სანდრო ფარცვანია: პროექტში ყველა ჩემი მეგობარია. ძალიან შემართებით ვიყავი, თუმცა 4 სკამის ტური რომ ვერ გადავლახე, გული დამწყდა. სიმღერის მიტოვებას არ ვაპირებ და მინდა, დიდ წარმატებას მივაღწიო.
- სიმღერა როდის დაიწყე?
- 6 წლის ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე. ზუგდიდში ჩემი ვოკალის პედაგოგი მერაბ როდონაია იყო. ორი წელია, ზუგდიდიდან თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად და ახლა დათო ფორჩხიძის სტუდია „სახეში“ დავდივარ.
- თბილისში ვისთან ერთად ცხოვრობ?
- მე, დედა და ჩემი და მამიდაჩემთან ვცხოვრობთ. მამაჩემი ციხეშია და იქიდან მგულშემატკივრობდა. 7 წელი აქვს მისჯილი და საპატიმროში კიდევ 4 წელს გაატარებს. სრულიად რუსთავის ციხე მიყურებდა და მგულშემატკივრობდა.