მეგონა, არასდროს გავთხოვდებოდი...

ურთიერთობა

15 მაისი 22:00, 2018 წელი

30 წლისა შინაგანად უკვე ასაკოვან ქალად ვგრძნობდი თავს, დღედაღამ ვმუშაობდი და არც კი ვფიქრობდი, რომ ოდესმე რამე შეიცვლებოდა...

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მას არ შევხვდი.
ამ შეხვედრის შემდეგ გავიგე, ვინ ვარ მე და რეალურად რა მინდა ამ ცხოვრებიდან... 

მის მიმართ სიმპათიას ვერ ვმალავდი, ის კი ჩემ გვერდით უზომოდ თავაზიანი და მზრუნველი იყო, მაგრამ ამავდროულად - საოცრად ცივი. 
ამას წყობიდან გამოვყავდი. არ ვიცი, ეს ეჭვიანობა იყო თუ, უბრალოდ, ბრაზი...

ჩვენ ერთად ვთამაშობდით სპექტაკლს. როგორც ჩანს, მის ყურამდე მიაღწია ჩემმა უკმაყოფილებამ... მორიგი სპექტაკლის დროს ერთ-ერთ სცენაში ისეთი ვნებით მაკოცა, ლამის გული წამივიდა. 
- როგორ უბედავ ამას მანდილოსანს?! - მკაცრად ვუთხარი.
- მანდილოსანს არა, ქალს, რომელიც ჩემზე ფიქრობს, რომ მე ცივი და უგრძნობი ვარ. 

იმწუთას მივხვდი, რომ ის ჩემი ცხოვრების მამაკაცი გახდებოდა.

ერთი კვირის შემდეგ რესტორანში დამპატიჟა. მივედი, ის კი არ ჩანდა...
გავიდა 10 წუთი, 20 წუთი, 1 საათი... 
უკვე საშინლად შეურაცხყოფილი წამოსვლას ვაპირებდი, როცა რესტორანში აჩქარებული ნაბიჯებით შემოვიდა...
ბოდიშებით და ახსნა-განმარტებებით ამავსო... და დავრჩი.

ამ დღიდან დაიწყო ჩვენი დიდი სიყვარულის ამბავი, თუმცა...

2-3 თვის შემდეგ, მორიგი პაემნის დროს მან წამოიწყო ლაპარაკი, როგორი მნიშვნელოვანია მისთვის მამაკაცური თავისუფლება, როგორ აფასებს თავის დამოუკიდებლობას და როგორ პრინციპულად უარყოფს ქორწინებას.

„მაშინ ჯობია, დავშორდეთ“, - მშვიდად ვუთხარი, თუმცა ღმერთმა იცის, რამხელა ძალა დამჭირდა ამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად. 

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, ის არ ჩანდა... 
და აი, ერთ დღესაც ტელეფონის ყურმილში ნაცნობი ხმა გაისმა:
- რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრა. შეიძლება, შენთან სახლში მოვიდე?

მე და დედა დავხვდით. შემოვიდა თუ არა, ყოველგვარი პრელუდიის გარეშე მიმართა დედაჩემს:
- ქალბატონო კაბალიე, მე უბრალო ადამიანი ვარ, დიპლომატიური საუბრები არ ვიცი. ამიტომ პირდაპირ მინდა გთხოვოთ - მომეცით ნება, თქვენი ქალიშვილი მონსერატი ცოლად შევირთო.

***
ეს ამბავი 1964 წელს მოხდა. მას შემდეგ მონსერატ კაბალიე და ბარნაბე მარტი, ცნობილი ტენორი, რომელმაც სცენა მალევე დატოვა, დღემდე ერთად არიან.
ბარნაბე ცოლს კულისებში ელოდებოდა ხოლმე, ხელში თბილი ბულიონით. ცოლი კი ნებისმიერი გასტროლის დროს, როცა თავისი ბარნაბე თან ვერ მიჰყვება, პროდიუსერებს მოთხოვნას უყენებდა, რომ იმ სასტუმროში, სადაც დაბინავდებოდა, კარგი სატელეფონო კავშირი ყოფილიყო.


 







დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?