- გველთევზებზე სანადიროდ ნაპირიდან შორს შევცურეთ, - განაცხადა დაკავებულმა. - მე ცოლისგან საკმაოდ ვიყავი დაშორებული, როცა მისი ყვირილი გავიგონე. არ ვიცი, რა დაემართა: შესაძლოა, გულის შეტევა ან კრუნჩხვები. მე მასთან მივცურდი, ორივე ხელით თმებში ჩავებღაუჭე და ნაპირისკენ გამოვცურე. მაგრამ ნაპირამდე საკმაოდ შორი მანძილი იყო, მე მანამდეც უკვე საკმაოდ დაღლილი ვიყავი და ვერცკი შევნიშნე, როგორ გავუშვი ჩემი უბედური ცოლის თმებს ხელი. ის იმავე წამს ქვასავით წავიდა ფსკერისკენ!
- არ მინდა, ვამტკიცო, რომ თქვენ წინასწარი განზრახვით დაახრჩვეთ ცოლი, - შენიშნა ინსპექტორმა ვარნიკემ, - მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სავსებით შეგნებულად მიეცით ნება, დამხრჩვალიყო. თქვენ მისთვის ელემენტარული დახმარებაც კი არ აღმოგიჩენიათ. უფრო მეტიც, ნაპირზე გამოცურეთ და ახლა წყლიდან მშრალად ამოსვლასაც გეგმავთ.