7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

INTERNET დაიჯესტი

6 იანვარი 23:15, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი

ჯანმრთელობა: შესაძლოა, დაბალი არტერიული წნევის წყალობით, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ ხვალ მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ.

კარიერა: რთული დღე გელით, მაგრამ საღამო და ღამე გაცილებით მძიმე გექნებათ. ეცადეთ, შექმნილი ვითარებიდან მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება მიიღოთ, თორემ ამ დღის გახსენება ყოველთვის უსიამოვნო იქნება.

სიყვარული: ნებისმიერი ერთობლივი საქმიანობა (ახალი დივანის ყიდვიდან დაწყებული, გაფუჭებული ონკანის შეკეთებით დამთავრებული) მოულოდნელი სიხარულის მომტანი იქნება. ერთმანეთის აზრებს ისე კითხულობთ, რომ ნებისმიერ ნათელმხილველს შეშურდება. ალბათ, ამიტომაა თქვენი ერთობლივი შრომა ასეთი ნაყოფიერი.




კურო

ჯანმრთელობა: არ მოდუნდეთ. ეცადეთ, ფიზიკური დატვირთვა არ შეამციროთ და მეტი იაქტიუროთ, თორემ მერე ძალების მოკრება გაგიჭირდებათ.

კარიერა: იმის მიუხედავად, რომ დასვენების დღეა, სამსახურებრივ საქმეებზე ფიქრი და რამდენიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რადგან, თქვენ გარდა, ამის გაკეთებას ვერავინ შეძლებს.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს სურს, რომ მოულოდნელი სიამოვნება მოგანიჭოთ და შეძლებს კიდეც, თუ ზედმეტი კითხვებით, სახლში მოულოდნელად დაბრუნებით და გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობით ხელს არ შეუშლით.




ტყუპები

ჯანმრთელობა: შესაძლოა, დილას სახეზე შეშუპება შენიშნოთ, ამიტომ ძილის წინ ბევრ სითხეს ნუ დალევთ. ეცადეთ, სასთუმალი მაღალი და მოხერხებული იყოს. მედიკამენტების მიღება აუცილებელი არაა.

კარიერა: შემოქმედებით აღმაფრენას გრძნობთ? ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. იქნებ, ლექსის ან პოემის დაწერა გეცადათ? გამორიცხული არაა, რომ წერის პროცესში ჯანსაღი, პროფესიული იდეებიც დაგებადოთ.

სიყვარული: საყვარელი ადამიანისგან ყურადღების ნაკლებობას გრძნობთ, მაგრამ აუცილებელი არაა, რომ ეს აგრძნობინოთ. ასეთ შემთხვევაში, მთელი დღე მის დაწყნარებასა და იმის მტკიცებას მოუნდებით, რომ გულწრფელად გიყვართ.




ლომი

ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ სისხლნაკლებობისა და კუჭის დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მკურნალობას ჩაიტარებთ. ამის გაკეთება ძალიან მარტივია, თუ ყაბაყისგან მომზადებული კერძების მოყვარული ხართ.

კარიერა: პროფესიულ საქმეებში ცვლილებები გელით. გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო მიზეზის გამო, იძულებული ხართ, თითქმის დასრულებულ პროექტზე უარი თქვათ. ნუ იდარდებთ. მალე გაცილებით მომგებიან წინადადებას შემოგთავაზებენ.

სიყვარული: საყვარელი ადამიანი რაღაც საეჭვო ღონისძიებაში მონაწილეობას გთავაზობთ, რომელიც ნამდვილად არ მოგეწონებათ, თუმცა ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამს. თუნდაც ერთხელ, რატომ არ უნდა გარისკოთ?




ქალწული

ჯანმრთელობა: ორგანიზმიდან მომდინარე სიგნალების გამო, შორსმიმავალი დასკვნების გაკეთებას არ გირჩევთ. თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებლად კვალიფიციურ სპეციალისტთან უნდა შეათანხმოთ. სასურველია, რამდენიმესთან.

კარიერა: როგორც იქნა, თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ და მისი მაქსიმალურად გამოყენება გადაწყვიტეთ. ეს დღე თქვენთვის და თქვენი სახლისთვის საჭირო საყიდლებს უნდა მიუძღვნათ. ცუდი არ იქნება, თუ სახლის გარემონტებაზეც იფიქრებთ, მაგრამ სანამ სახლის მოწესრიგებას შეუდგებით, ჯერ თავი მოიწესრიგეთ. სილამაზის სალონი თქვენი მომსახურებისთვის ყოველთვის მზადაა.

სიყვარული: საყვარელ ადამიანს რომელიღაც რთულ საქმეში თქვენი დახმარება სჭირდება. სავარაუდოდ, მხოლოდ მორალური მხარდაჭერა შეგიძლიათ, თუმცა ეს მისთვის ფასდაუდებელი მხარდაჭერა იქნება.




სასწორი

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ პრობლემებში გაერკვეთ და თავი შეიკავოთ ხმაურიან ადგილებში ყოფნისგან. ახლა სულიერი სიმშვიდე და მარტოობა გჭირდებათ.

კარიერა: მოეშვით და არ იფიქროთ მომავალზე, მათ შორის კარიერულ წინსვლაზე. მომავალი მომავალში იქნება, მანამდე კი არსებობს მომენტი, რომელიც შესაძლოა, არასდროს განმეორდეს. დააფასეთ ის და მიიღეთ მისგან მაქსიმალური სარგებელი როგორც თქვენთვის, ასევე, გარშემომყოფებისთვისაც.

