12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

INTERNET დაიჯესტი

11 იანვარი 23:31
217

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!


ვერძი

ჯანმრთელობა: ვერძებო, თავი შეიკავეთ სპირტიანი სასმელისგან, რადგან შეიძლება დამანგრეველი შედეგი მიიღოთ. ყოველი შემთხვევისთვის, საეჭვო შემადგენლობის არაალკოჰოლურ სასმელსაც უნდა ერიდოთ.

კარიერა: საჭირო ტემპი უკვე აკრიფეთ, ამიტომ შეგიძლიათ, ავტოპილოტი ჩართოთ და ცოტა შეისვენოთ. სანამ ყველაფერი თავისი სვლით ვითარდება, შეგიძლიათ, სასიყვარულო საქმეებს მიხედოთ. სამუშაოს ისედაც ძალიან დიდ დროს უთმობთ.

სიყვარული: თუ საყვარელი ადამიანისგან რაიმეს მიღება გსურთ, მის სინდისზე აპელირება საჭირო არაა. თუნდაც სინდისი საერთოდ არ ჰქონდეს, ის აუცილებლად გაიღვიძებს და ამ სამწუხარო ფაქტისგან გამოწვეული გაღიზიანება თქვენზე აისახება. თქვენ ხომ ეს არ გინდოდათ?


 


კურო

ჯანმრთელობა: კუროებო, კარგი და სრულყოფილი მოთელვის გარეშე სპორტით ნუ დაკავდებით, თორემ შეიძლება კუნთები და მყესები დაიზიანოთ. გირჩევთ, მკვეთრი მოძრაობებისგან ყოფით ცხოვრებაშიც თავი შეიკავოთ.

კარიერა: ხვალ შეიძლება, პედაგოგიური სახის სამუშაო გქონდეთ. გირჩევთ, როზგებზე, როგორც აღმზრდელობით პროცესში მაღალი ეფექტის მქონე მეთოდზე, დაივიწყოთ და ადამიანურად აუხსნათ, მისგან რას ითხოვთ.

სიყვარული: ალბათობა, რომ საყვარელი ადამიანი რაღაც პრინციპულად ახალს გეტყვით, საკმაოდ დაბალია, ამიტომ აუცილებელი არაა, მის ყოველ სიტყვას გაფაციცებით ელოდოთ. თუ, რა თქმა უნდა, ასჯერ მოსმენილის ასმეერთედ მოსმენა არ გსურთ. ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ, მისი განუმეორებელი ხმის ტემბრით დატკბეთ.


 


ტყუპები

ჯანმრთელობა: ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაში გაქვთ. ეცადეთ, რომ ეს მოცემულობა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ბოლოს და ბოლოს, კარგი განწყობა ხვალამდე მაინც შეინარჩუნეთ.

კარიერა: ცდუნება დიდია, მაგრამ ეცადეთ, სახლის საქმეები სამსახურებრივში არ აურიოთ. გახსოვდეთ, რომ ოჯახური მყუდროების შენარჩუნებისა და სამსახურში სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის იმაზე საშიში მტერი, ვიდრე ერთის მეორესთან შეთავსების მცდელობაა, არ არსებობს.

სიყვარული: ხვალ თქვენი განაწყენება ძალიან ადვილია. თქვენმა ახლობლებმა ეს მდგომარეობა შენიშნეს და ყველანაირად გიფრთხილდებიან, მაგრამ საკუთარ თავს თქვენც უნდა გაუფრთხილდეთ. თუ წინასწარ იცით, რომ რაღაც ტკივილს მოგაყენებთ, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ.


 


კირჩხიბი

ჯანმრთელობა: სასურველია, თქვენს რაციონში შედიოდეს რთული ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. ასევე, B ჯგუფის ვიტამინები და მცენარეული ცხიმები. ამ საქმეში ჩვეულებრივი შვრია დაგეხმარებათ.

კარიერა: რომელიღაც კოლეგასთან რთული და ხანგრძლივი საუბარი გელით, რომელიც სამსახურებრივზე მეტად, ადამიანურ ურთიერთობებს ეხება. ეცადეთ, ამ ადამიანთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, თორემ სამსახურში ყოფნა ძალიან გაგიჭირდებათ.

სიყვარული: ხვალ თქვენი ოჯახური ურთიერთობები მთლიანად თქვენი შეფის განწყობაზეა დამოკიდებული. თუ შეგაქოთ, სახლში იდილიური საღამო გექნებათ, თუ გეჩხუბათ, ჯავრს ოჯახის წევრებზე ამოიყრით. შესაბამისად, ეცადეთ, რომ დღეს სანიმუშო თანამშრომელი იყოთ. ოჯახური ბედნიერება ამად ღირს.


