30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:  თავს შეუძლოს გრძნობთ. თავბრუს ხვევა, თავის სუსტი ტკივილი და გულის რევის შეგრძნება გაქვთ, ამიტომ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა სხვა დროისთვის უნდა გადადოთ და დაისვენოთ.
კარიერა: ნუ ცდილობთ დიდი მოგება მიიღოთ, ის ყოველთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს დღეს კი ავანტიურებისთვის არ გამოდგება. ეცადეთ, აფიორის მსხვერპლი არ გახდეთ.
სიყვარული: ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენი ცხოვრების რიტმი სულ უფრო ჩქარდება და მალე საქმესთან გასამკლავებლად დღე-ღამეში 24 საათი აღარ გეყოფათ. ეს ნიშნავს, რომ საყვარელ ადამიანს საკმარის დროს ვეღარ დაუთმობთ. იქნებ, სიყვარულის გამო, რაღაცას შეელიოთ?




კურო
ჯანმრთელობა:
ძლიერი ემოციური დატვირთვის შემდეგ შესაძლოა, ისეთმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, როგორიც დაბნეულობა, გადაღლილობა და უძილობაა. ეცადეთ, სიტუაციის გამოსწორება მოახერხოთ.
კარიერა:
ამ დღეს ბევრი უინტერესო და უსიამოვნო საქმის გაკეთება მოგიწევთ. სამწუხაროდ, ეს თქვენი უშუალო მოვალეობების ნაწილია, ამიტომ თავს ვერ დაიძვრენთ. შესაძლოა, მხოლოდ ტომ სოიერის გამოცდილების გახსენება დაგეხმაროთ.
სიყვარული: უკეთესი იქნება, თუ საუბრის ნაცვლად, ჩუმად დასხდებით და ერთმანეთს თვალებში ჩახედავთ. თუნდაც რამდენიმე წუთით სიჩუმესა და მარტოობაში ყოფნა ორივეს ძალიან დაგამშვიდებთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ამ დღეს კატეგორიულად აკრძალულია კვების შეზღუდვა. მიირთვით რაც გსურთ და რამდენიც გსურთ. დიეტას მერეც მოასწრებთ.
კარიერა: შანსი გაქვთ, რომ თავი ბრძენ ადამიანად იგრძნოთ: უფროსთან, კოლეგებთან და ხელქვეითებთან საერთო ენას ადვილად ნახულობთ. ზომიერი ხმის ტემბრი, მშვიდი და არგუმენტირებული საუბარი ძალიან დაგეხმარებათ.
სიყვარული:  ამ დღეს საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო, თბილ და ლამაზ სიურპრიზს უნდა ელოდოთ.  დილიდან მოამზადეთ თქვენი განუმეორებელი და მომხიბვლელი ღიმილი - ის ძალიან დროული იქნება.


       

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თქვენს ორგანიზმს ამჟამად ყველაზე მეტად კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი ხილი და ბოსტნეული სჭირდება. შეგიძლიათ, სხვადასხვა სუნელის თანხლებით, პატარა ექსპერიმენტები ჩაატაროთ. ამჟამად, მრავალფეროვნება თქვენთვის სასარგებლო იქნება.
კარიერა: ყურადღების ცენტრში ხართ. როგორც კი რაიმე ღონისძიების ორგანიზებას დაგავალებენ, გრძნობთ, რომ ახალი ენერგიით და საინტერესო იდეებით ივსებით. იქნებ, მოღვაწეობის სფეროს გაფართოებაზეც გეფიქრათ?
სიყვარული:
ამ დღეს თავს საყვარელ ადამიანის გვერდით გაცილებით ბრძენად გამოჩნდებით. გირჩევთ, შექმნილი უპირატესობით ისარგებლოთ და თქვენი ურთიერთობისთვის მეტი სარგებელი მიიღოთ. მომავალში ძალიან გამოგადგებათ.




ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა ისეთმა პრობლემებმა შეგაწუხონ, რომლებიც უკვე დაძლეული გეგონათ. განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ლომებს მართებთ, რომლებიც პროფილაქტიკურ ზომებს არაფრად აგდებენ და ორგანიზმიდან წამოსულ საგანგაშო სიგნალებს უყურადღებოდ ტოვებენ.
კარიერა:
როგორც ჩანს, ჩანაფიქრის განხორციელებისთვის გარისკვა მოგიწევთ. გირჩევთ, ძალები მოიკრიბოთ და საქმეს შეუდგეთ. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილებისთვის მზად თუ არ ხართ, სარისკო ნაბიჯებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
სიყვარული საყვარელი ადამიანის შემოთავაზებული სამყარო ძალიან გხიბლავთ. ის იმდენად მართალი, ჰარმონიული და მყუდრო გეჩვენებათ, რომ სამუდამოდ მასში დარჩენა გსურთ. სანამ ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაფიქრდით: რეალობა და სარეკლამო კამპანია ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება, თანაც, არსებითად.




