„ბებია, იქნებ, ჯობია, რომ მოვკვდე?“ - ჩურჩულებდა ბიჭუნა, როცა ბებია ტელეფონზე ლაპარაკობდა

ურთიერთობა

28 იანვარი 22:00, 2018 წელი

ბიჭუნა ჩუმად სლუკუნებდა: „ყველას ხელს ვუშლი... ბებია, შენ მაინც ნუ მიმატოვებ, ნუ წამიყვან ბავშვთა სახლში. დედას არ ვუნდივარ, არც მამას ვჭირდები... შენ კი საავადმყოფოში უნდა დაწვე, მესმოდა, დედას ტელეფონზე რომ უთხარი. მე რა ვქნა? იქნებ, ჯობია, რომ მოვკვდე, ბებია...“

8 წლის ბიჭუნას ბედნიერი ცხოვრება ოთხი წელი გრძელდებოდა. მაშინ დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად ცხოვრობდა. მასზე ზრუნავდნენ, უყვარდათ, დაჰყავდათ სასეირნოდ, ყიდულობდნენ სათამაშოებს...
დედიკო გულში იხუტებდა, მამიკო მხრებზე შესმულს ოთახებში დაარბენინებდა, ის კი მხიარულად კისკისებდა.
ეს ყველაფერი დღესაც ახსოვს, თუმცა დიდი ხანია, აღარც დედა უნახავს და აღარც მამა....

მერე მამამ სამსახური დაკარგა. ახსოვს, როგორ ჩხუბობდნენ დედა და მამა იმის გამო, რომ ფული არ ჰქონდათ. ის კი შეშინებული თვალებით უყურებდა, მერე თავის პაწაწუნა ხელისგულებში დედიკოს და მამიკოს ნეკა თითების ერთად მოქცევას ცდილობდა: „შერიგდით რა, გეხვეწებით...“
და დღესაც ვერ გაუგია, რატომ არ შერიგდნენ დედა და მამა.



***
ერთხელ დედიკომ საბავშვო ბაღიდან გამოიყვანა და ახალი ამბავი უთხრა:
- დღეიდან მე და შენ ბებიასთან გადავალთ საცხოვრებლად, მამიკო თავის მშობლებთან იცხოვრებს, რადგან ბინის ქირას ვეღარ ვიხდით.
- და მამა მოვა ხოლმე ჩვენთან? - იკითხა ბიჭმა, თან თვალებში მუდარა ედგა.
- რა თქმა უნდა, მოვა ხოლმე.
პატარამ ამოისუნთქა...

***
თავიდან მამა მოდიოდა ხოლმე და თავის მშობლებთან მიჰყავდა ბიჭუნა. ბებია-ბაბუა სიხარულით ხვდებოდნენ. მამასთან ერთად პარკშიც სეირნობდა, მამამ ერთხელ ტირშიც ასროლინა და იქ პლასტმასის თევზი მოიგო. ახლაც შენახული აქვს. მერე მამამ მოუკლო მასთან სიარულს. „ბევრი საქმე მაქვს, ჩემო პატარა, კვირაობითაც კი მიწევს მუშაობა, - ებოდიშებოდა. 
ასე გავიდა ერთი წელი. მერე დედიკომ მეორე სამსახური იშოვა. ბებიაც მუშაობდა. ბიჭის ბაღიდან გამოყვანა სულ აგვიანდებოდათ. საღამოს, დანარჩენ ბავშვებს რომ მიაკითხავდნენ, ის ფანჯარას მიკრული ჩუმად ტიროდა, უკნიდან კი ბაღის აღმზრდელის ბუზღუნი ესმოდა: „ამ ბავშვის გულისთვის როდემდე უნდა ვიჯდე შუაღამემდე...“ 

***
ერთხელ დედამ ახალი ბიძია გააცნო.
ერთმანეთი არ მოეწონათ. ბიძია სულ საათზე იხედებოდა და დედას ეუბნებოდა: „წავიდეთ დროზე, დაგვაგვიანდება“.
ჰოდა, წავიდნენ... 
დედას იშვიათად ხედავდა. იმ ბიძიასთან გადავიდა საცხოვრებლად, ბიჭი კი ბებიასთან დარჩა - ბებიას სახლიდან ბაღი უფრო ახლოსააო...
მამამაც ცოლი მოიყვანა. ბებია-ბაბუამ ბინა მათ დაუთმეს, თვითონ კი სოფელში გადავიდნენ. მას შემდეგ ბიჭს აღარც ის ბებია-ბაბუა უნახავს.
მამიკო და მისი ახალი ცოლი ბავშვს ელოდებოდნენ, საერთო შვილს, ბიჭი კი უკვე უცხო იყო.
ზოგჯერ მას და ბებიას დედა მოინახულებდა ხოლმე, ცოტა ხანს დაილაპარაკებდა, ფულს დაუტოვებდა და მიდიოდა. როგორ უნდოდა დედასთან ერთად გასეირნება, მაგრამ...

მამას ზოგჯერ თავისთან მიჰყავდა, მულტფილმებს უყურებდნენ ერთად, კიდევ რაღაცებს თამაშობდნენ ხოლმე. მერე მამიკოს ახალმა ცოლმა პატარა გააჩინა და ბიჭუნას მათ სახლში მისვლა აეკრძალა: ბაღიდან ვირუსი არ მოგვიტანოსო.
დედიკოსაც გაუჩნდა ახალი შვილი და ახალი საზრუნავი. თან იქაც ეშინოდათ ბაღის ვირუსის...
ბიჭუნას ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ზედმეტი იყო და აღარავის სჭირდებოდა, ბებიას გარდა.

***
და აი, ახლა ყური მოჰკრა, როგორ ეუბნებოდა ბებია ტელეფონში დედას: „ძალიან მისივდება ფეხები. ექიმმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დავწვე საავადმყოფოში, რათა ადგილზე გამოიკვლიონ, ეს გულის ბრალია თუ თირკმელების. და რა ვუყოთ ბიჭს?“ 

***
ამ დროს მოაწვა ცრემლები თვალებშიც, ყელშიც...
„ყველას ხელს ვუშლი... ბებია, შენ მაინც ნუ მიმატოვებ, ნუ წამიყვანთ ბავშვთა სახლში. დედას არ ვუნდივარ, არც მამას ვჭირდები... შენ კი საავადმყოფოში უნდა დაწვე. მესმოდა, დედას ტელეფონზე რომ უთხარი. მე რა ვქნა? ბებია, იქნებ, ჯობია, რომ მოვკვდე...“ - ჩურჩულებდა პატარა და თან ცრემლები ახრჩობდა... 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?