უახლესი კვლევა, რომლის შედეგი ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ Medicine & Science in Sports & Exercise-ში გამოქვეყნდა, ინტენსიურ ვარჯიშსა და ლიბიდოს დაქვეითებას შორის კავშირს ამტკიცებს.
კვლევის ავტორებმა გამოკითხვა ორ ნაწილად დაჰყვეს. პირველში მონაწილეები საუბრობდნენ რეგულარულ ვარჯიშებზე, მის ინტენსიურობაზე, ხანგრძლივობასა და სხვა ასპექტებზე. მეორე ნაწილი კი სექსუალური აქტივობისგან შედგებოდა: ვნება, სურვილები, ფანტაზიები.
კვლევაში 1077 კაცი მონაწილეობდა და მათი პასუხები ლიბიდოზე პუნქტებად იყო დაყოფილი: „დაბალი“ და „ნორმალური, მაღალი“. აშკარაა, რომ ვარჯიშის ნორმა, რომლის შესრულების შემდეგ ლიბიდო ქვეითდება, ყველა გამოკითხულთან ინდივიდუალური იყო, მაგრამ უმეტესობა მათგანი, ვისაც ლიბიდო ძალიან დაქვეითებული აღმოაჩნდა, ინტენსიურად და ხანგრძლივად ვარჯიშობდნენ.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სპორტსა და სექსს შორის კავშირი ტესტოსტერონის გამომუშავების სიმცირით აიხსნება. ენერგიის აქტიური დაკარგვის დროს სხეული იწყებს „საწვავის“ ეკონომიას. ხოლო ვინაიდან სექსი დიდ ენერგიას მოითხოვს, მცირდება ტესტოსტერონის გამომუშავება.
როგორ მივხვდეთ, რომ ჰორმონალური ფონი დარღვეულია?
თუკი კაცი მუდმივად წუწუნებს დაღლილობასა და სექსუალური ცხოვრების სურვილზე (ხედავთ, მხოლოდ ქალები არ ვიმიზეზებთ თავის ტკივილს) - ეს უკვე სეროზული ნიშანია.
მომხდარის დამტკიცება შესაძლებელია ტესტოსტერონზე ანალიზის ჩაბარებით. თუმცა, ექიმთან ვიზიტამდე შეგიძლიათ შეამციროთ ვარჯიშის ინტენსივობა და უფრო მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას.
ლიბიდოს აღდგენას შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს. ამიტომ მუდმივად გახსოვდეთ მარტივი ჭეშმარიტება - ზომიერება ყველაფერში საჭირო და მთავარია!