოვს, მისი მამაკაცი დასაწყისში როგორი კარგი იყო.


4. ბედნიერება პატარა დოზებით
ურთიერთობის დასაწყისში მოძალადე ცდილობს, ქალი ყურადღებით აავსოს, თუმცა როცა ქალი უკვე ემოციურად მიჯაჭვულია მამაკაცზე,  „ცივ შხაპის“ დროც დგება. ეს არის მანიპულატორი კაცის მთავარი ილეთი - ჯერ კიდევ გუშინ ყურადღებიანი და მზრუნველი პარტნიორი, სრულიად უმიზეზოდ, არაადამიანურად გულცივი ხდება, თანაც ქალს აგრძნობინებს, რომ ის არის ამაში დამნაშავე. შემდეგ, ასევე მოულოდნელად,  გული მოულბება და ქალი კვლავ იმ მამაკაცს ხედავს, რომელიც შეუყვარდა, და, რაღა თქმა უნდა, მზად არის, მის დროებით გულგრილობაზე თვალი დახუჭოს. 
ამ დროს ქალის ანუ მსხვერპლის ორგანიზმში სერიოზული ქიმიური პროცესები ხდება: პარტნიორის გულგრილობისას ქალს დიდი სტრესი აქვს, სტრესზე საპასუხოდ კი გამომუშავდება სტრესის ჰორმონი -კორტიზოლი. როცა პარტნიორი კვლავ ყურადღებას და სითბოს იჩენს, ამ დროს ქალი ეიფორიაში ვარდება და ამის მიზეზი ხდება დოფამინი — სიამოვნების და ბედნიერების ჰორმონი.
დროთა განმალობაში ლიმიტირებული ბედნიერების პერიოდები მცირდება. მოძალადე უმეტესწილად ცივი და აუტანელია და ძალიან იშვიათად აქვს მზრუნველობის გამონათებები. სწორედ ამ პაწაწუნა, დოფამინურ ბედნიერებებს ებღაუჭება ქალი. მას ქიმიური დამოკიდებულება უჩნდება, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით: მუდმივი სტრესის პირობებში პარტნიორისგან იშვიათი სითბო ქალის ცხოვრების ერთადერთი აზრი და ბედნიერების მზეზი ხდება. თანაც ამ ბედნიერებას გაცილებით მძაფრად აღიქვამს.


5. განადგურებული თვითშეფასება
მოძალადესთან ურთიერთობისას ქალის თვითშფასება სერიოზულად ზარალდება. სწორედ ამიტომ უჭირს იმის აღიარება, რომ ნაძირალა მამაკაცი თავად აირჩია და თანაც შეგნებულად აგრძელებს მასთან ურთიერთობას. ქალისთვის გაცილებით იოლია, თავისი პარტნიორის დესტრუქციული საქციელი გარეგანი მიზეზებით ახსნას და ამ საქციელზე პასუხისმგებლობაც კი იტვირთოს, ვიდრე ჩაუღრმავდეს, თუ რა სურს თავად და მიიღოს თავისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება. ამას, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ამ დროს აუცილებელია, ჰქონდეს იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებთანაც მოძალადეს თავისი ილეთები არ გაუვა.


 


 


 


 

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?