5 გზა კარანტინში სიყვარულის შესანარჩუნებლად

ურთიერთობა

17 აპრილი 19:00

დღეების ერთ პატარა სივრცეში გატარება შესაძლოა, ბევრი წყვილისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდეს.

და თუკი ამას სტრესს, სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის გავრცელების საფრთხესაც დავუმატებთ, შესაძლოა ერთ დროს მოსიყვარულე წყვილმაც კი დაკარგოს თავი და დაშორების საფრთხის წინაშე დადგეს.


საბედნიეროდ ყოველთვისაა გზა იმისთვის, რომ ერთმანეთს კარანტინში ყოფნის სიძნელეები შევუმსუბუქოთ. ჩვენ შევკრიბეთ 5 გზა იმისთვის, თუ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ გავხადოთ ერთ ოთახში ცხოვრება ასატანი:


დაეხმარეთ ერთმანეთს ემოციურ კარუსელთან გამკლავებაში


კარანტინის პერიოდში სიბრაზიდან დაწყებული შიშით დამთავრებული ბევრ ემოციას გამოვცდით. ეს ემოციები ტალღებად მოდის.


შესაძლოა ერთ წუთს იცინოდეთ, მეორე წუთს კი სასოწარკვეთილი ტიროდეთ. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აუტანელი მოწყენილობა და გამოფიტვა ემატება. ეს ყველაფერი ნორმალურია, იმიტომ რომ ჩვენ სტრესულ და ჩვენთვის უცნობ სიტუაციაში ამოვყავით თავი - ანუ კარანტინში. ძალიან ცოტა ვიცით იმის შესახებ თუ რას უნდა ველოდოთ, რა შეიძლება მოხდეს ან როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.


დაეხმარეთ ერთმანეთს ემოციების ამ კასკადის გადალახვასა და მართვაში. სიტყვები „დაიკიდე რა“ ან „ამაზე ნუ დარდობ“ აქ არ გამოგადგებათ. ჩვენ ყველამ ვიცით, სიტუაცია რამდენად საშიში და სერიოზულია. ამიტომაც გულწრფელი აღიარება და დადასტურება, რომ „ვიცი, ეს მდგომარეობა შენც გაშინებს“ უფრო მეტად მართებულია ამ შემთხვევაში. მხოლოდ იმის გაცნობიერება, რომ ადამიანს უსმენ და მის პრობლემებს ეცნობი, ძალიან დიდი შვება შეიძლება იყოს პარტნიორისთვის.


ფოკუსირდი იმაზე, რომ იყო კეთილი და თავაზიანი


ნებისმიერმა სტრესულმა სიტუაციამ შეიძლება მეტნაკლებად გამოგიყვანოს წყობიდან. მაგრამ სხვა დროს, ნორმალურ პირობებში, გასეირნება და თუნდაც შესვენების აღება ყოველთვის შველის ადამიანს. თუმცა აქ მთავარი საფრთხე ისაა, რომ კარანტინში, პარტნიორთან ერთად, ერთ ოთახში ხარ და არც ერთმა იცით, ეს როდის დამთავრდება.


დაისახე მიზნად, გამოიწვიე საკუთარი თავი, რომ პარტნიორს ყოველთვის კეთილად მოეპყრო - არ აქვს მნიშვნელობა ხარ ამის ხასიათზე თუ - არა. მოუბოდიშე, თუკი ეუხეშე, სთხოვე პატიება ადრინდელი ჩხუბის გამო.


ყოველთვის გახსოვდეს, რომ კარანტინში ძალიან ცოტა რამაა, რისი კონტროლიც შეგიძლია, თუმცა ყოველთვის შეგიძლია აკონტროლო შენი ქცევები სხვების მიმართ. ასე რომ ეს ყოველთვის კეთილი და თავაზიანი უნდა იყოს.


