ქრისტინე მარტიაშვილი: „საქართველოში მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობა რთულია“

X ფაქტორი

25 აპრილი 09:00, 2017 წელი

„X ფაქტორის“ სცენაზე ქრისტინე მარტიაშვილის გამოსვლას ჟიურის ემოციური შეფასებები მოჰყვა. „ცოტა არ იყოს, მეშინოდა, თუმცა ჩემი გამოცდილების საფუძველზე მქონდა იმედი, რომ შემდეგ ტურში გადავიდოდი“, - კონკურსანტი Funtime-ს საკუთარ გამოცდილებასა და პირად ცხოვრებაზე ესაუბრება.

ქრისტინე მარტიაშვილი: სცენაზე გასვლისას ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ჟიურის შეფასებისა და მაყურებლის ემოციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, კარგად ვიმღერე. გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის მთელი საქართველო მღერის, საქართველოში მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობა საკმაოდ რთულია. წელსაც კონკურსანტების კარგი ნაკადია...


- რა გამოცდილებით მოხვედით „X ფაქტორში“?
- სიმღერა 6-7 წლის წინათ, რესტორანსა და ლაუნჯებში დავიწყე. შემდეგ იყო მუსიკალური პროექტი „ახალი ხმა“, სადაც ლელა წურწუმიას გუნდის წევრი ვიყავი და პროექტს რინგიდან გამოვეთიშე. ამის შემდეგ  სამუშაოდ ანტალიაში წავედი. ყოველდღე სხვადასხვა სასტუმროს ბარში ვმღეროდი. ვიყავი უკრაინული „X ფაქტორის“ კონკურსანტი, სადაც ფინალშიც მოვხვდი. პროექტის დასრულების შემდეგ უკრაინაში დავრჩი და ბარებსა და რესტორნებში ვმღეროდი. ცოტა ხნის წინ ჩინეთში გავემგზავრე, სადაც ისეთივე ანაზღაურება მქონდა, როგორც  ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მალევე დავბრუნდი. ამ ეტაპზე არსად წასვლას აღარ ვაპირებ.


- „X ფაქტორი“ რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში?
- საქართველოში პოპულარობით ვერ გამოვირჩევი. „X ფაქტორში“ გამოჩენის შემდეგ მეტ შემოთავაზებას ველოდები. ჩემთვის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე პროექტში, რათა ჩემი მაქსიმუმის ჩვენება შევძლო. მინდა, ხალხის ყურადღება და სითბო დავიმსახურო.


- როდის მიხვდით, რომ სიმღერა თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია?
- ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ სიმღერას, როგორც პროფესიას, სერიოზულად არ აღვიქვამდი. წესით, მუსკომედიის თეატრის მსახიობი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემმა სასწავლებელმა აკრედიტაცია ვერ გაიარა და ვოკალისტის არასრული განათლება მაქვს. ბოლოს საინვესტიციო კომპანიაში ვმუშაობდი, რომელიც დაიხურა და სამსახურის ძებნა დავიწყე. იმ პერიოდში ჩემთვის შემოსავალი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბათუმში მიმტანად ვაპირებდი მუშაობას. მეგობრებმა მითხრეს, ძალიან კარგად მღერი და სახლში როდემდე უნდა იმღეროო. რამდენიმე ადამიანმა მოისმინა ჩემი ვოკალი და ასე დავიწყე სიმღერა ბარებში.


- სიმღერის გარდა, რა არის თქვენი ინტერესი?
- უცხო ენები მაინტერესებს და ამ ეტაპზე ესპანური ენის შესწავლა დავიწყე.


- თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით...
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მამა სამხედრო იყო, აფხაზეთის ომში დაიკარგა. დედა, 23 წლის ძმა და მამობილი მყავს, თუმცა უკვე წლებია, დამოუკიდებლად, მარტო ვცხოვრობ.


- ამჟამად თქვენი შემოსავლის წყარო მხოლოდ სიმღერაა?
- კი, ასეა. სხვადასხვა სახის ღონისძიებებზეც მიწვევენ და ბარებსა და რესტორნებშიც ვმღერი.


- ალბათ, გარეგნობის გამო კომპლიმენტი ხშირად გესმით...
- არ ვთვლი, რომ განსაკუთრებული სილამაზე მაქვს. საკუთარ თავზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, თუმცა ყველაზე მეტად ის კომპლიმენტი მახარებს, როცა მეუბნებიან, რომ მიზანდასახული და ძლიერი პიროვნება ვარ.


- თაყვანისმცემელი ბიჭები თქვენი გულის მოგებას როგორ ცდილობენ?
- ზოგი ყვავილებს მიგზავნის, ზოგიც ყურადღების მიპყრობას სხვადასხვა რომანტიკული სიურპრიზებით ცდილობს. ამ ეტაპზე  ჩემს ცხოვრებაში არსებობს ბიჭი, რომელიც ძალიან მომწონს და მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩვენ შორის ჯერჯერობით სერიოზული არაფერი ხდება, არც კი ვმეგობრობთ. შეყვარებულს რამდენიმე თვის წინ დავშორდი. ორი წელი მიყვარდა და ისეთი იმედგაცრუებული დავრჩი, რომ ამ ეტაპზე სერიოზულ ურთიერთობას თავს ვარიდებ.


- შეყვარებულთან დაშორების მიზეზი თქვენი კარიერა ხომ არ იყო?
- არა, ასე არ არის. მე უკრაინაში ვიყავი, ის კი სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. სიშორემ ერთად ყოფნაში ხელი შეგვიშალა, ხან მე არ ვიყავი საქართველოში, ხანაც - ის. დავიღალე ლოდინით და დავშორდი! მასზე საუბარი არც ღირს, რადგან არ იმსახურებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?