რაც უფრო ბედნიერია ქალი, მით უფრო უბრალოდ აცვია

ურთიერთობა

26 ნოემბერი 22:00, 2017 წელი

დიახ, არ გაგეღიმოთ - ჩაცმის მანერასა და ბედნიერებას შორის მჭიდრო კავშირზე გაეროს ყოველწლიური კვლევის მიხედვით შეიძლება მსჯელობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს ბედნიერების მსოფლიო ინდექსში აშშ-ს მე-14 ადგილი აქვს, ხოლო დიდ ბრიტანეთს - მე-19, ნათელი ხდება, რომ ბედნიერებას, გარდა ეკონომიკური მაჩვენებლისა, ბევრი სხვა რამ სჭირდება. 

2017 წელს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასეთია:
ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვედეთი.

და იცით, რა აერთიანებს ამ ქვეყნებს?
გარდა იმისა, რომ მათთან ძალიან მაღალია ცხოვრების დონე და გასაოგნებელია სოციალური სტანდარტები, ამ ქვეყნების მოსახლეობას, მოდური ბლოგერების დაკვირვებით, ჩაცმის მიმართ ძალიან მარტივი დამოკიდებულება აქვს. მათთვის მთავარია, სამოსი იყოს კომფორტული, აცვიათ ჯინსები და მაისურები, კედები და ბოტასები. მეტსაც გეტყვით - დანიაში ან ჰოლანდიაში შეიძლება ერთი შეხედვით ვერც გაარჩიოთ თქვენკენ ზურგით მდგარ წყვილში რომელია გოგო და რომელი - ბიჭი, იმდენად ერთნაირად არიან გამოწყობილები.
ცოტა ხნის წინ შვედეთიდან ჩამოსული ქართველი ბიჭი აღშფოთებული ლაპარაკობდა იქაურ გოგოებზე - „ეს რა არის, როგორ აცვიათ, შეხედვა არ მოგინდება“. არადა შვედეთი ბედნიერი ქვეყნების პირველ ათეულშია და ამ კვლევის ავტორები არა მხოლოდ ობიექტურ მონაცემებს, არამედ მოსახლეობის სუბიექტურ განწყობებსაც ეყრდნობიან. ესე იგი, შვედი ქალები ბედნიერები არიან და ამასთანავე, არ დადიან შებოჭილები ფანქარი-ქვედაკაბებით, 10-სანტიმეტრიანი ქუსლებით, ყოველდღიური მძიმე მაკიაჟით და სალონში საგულდაგულოდ დაწყობილი თმით, თითქოს ფეშენ-ინდუსტრიის ექსპონატები იყვნენ.
ჰო, სხვათა შორის, ისრაელი, სადაც ასევე თავისუფალ და სპორტულ სტილს ამჯობინებენ, ამ რეიტინგში მე-11 ადგილზეა.


ის ქვეყნები კი, რომლებიც მოდის კანონმდებლებად მიიჩნევა და რომელთა ქუჩებში Street Style ფოტოგრაფები ყოველ ნაბიჯზე აფიქსირებენ უნაკლო მოდურ ტრენდებს, ბედნიერი ქვეყნების სიაში მოკრძალებულ ადგილებზე არიან: საფრანგეთი - 32-ზე, ესპანეთი - 37-ზე. იტალია კი, საერთოდაც, 50-ე ადგილზეა! ანუ იმ 157 ქვეყანას შორის, რომლებშიც კვლევა ჩატარდა, მესამედზე მეტში მოსახლეობა გაცილებით ბედნიერია, ვიდრე იტალიელები.


***
იქნებ, მართლაც, როცა ქალი დაცული და დამშვიდებულია, როცა არ უწევს ყოველდღიურად საკუთარი სტატუსის დემონსტრირება, ჯინსებსა და ბოტასებშიც ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება?

თქვენ როგორ ფიქრობთ - ბედნიერებისა და კმაყოფილების შეგრძნება მართლაც მოქმედებს ჩაცმულობაზე, თუ ეს უბრალოდ დამთხვევაა?

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?