გამოიმუშავე ჯანსაღი ჩვევები


კარანტინში უამრავ ჩვევაზე ვთქვით უარი, რაც ახლა სიგიჟემდე გვენატრება - მაგალითად, სეირნობა ფეხით ან მანქანით და მუსიკის მოსმენა ამ დროს. ისეთი ჩვევები, როგორიცაა დილით ნაჩქარევი საუზმე ერთად და ყავის თანხლებით მზადება; შუადღისას გაცვლილი სასიყვარულო მესიჯები და საღამოს ვახშამზე ოჯახთან ერთად მოყოლა, თუ როგორ ჩაიარა დღემ - ეს ყველაფერი თუკი ოდესღაც შეუმჩნეველი რუტინა იყო, ახლა ძალიან გვენატრება.


საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ახალ გარემოში ახალი რუტინა შევიმუშავოთ. მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, ხატვა, მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, ვარჯიში დაგვეხმარება სტრესს გავექცეთ და ცოტათი უკეთ ვიგრძნოთ თავი.


იმუშავე ემოციების მართვაზე და შენ საუკეთესო პარტნიორი გახდები კრიზისულ პერიოდშიც კი. პირველ რიგში, თავად მართე საკუთარი სტრესი და შემდეგ პარტნიორს დაეხმარე ამაში.


შეხედე ამას, როგორც შესაძლებლობას, რომ დაუახლოვდე მას


ურთიერთობის დასაწყისში წყვილებს ყოველთვის ენატრებათ ერთმანეთი და ამიტომაც, ერთ პატარა ოთახში გაურკვეველი დროით ჩაკეტვა მათთვის კოშმარს კი არა, საოცნებო სიზმარს ჰგავს.


თუმცა ურთიერთობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ნორმალურია, თუკი ჩვენ ჩვენი პირადი სივრცე გვჭირდება და მარტო ყოფნა ასე გვსურს. რა თქმა უნდა, ყოველთვის რომანტიკული ვერ დარჩები როცა ერთ ოთახში ხართ ჩაკეტილი.


სამაგიეროდ, თქვენ უამრავი დრო გაქვთ, რომ ისაუბროთ, ერთმანეთის ხასიათში მანამდე დაფარული შტრიხები გაიცნოთ და ერთად დრო ხარისხიანად გაატაროთ. ისაუბრეთ ყველაფერზე კორონა ვირუსის გარდა. განიხილეთ სამომავლო გეგმები, ის გაკვეთილები, რაც ამ პერიოდმა გასწავლათ და ჩამოთვალეთ რას შეცვლიდით მომავალში ერთად უკეთესად ცხოვრებისთვის.


იფიქრე, თუ რა გელის ამის შემდეგ


საუკეთესო გზა სტრესგან თავის დასაღწევად ისაა, რომ წარმოიდგინო საკუთარი თავი ერთი ან თუნდაც ხუთი წლის შემდეგ, როგორ იხსენებ კარანტინის პერიოდს. ეს დაგეხმარება აწმყოს განსახვავებული რაკურსით შეხედო. 


რა თქმა უნდა, ახლა და ამ წუთში კარანტინი ძალიან ანგრევს ყველას ფსიქიკას - და, რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ გვგონია, რომ მუდამ ასე გაგრძელდება. თუმცა საინტერესო ისაა, თუ როგორ გავიხსენებთ ამას მომავალში: როგორ დაგვაახლოვა კარანტინმა ერთმანეთს? როგორ გადავატანინეთ მძიმე პერიოდები პარტნიორს? ეცადე, მოიმარაგო კარგი ისტორიები მომავალში ამ რთული დროის გასახსენებლად.
 
ესაუბრე ამ ყველაფერზე შენს პარტნიორსაც. ერთად გამოსავალს ყოველთვის მოიფიქრებთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რატომ გახდა ელექტროსკუტერი მთელს მსოფლიოში ასეთი პოპულარული?

დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს გადაადგილებისთვის სჭირდება, ერთ პატარა აპარატშია ჩატეული, რომლის წონაც სულ რამოდენიმე კილოგრამია და 7800 ამპ/სთ ტევადობის, პატარა აკუმულატორით თამამად გაივლით რამდენიმე ათეულ კილომეტრს.
დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?