სტეფანე: ,,გული დამწყდა, რომ Mix2ra საჩუქრის გარეშე დარჩა"

X ფაქტორი

4 ივლისი 14:15, 2017 წელი

მეგაშოუ „X ფაქტორის“ ფინალში, სანამ გამარჯვებული დასახელდებოდა, პროექტის სპონსორებმა კონკურსანტები გულუხვად დააჯილდოვეს. საჩუქრის გარეშე დატოვა ფილარმონია Mix2ra-მ.

სანამ ფილარმონიას დატოვებდნენ, ჯგუფ Mix2ra-ს წევრები Funtime - ს გაესაუბრნენ. 


მიხეილ ორჯონიკიძე: გამარჯვების მოლოდინი გვქონდა, თუმცა ჩემი ჯგუფისთვის დიდი მიღწევაა ის, რომ ფინალამდე მოვედით. Mix2ra - ს არანაირი საჩუქარი რომ არ გადმოგვცეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ფინალში სიმღერა ჩვენთვის უკვე დიდი საჩუქარია. 
ეკო ამყოლაძე: როცა ფინალში ხარ, გამარჯვებასაც და დამარცხებას ერთნაირად ელოდები. ჩვენს შემთხვევაშიც მოლოდინი 50/50-ზე იყო. 


- Mix2ra საჩუქრის გარეშე დარჩა...
- სამწუხაროა, თუმცა ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ჯგუფში ბევრნი ვართ და თუნდაც 6 საგზური, უკვე ბევრია. ჩვენი მთავარი ამოცანა ფინალში სიმღერა იყო და ვიმღერეთ.


Funtime - ს ჯგუფის მენტორი, სტეფანეც გაესაუბრა.


სტეფანე: Mix2ra-ს ბევრი გულშემატკივარი რომ ჰყავდა, ეს ძალიან მახარებს. საოცარი ფინალი იყო! ბედნიერი ვარ მათი ყველა გამოსვლით, თუმცა გული დამწყდა, რომ Mix2ra საჩუქრის გარეშე დარჩა. არა უშავს, ახალგაზრდები არიან და ყველაფერი წინ აქვთ! სამომავლოდ ერთობლივი გეგმებიც გვაქვს. 


პრიზების უმრავლესობა ყველაზე პატარა ფინალისტს გრიგოლ ყიფშიძეს ხვდა წილად, მათ შორის - 2000 ლარიანი სტიპენდია და ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთი.
გამარჯვებული სანდრო კურცხალიძის მთავარი პრიზი ავტომობილი „Mazda 3“ და თბილისში ოროთახიანი ბინაა.

პროექტის დასრულების შემდეგ გრიგოლ ყიფშიძე კულისებში დაბნეული და გახარებული დარბოდა. პროექტის სპონსორი კომპანიების მთავარმა რჩეულმა Funtime-ს ემოციები გაუზიარა.
გრიგოლ ყიფშიძე: ფინალში ისე ვიმღერე, რეპეტიცია ერთხელაც არ გამივლია. ბრონხიტი მქონდა, რამაც მეცადინეობაში ხელი შემიშალა. ცოტას ვნერვიულობდი, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არ ვიცი, ჩემი სიხარული როგორ გადმოგცეთ. ყველა საჩუქარი ძალიან გამიხარდა. განსაკუთრებით კი ელტონ ჯონის კონცერტზე გამგზავრება. ელტონ ჯონი რომ გავიგე, კანკალი დავიწყე. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?