„ხელები გამიბუჟდა, ვერაფერს ვგრძნობდი“ - ამაღელვებელი ნახევარფინალი

14 ივლისი 14:00, 2015 წელი

მეგაპროექტ „X ფაქტორის“ ნახევარფინალში წესები საკმაოდ მკაცრი იყო - დარჩენილი ექვსი კონკურსანტიდან პროექტს სამი გამოეთიშა.

კონცერტი ორ  ეტაპად წარიმართა. პირველად ქართული ტური დაიწყო, შემდეგ - უცხოური. 
თითეულმა კონკურსანტმა ორი ქართული სიმღერა შეასრულა.
სულ შემოვიდა 101 064 ზარი!
ზარების 27% ერგო და, მაყურებლის გადაწყვეტილებით, პირველი ფინალისტი გიორგი ნაკაშიძე გახდა.
ჯარისკაცისთვის ეს გამარჯვება ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა - იგი გუშინ იუბილარი იყო.
დაბადების დღეზე ამაზე კარგ საჩუქარს ვერც ვინატრებდიო, - აღნიშნა გიორგიმ FunTime-სთან საუბრისას.
მაყურებელთა ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე ნინი ბრეგვაძე გავიდა.
დარჩენილი კონკურსანტებიდან კი, ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში მარიამ ჯანჯღავა მოხვდა ბავშვების კატეგორიიდან.
ყველა აღნიშნავდა, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი მოსალოდნელი იყო, ალბათ ამიტომაც განსაკუთრებით განაწყენებულნი არც პროექტს მიღმა დარჩენილი კონკურსანტები იყვნენ.


თამთა გოდუაძე, ჯგუფების კატეგორიის მენტორი: დღეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. 6-დან სამი კონკურსანტი სახლში უნდა წასულიყო, ამას მგონი მარტო ერთი არ ელდებოდა - გიორგი ნაკაშიძე (იცინის). დანარჩენი არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩემი გუნდის წევრების აუტსაიდერებში ყოფნასაც არ ველოდებოდი, რადგან ბოლო ორი ლაივის მანძილზე უცვლელად მეორე ადგილზე იყვნენ. მოხდა ის, რაც მოხდა. ძალიან ამაყი ვარ მათი გამოსვლით. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ საკმაოდ რთული კატეგორია მყავდა. არც ჩემთვის და არც მათთვის არ იყო ადვილი ნახევარფინალამდე მოსვლა. ვფიქრობ, ყველამ ერთად თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი ბიჭები ფინალში რომ მენახა, მაგრამ არაუშავს.  მათ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ! რაც შეეხება ფინალს, უკვე ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. ფავორიტი ვინ მეყოლება, არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია.


თიკო მოსემღვდლიშვილი, კონკურსანტი: მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დავტოვე, ძალიან კარგი განწყობა მაქვს, ფინალსაც აუცილებლად  დავესწრები და ნინის ვუგულშემატკივრებ.


გიორგი ხაბურძანია, პროექტის პროდიუსერი: მთლად ასეთ შედეგებსაც არ ველოდებოდით, ფინალში მართლაც უძლიერესები გავიდნენ. საუკეთესო ფინალი გველოდება. იქნება ქართული ხალხური მუსიკის ტური, რომელიც ნამდვილად გამოწვევა იქნება ჩვენი კონკურსანტებისთვის. ალბათ სამივე იმსახურებს ფინალში ყოფნას. ხალხიც თითქოს ხვდება ამას და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. მაყურებელი ყოველთვის სამართლიანია.


ნინი ბრეგვაძე, კონკურსანტი: ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ხალხმა დამიჭირა მხარი. ფინალი ალბათ დაძაბული იქნება და წინ ძალიან დიდი ბრძოლა მელის.


ძმები გულაშვილები, კონკურსანტები: როდესაც ნახევარფინალში ხარ და ასეთი წესებია - სამი გადის და სამი რჩება, ყველაფერს უნდა ელოდო. გული დაგვწყდა, მაგრამ ვინც დარჩნენ, ძალიან მაგრები არიან და წარმატებას ვუსურვებთ.


სოფო ნიჟარაძე, გოგოების კატეგორიის მენტორი: ნინის ფინალში მოხვედრას ნამდვილად ველოდებოდი. მაყურებელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნინი მოსწონს. რაც შეეხება თიკოს,  ისეთი დაძაბული ვითარება იყო, არ ვიცოდი, როგორი გადაწყვეტილება მიმეღო. მე ჩემს გუნდს ვერანაირად ვერ ვუღალატებდი. საუკეთესო ნახევრფინალი ვნახეთ. ბევრიც ვინერვიულეთ და რეკორდული რაოდენობის ზარებიც შემოვიდა. ნინის  და გიორგის პროცენტული მაჩვენებლები თითქმის ერთნაირია, მაქვს გამარჯვების იმედი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.


გიორგი გაბუნია, ბიჭების კატეგორიის მენტორი: იცით, როგორ ნერვიულობდა გიორგი? თვითონ მითხრა, ასეთი რამ არასდროს დამმართნიაო, როდესაც სცენაზე გამოვედი, ხელები გამიბუჟდა, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდიო.
ეს ისეთი სიმღერაა, რომ შეცდომა დაუშვებელია. ალბათ ამანაც გამოიწვია მისი აღელვება.
ქართულ ტურს განსაკუთრებით ველოდებოდი, ვიცოდი, რომ გიორგის ნამღერი განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენდა. დიდი გულის ადამიანია და მან ეს სიმღერა გულთან ახლოს მიიტანა. როდესაც „ჰერიო ბიჭებო პირველად წაიმღერა, მაშინვე მივხვდი, რომ მაყურებელს აღაფრთოვანებდა.


გიორგი ნაკაშიძე: სცენაზე რომ დავდექი, არ ვიცი, რა დამემართა - ეს ემოცია ქართულმა სიმღერამ გამოწვია, ქართული ყოველთვის რთული სამღერია.


ასე რომ,  დაველოდოთ „X ფაქტორის“ გრანდიოზულ ფინალს, რომელიც 20 ივლისს გაიმართება.

საკნატუნო ამბები

მარტივი ხრიკები, რომლითაც ქალები კაცებს ატყუებენ (9 ფოტო)

ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან მიმართავდნენ ქალები სხვადასხვა საშუალებებს, რათა უფრო მიმზიდველები და ლამაზები წარმოჩენილიყვნენ. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს 21-ე საუკუნეში...
უცნობი ფოტოები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.