„მე ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ“ - ალენ დელონის უკანასკნელი სიტყვები

ურთიერთობა

18 თებერვალი 22:00, 2018 წელი

„აქ ყველაფერი ყალბია, არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს აღარავინ ასრულებს. მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა...“

 

82 წლის ლეგენდარული მსახიობის ბოლო ინტერვიუ: „მე, დელონი და ჩემი ცხოვრების ინტერვიუ“, 10 იანვარს ჟურნალ Paris Match-ის სპეციალურ ნომერში დაიბეჭდა, რომელიც მსახიობის შემოქმედების 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ინტერვიუში დელონი საუბრობს თავის კარიერაზე, მეგობრებზე, შეცდომებზე, ოჯახზე, რომელთანაც რთული ურთიერთობა აქვს და იმ ერთადერთ ქალზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იპოვა. 

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ლეგენდად ქცეული პიროვნების ინტერვიუდან:

„ცხოვრებას ჩემთვის აღარაფერი მოაქვს. მე უკვე ყველაფერი ვნახე, ყველანაირი გრძნობა განვიცადე. მაგრამ აქ მთავარი მიზეზი ის არის, რომ მე მძულს ეს ეპოქა, მე ის გულს მირევს“. 


„მე მძულს ამ ეპოქის ადამიანები. აქ ყველაფერი ყალბია. არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს აღარავინ ასრულებს. ერთადერთი - ფულს აქვს მნიშვნელობა. ყოველდღე, დილიდან ღამემდე, მხოლოდ დანაშაული გვესმის. როცა ჩემი აღსასრულის დრო მოვა, ზუსტად მეცოდინება, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ...“


„ჩემ ირგვლივ იყვნენ და არიან ქალები, მაგრამ არცერთი არაა ისეთი, რომელთანაც სიკვდილამდე ვიცხოვრებდი...“ 


„მე ვარ არტისტი და არა - მსახიობი. მე არასდროს მისწავლია სამსახიობო ინსტიტუტში. მე ამისთვის არაფერი გამიკეთებია. 14 წლის ასაკში სკოლას თავი დავანებე, მერე ჯარში ვიმსახურე. მე იმ არტისტებს მივეკუთვნები, როგორებიც იყვნენ ჟან გაბენი, ლინო ვენტურა ან ბერტ ლანკასტერი - ძლიერი პიროვნებები, რომლებსაც ფილმებში იღებდნენ. და დღეს შემიძლია, ყოველგვარი მოკრძალების გარეშე განვაცხადო, რომ მე ეს საქმე გამომივიდა“.


„არასდროს დამისახავს მიზნად, რომ ასეთი კარიერა მქონოდა. ეს თავისთავად მოხდა. მე არ დავბადებულვარ „ალენ დელონად“. მე დიდი ხნის გარდაცვლილიც კი უნდა ვიყო. მაგრამ ამას უკვე ჩემი ბედისწერა ეწოდება“. 

ასეთი ემოციური იყო დელონის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც, ვისურვოთ, რომ უკანასკნელი იყოს მხოლოდ თარიღის მიხედვით და გენიალური არტისტი კიდევ ბევრ ფილმში გვენახოს.

სხვათა შორის, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს რეჟისორ პატრიკ ლეკონტის ფილმის გადაღებები, სადაც მთავარ როლებში ალენ დელონი და ჯულიეტ ბინოში არიან. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?