 


ლომი

ჯანმრთელობა: ნერვები დაწყვეტაზე გაქვთ. ეცადეთ, უარყოფითი ემოციები თქვენში არ დაიტოვოთ და „გარეთ“ გამოუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.

კარიერა: ხვალ სამსახურში კეთილგანწყობილი გარემოა. შეძლებთ თუ არა ამის თქვენი ინტერესებისთვის გამოყენებას, თქვენივე მონდომებასა და მიხვედრილობაზეა დამოკიდებული. იყავით მომთხოვნი და პრინციპული და შეძლებთ, ხელფასის მომატების საკითხი დადებითად გადაჭრათ.

სიყვარული: საყვარელი ადამიანი აპირებს, ისეთი მოულოდნელი საჩუქარი გაგიკეთოთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით. იმიტომ არა, რომ ძალიან ძვირფასი ან ძნელად საშოვნელია, უბრალოდ, თავისი არსით დაუჯერებელი და თქვენი რჩეულის ბუნებასთან სრულიად შეუსაბამოა.


 


ქალწული

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ისეთ პრობლემებს შეეჯახოთ, როგორიცაა ადვილად გაღიზიანება, გადაღლილობა და ძილის რეჟიმის დარღვევაც კი. თუ პრობლემის გადაჭრას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, ექიმს უნდა მიმართოთ.

კარიერა: ნუ იქნებით გულგრილი სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ. თუ გრძნობთ, რომ საქმეს დაუყოვნებლად უნდა შეუდგეთ და ფირმისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოთ, საქმეს შეუდექით. გახსოვდეთ, რომ თქვენი თავდადება აუცილებლად დაფასდება.

სიყვარული: საყვარელი ადამიანი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანსა და გასაოცარს გეტყვით, რასაც მის გარეშე ვერაფრით მიხვდებოდით. ეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ და დააფასოთ, რომ საჭირო დროს აუცილებლად გაგახსენდეთ და გაითვალისწინოთ.


 


სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღისთვის შეგიძლიათ, წინასწარ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი გეგმები მოულოდნელად არ დაირღვევა. მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ, თუკი დილიდან თავს შეუძლოდ იგრძნობთ, საკუთარი თავის ფორმაში მოყვანა საკმაოდ რთული იქნება.

კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ, რას გეუბნებათ თქვენი ხელმძღვანელი, როგორი ხმით და რა ფორმით გესაუბრებათ. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მას უკეთ გაუგოთ, ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც მას სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კარიერა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რაიმე სასიამოვნო გითხრათ, ისეთი რამ, რაც ადრე არასდროს უთქვამს. მოეკიდეთ ამ ფაქტს პატივისცემით და გაგებით, დააფასეთ მისი მცდელობა და სურვილი - მოგანიჭოთ სულიერი სიამოვნება და თქვენი რჩეული აუცილებლად შეეცდება, უფრო ხშირად გასიამოვნოთ.


 

მორიელი

ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით მოგიხდებათ სხვადასხვა რელაქსპროცედურები და, ასევე, დამამშვიდებელი მასაჟი. ეს პროცედურები რთული სამუშაო დღის შემდეგ ძალების აღდგენაში და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

კარიერა: ხვალ ძალიან საინტერესო წინადადებას შემოგთავაზებენ, რომელიც კარიერას ან პირად ცხოვრებას შეეხება - ან შეიძლება, ორივეს ერთად. შესაძლოა, ეს იყოს ოჯახური მოგზაურობა ქალაქგარეთ. წვრილმან საქმეებს სწრაფად მოაგვარებთ და სწორედ ამიტომ, რელაქსაციისა და სულიერი ძალების აღსადგენად დიდი დრო დაგრჩებათ.

სიყვარული: ხვალ შეეცდებით, შური იძიოთ საყვარელ ადამიანზე ყველა იმ მოყენებული ტკივილისთვის, რომელიც მან ოდესმე მოგანიჭათ, თუმცა, მოგიტანთ თუ არა ეს შურისძიება რაიმე სიამოვნებას, რთული სათქმელია. იქნებ სამომავლოდ თქვენი საქციელის შეგრცხვეთ კიდეც?


 

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ მშვილდოსნებს ენერგიის დამატებითი წყარო დასჭირდებათ, რადგან მათი ცხოვრებისეული ტონუსი მნიშვნელოვნად დაიკლებს. არ დაგავიწყდეთ დაბალანსებული კვებისა და საკმარისი ფიზიკური დატვირთვის შესახებ.