სიყვარული: იმდენად დიდი ხანია, საყვარელი ადამიანი არ გინახავთ, რომ შესაძლოა, საკუთარი თავი გამოიჭიროთ საპირისპირო სქესის სიმპათიური წარმომადგენლების დათვალიერებაში და ხანდახან მათი გაცნობის სურვილიც გიჩნდებათ. თუკი ეს არასწორად მიგაჩნიათ, სასწრაფოდ გაიხსენეთ ყველაფერი კარგი, რაც საყვარელ ადამიანთან გაკავშირებდათ.


 

მორიელი

ჯანმრთელობა: გაუფრთხილდით მუხლებსა და იდაყვებს. მოერიდეთ დარტყმებს, დაჟეჟილობას და მსგავსი სახის უსიამოვნებებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, გარდაუვალია თუკი, მაგალითად, „როლიკებით“ სეირნობას გადაწყვეტთ.

კარიერა: ხვალ, მთელი დღის განმავლობაში, სამსახურებრივი საკითხების სერიოზული განხილვა მოგიწევთ. რაც არ უნდა ეცადოთ საუბრის უფრო სახალისო თემაზე გადატანას, არაფერი გამოგივათ. ასე რომ, შეეგუეთ და დანებდით.

სიყვარული: ნუ შეგეშინდებათ რისკიანი, დაუფიქრებელი და გიჟური ნაბიჯის გადადგმა. დიდი ალბათობით, ეს სწორედ ის არის, რაც ძალიან გჭირდებათ, რაც დაგეხმარებათ დარდის გაფანტვასა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შეცვლაში.


 

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ ფიზიკურ მდგომარეობაზე მეტად მორალურად დაზარალდებით. ჭორები, თქვენ მიმართ ბოროტი გამოხედვა, ტყუილი და სხვა უსიამოვნო მოვლენები მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს.

კარიერა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ საზოგადოებრივ კავშირებს და სოციალური კონტაქტების განვითარებას. ჰკითხეთ ადამიანებს, რას ფიქრობენ თქვენზე. დიდი ალბათობით, ისინი შეწუხდებიან და კომპლიმენტებით აგავსებენ.

სიყვარული: ხვალინდელი დღე იდეალურია პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და მისი რეალიზებისთვის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. თუკი საყვარელი ადამიანი თქვენ გვერდით დარჩება, ის შეძლებს თქვენს დახმარებას. წინ უამრავი სიახლე და საინტერესო ამბები გელოდებათ.


 

თხის რქა

ჯანმრთელობა: ხვალ კვებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, შეუზღუდავად იყოთ - მიირთვით მაშინ, როდესაც შიმშილი შეგაწუხებთ, თუმცა, ეცადეთ, შიმშილის შეგრძნება წყურვილში არ აგერიოთ.

კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, არავითარ შემთხვევაში არ უღალატოთ დასახულ გეგმებს. შეიმუშავეთ ერთი მიმართულება, რომელიც უკვე განსაზღვრული გაქვთ და არავის მისცეთ უფლება, მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადაგახვევინოთ. გჯეროდეთ თქვენი წარმატების - ეს თქვენთვის აუცილებელია.

სიყვარული: შეებრძოლეთ საკუთარ მავნე ჩვევებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელი ადამიანი სწორად მოქცევისა და ცხოვრების აზრის შესახებ ხანგრძლივ ლექციებს წაგიკითხავთ. თუკი ლექცია მაინც შედგება, არ არის აუცილებელი, მას ყურადღებით მოუსმინოთ და მისი ყოველი სიტყვა დაიმახსოვროთ. მთავარია - თანხმობის ნიშნად დროულად დაუქნიოთ თავი.


 

მერწყული

ჯანმრთელობა: ხვალ ემოციურად გადატვირთული დღე გელოდებათ, ამიტომ კარგი იქნება, თუკი საკუთარი თავის კონტროლს შეძლებთ და გარშემომყოფების ნეგატიური გავლენის ქვეშ არ მოექცევით. მცენარეული ჩაი უდავოდ დაგამშვიდებთ.

კარიერა: ხვალ საკმაოდ ირონიული იქნებით და მხოლოდ ამ მიზეზით იგრძნობთ თავს გარიყულად. თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ კრიტიკას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზომიერება ყველგან საჭიროა. თუნდაც იმიტომ, რომ გუნდის ეფექტურობა შეინარჩუნოთ.

სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ ყველაფრისგან, რაც თქვენს გარშემო მოხდება. შესაძლოა, ეს კამათიც იყოს, ლანძღვაც და ურთიერთობის გარკვევაც - მათშიც არის გარკვეული ხიბლი. უბრალოდ, მისი ხშირად გამეორება არ ღირს: მოგბეზრდებათ.


 

თევზები

ჯანმრთელობა: სერიოზულად დაფიქრდით, რა გაწუხებთ და კონკრეტულად რა გტკივათ. არაფერი? და ამაში ნამდვილად დარწმუნებული ხართ?

კარიერა: ხვალ თქვენი განწყობა სინათლის სისწრაფით შეიცვლება: ცრემლებიდან ისტერიულ სიხარულამდე. რა გაეწყობა, ამგვარი რამ გემართებათ, უბრალოდ, შეეცადეთ, მაინც აიყვანოთ თავი ხელში, რადგან შესაძლოა, სწორედ ხვალ შეხვდეთ ერთ საინტერესო ადამიანს და არ გსურთ, მის წინაშე ღირსეულად გამოიყურებოდეთ?

სიყვარული: საყვარელ ადამიანს მოეჩვენება, რომ მას იუმორის განსაკუთრებული გრძნობა აქვს და ბევრ შემთხვევაში თქვენ მას ვერ დაეთანხმებით. ვარსკვლავები გირჩევენ, მიანიშნოთ თქვენს მეორე ნახევარს, რომ არსებობს თემები, რომლებიც თქვენთვის სასაცილო და სახალისო სულაც არ არის.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?