კორონასუტრა: სექსის 4 „წესი“ პანდემიის დროს

ურთიერთობა

26 აპრილი 23:00, 2020 წელი

#დარჩისახლში და დაიცავი დისტანცია - როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ეს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა, მაგრამ კარანტინი, ისევე როგორც სხვა ბევრი ერთფეროვანი საქმე, საკმაოდ მოსაწყენი აღმოჩნდა.

ინტერნეტი გადავსებულია რჩევებით, თუ რა ვაკეთოთ სახლში - დაწყებული წიგნების კითხვიდან, დამთავრებული ონლაინ-სწავლებით. მაგრამ კარანტინში ყოფნის დრო შესაძლებელია გამოვიყენოთ არა მხოლოდ სასარგებლოდ, არამედ სასიამოვნოდაც და დავკავდეთ იმ საქმიანობით, რაზეც აქამდე ხელი (შეიძლება, დრო და ფანტაზიაც) არ მიგვიწვდებოდა  - სექსუალური ექსპერიმენტებით!


რა თქმა უნდა, სექსის დროსაც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ უსაფრთხოების წესები. სასურველია, დროებით მოერიდოთ ახალ ნაცნობობას და იმ პარტნიორთან დაკავდეთ სექსით, რომელთანაც კარანტინში აღმოჩნდით.


როდესაც ერთად ხართ იზოლაციაში


სიუჟეტის განვითარება


ახლა ყველაზე კარგი დროა ცხოვრებაში ყველა ეროტიკული სცენარის განსავითრებლად. დაწყება მარტივად შეგიძლიათ - „ექთანი და პაციენტი“ (მით უმეტეს, სამედიცინო ნიღბები, ახლა უკვე საძებარი აღარ გვაქვს). მაგრამ ამაზე გაჩერება კატეგორიულად აკრძალულია. შესანიშნავი გასართობი საშუალებაა „ტვისტერი“, თუკი მას შიშვლები ითამაშებთ. ეს, სხვათა შორის, სექსუალური ახალი პოზებისთვის რამდენიმე იდეას გიკარნახებთ. კიდევ შეგიძლიათ ისარგებლოთ ეროტიკული სცენებით საყვარელი ფილმებიდან ან სერიალებიდან.


არასაბავშვო სათამაშოები


თუკი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადებისას თქვენი ფიქრები მხოლოდ საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთების მომარაგებაზე იყო კონცენტრირებული და სექსსათამაშოები არც კი გაგხსენებიათ (რაც არც არის გასაკვირი), არ იდარდოთ! თქვენ გარშემო უამრავი ნივთია, რომელიც ჩაგინაცვლებთ სექსსათამაშოების ასორტიმენტს: კბილის ელექტრო ჯაგრისი, რომელიც ვიბრაციაზე მუშაობს, სილიკონის ნიჩბები, რომლითაც შესანიშნავად გატყეპავთ პარტნიორს (შეეცადეთ, ძალები მოზომოთ), ჰალსტუხი, ქამარი და ჩულქები კი დასაბმელად გამოგადგებათ. მთავარი მაინც ფანტაზია და მონდომებაა. ფაქტია, რომ გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს.


გაწერილი გეგმა


შექმენით ეროტიკული გეგმა, იმისთვის, რომ ყოველდღიურად სცადოთ, მაგალითად ერთი ახალი პოზა ან ტექნიკა. ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ეს სპონტანურობას „კლავს“, მაგრამ ვენდოთ ფსიქოლოგების რჩევებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მსგავსი კალენდარი პირიქით, საჭირო განწყობას შეგიქმნით, განსაკუთრებით, თუკი ჩანაწერს პარტნიორთან ერთად განიხილავთ და წარმართავთ დისკუსიას, თუ რის გაკეთებას აპირებთ.


დისტანციის კონტროლი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უსაფრთხო დისტანციად მეტრნახევარი დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და თან, ჩაცმულ მდგომარეობაში. მაგრამ სექსის დროს (იზოლაციაში მუდმივ პარტნიორთან) შესაძლოა, დისტანციის წესები ოდნავ შეცვალოთ. მაგალითად, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პოზებს, რომლებშიც თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის დისტანცია ოდნავ მაინც იქნება დაცული. ამგვარი პოზები გაცილებით მეტია, ვიდრე წამში გაგიელვათ გონებაში: პოზა მხედარი, დოგი-სთაილი, მაკრატელი, 69 და ყველა მათი ვარიაცია.


მეცნიერები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ სექსი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სტრესთან (სიამოვნებით დავწერდი - კორონავირუსთან) საბრძოლველად. ორგაზმის დროს სხეული გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს ოქსიტოცინს, რომელიც იმუნიტეტზე დადებითად მოქმედებს. ძლიერი იმუნიტეტი კი ინფექციების დამარცხებაში დაგეხმარებათ. ამიტომ, ვიდრე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოგონებაზე მუშაობენ, ჩვენ ახალი პოზების დამკვიდრებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე ვიმუშაოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?