კარიერა: ყველაზე რთული სამუშაო პრობლემები წარმატებით გადაწყდება ფინჯან ყავასა ან ჩაისთან ერთად თქვენს სამუშაო კაბინეტში. შეეცადეთ, გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ, რაც არ უნდა კარგად გრძნობდეთ თავს თანამშრომლების გარემოში, ადრე თუ გვიან, მოგიწევთ, მოწყდეთ ფინჯან ყავას (ან ჩაის) და შეუდგეთ დასახული გეგმის შესრულებას.

სიყვარული: გვერდზე ყურება თქვენთვის სახიფათოა. სხვა ბედნიერი წყვილის შემხედვარე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში ხარვეზებს აღმოაჩენთ. ნაცვლად იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა სასიკეთოდ შეცვალოთ, ყველაფერს გააფუჭებთ და განაწყენდებით. იქნებ არ ღირს თქვენი და სხვისი ურთიერთობების შედარება?


 

თხის რქა

ჯანმრთელობა: ხვალ თქვენს ორგანიზმს განსაკუთრებით დასჭირდება კალციუმის მიღება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კბილის პასტის ჭამა დაიწყოთ. უბრალოდ, შეიძინეთ დიდი რაოდენობით ხაჭო და ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც კალციუმს შეიცავს.

კარიერა: თანამშრომლების წინაშე სპონტანური გამოსვლა მოგიწევთ და როგორც ყოველთვის, მთავარ ორატორად აგირჩევენ, რადგან დიდი აუდიტორია არასდროს გაბნევთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად ზუსტად, მოკლედ და გარკვევით გადმოსცეთ აუცილებელი ინფორმაცია და არ დაღალოთ მსმენელი.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება საკუთარ ოცნებასთან განშორება და თუკი ეს მოხდება, მისი ხასიათი სასტიკად გაფუჭდება. ამიტომ შეეცადეთ, გამოიცნოთ და გაითვალისწინოთ ყველაფერი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.


 

მერწყული

ჯანმრთელობა: ნებისმიერი ხმამაღალი საუბარი ნათესავებთან, ახლობლებთან ან კოლეგებთან არა მხოლოდ ნერვებს, არამედ ხმის იოგებსაც დაგიზიანებთ. ამიტომ მოიმარაგეთ მოთმინება და ყელის ტკივილის წამლები.

კარიერა: ხვალ საკუთარ თავს შეუცვლელ ადამიანად აღიქვამთ, რაც დილიდან ინტენსიურ მუშაობასა და საკუთარი თავის სიამაყეს გაიძულებთ. შეეცადეთ, მეორემ პირველს ხელი არ შეუშალოს, რადგან თქვენი შეუცვლელობა სულ მალე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

სიყვარული: ხვალ სიტყვა „სიყვარული“ თქვენთვის განსაკუთრებულ, თითქმის მისტიკურ მნიშვნელობას შეიძენს. მას მოკრძალებით გაიმეორებთ, თუმცა, ამ სიტყვით საყვარელ ადამიანს ნაკლებად მიმართავთ. მაგრამ, თუკი განუწყვეტლივ გაიმეორებთ ამ ჯადოსნურ სიტყვას, სამყარო თქვენთვის ულამაზეს ფერებში შეიმოსება.


 

თევზები

ჯანმრთელობა: ხვალ აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ სხვადასხვა პროცედურები სახის კანისთვის. ნაოჭების საწინააღმდეგო პროცედურები თქვენთვის განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდება. თუკი სილამაზის სალონში წასვლას ვერ მოახერხებთ, საკუთარი თავის მოვლა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

კარიერა: ხვალინდელი დღე ხელსაყრელია საკუთარი საქმიანობის დასაწყებად. სწორედ ხვალ მოგეცემათ შესანიშნავი საშუალება, საქმე ენერგიულად წამოიწყოთ და არსებულ თუ პოტენციურ კონკურენტებს მნიშვნელოვნად გადაუსწროთ. ამიტომ, ნუ შეჩერდებით - წინ წარმატებისკენ!

სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, გაიგოს, რისი თქმა ან გაკეთება გსურთ, ამიტომ თქვენი ყოველი ნაბიჯი მისთვის მოულოდნელობად და სასიამოვნო ან ნაკლებად სასიამოვნო სიურპრიზად აღიქმება. სრულიად შესაძლებელია, ამგვარი სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. 

წყარო: funtime.ge