ქალწული
ჯანმრთელობა:
დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. სავარაუდოდ, მკურნალობა შედეგს ისე სწრაფად არ მოგცემთ, როგორც თქვენ გსურთ, თუმცა ცოტას თუ მოითმენთ, გაუმჯობესებას აუცილებლად იგრძნობთ.
კარიერა: იმ ყველაფერით, რასაც შეფი გეტყვით, დიდად ნუ აღფრთოვანდებით. სავარაუდოდ, მისი სიტყვები ძალიან იმედის მომცემად ჟღერს, მაგრამ საბოლოოდ, ცარიელ დაპირებად დარჩება.
სიყვარული: თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის საკმაოდ სერიოზული საუბარი გაიმართება, რომელიც  წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე დასკვნების გამოტანას გაიძულებთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი უბის წიგნაკში ჩაიწერეთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
თქვენთვის სასარგებლო იქნება, თუკი ხვალინდელ დღეს სიწყნარესა და სიმშვიდეში გაატარებთ. მარტოობა, შესაძლოა აზრების კონცენტრირებაში და საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
კარიერა: ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. ყოველთვის ტაქტიკურად იფიქრეთ და წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი ქმედებების შედეგი.
სიყვარული: საყვარელ ადამიანსა და ოჯახს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. შეეცადეთ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოთ, რათა რომელიმე მხარე განაწყენებული, დამწუხრებული ან გაბრაზებული არ დაგრჩეთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: დროა სერიოზულად მოეკიდოთ საქმეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადეთ. ხვალიდან ნამდვილად შეძლებთ, იპოვოთ გზა და ეფექტურად გაუმკლავდეთ ყველა სირთულეს. შეეცადეთ, სამომავლოდ უკეთ იზრუნოთ საკუთარ თავზე.
კარიერა: ამ დღეს მორიელებს მუშაობის უჩვეულო სურვილი გაუჩნდებათ. შესაძლოა, გარშემომყოფებისთვის ნამდვილი სასჯელი იყოთ. შეეცადეთ ნაკლებად შეეხოთ კოლეგებს.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი სიყვარულისთვის ნებისმიერ სიგიჟეზეა წამსვლელი, ამიტომ, შეგიძლიათ აქტიურად ისარგებლოთ შექმნილი სიტუაციით თქვენს სასარგებლოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ მოგიწყვეტენ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს უარი თქვით სოლარიუმში ვიზიტზე: უმჯობესია ეს პროცედურა დროებით გადადოთ. მანამდე კი კანის ფერის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ პილინგი გაიკეთოთ, რათა მკვდარი უჯრედები მოიშოროთ, რომლებიც თქვენს კანს მუქ შეფერიოლობას აძლევს.
კარიერა: ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში. დარწმუნებული იყავით არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ, გარშემომყოფ ადამიანებშიც. თქვენი თანამშრომლები მშვენივრად გრძნობენ, თუ რამდენად ენდობით მათ, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი ინტერესი სამსახურის მიმართ.
სიყვარული: ამ დღეს გააცნობიერებთ, რომ პირად ცხოვრებას უპასუხისმგებლოდ ეკიდებით და ამ მხრივ რაღაცის შეცვლას მოინდომებთ. თუმცა, ეს ცვლილებები შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო არც აღმოჩნდეს, თუკი ამ ყველაფერს საყვარელ ადამიანთან ერთად არ განიხილავთ. ჰკითხეთ მას რჩევა - ზედმეტი არ იქნება!


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ამ დღეს შესაძლოა, ზედმეტად გაღიზიანებული იყოთ, რაც თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. შეეცადეთ, ისწავლოთ სწორად დასვენება და საკუთარი სულიერი ძალების აღდგენა.
კარიერა: ეს დღე განსაკუთრებით რთული იქნება იმ თხის რქებისთვის, რომლებიც იურისპრუდენციის სფეროში მუშაობენ. მიზნის მისაღწევად ძალიან აქტიურად მოგიწევთ მუშაობა, მაგრამ მარტო ვერაფერს გახდებით - დაიხმარეთ მაღალჩინოსანი მეგობარი, თუკი ამგვარი თქვენს ნაცნობებში არსებობს.
სიყვარული: ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, დაიმალოთ საკუთარ „ჯავშანში“ და არანაირი პირობით არ გამოძვრეთ იქედან. ხვალ საკმაოდ მგრძნობიარე იქნებით და შესაძლოა, ნებისმიერმა გაწყენინოთ, პირველ რიგში, კი საყვარელმა ადამიანმა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუკი ახალი შთაბეჭდილებების ძიებას დაიწყებთ: ეს ძალიან გჭრდებათ იმისთვის, რომ დეპრესიაში არ ჩავარდეთ. შეეცადეთ, ბევრი არ ინერვიულოთ უმნიშვნელო წვრილმანებზე, ეს ვერაფერს გიშველით,  მხოლოდ თავს აგატკიებთ.
კარიერა: დირექტორის სიტყვებზე ბევრი ფიქრი არ მოგიწევთ, მთავარია მათი ინტერპეტირება სწორად მოახდინოთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველაფერი გასაგები იქნება, ყველანაირი დამატებითი კომენტარის გარეშე.
სიყვარული: ნუ გადააჭარბებთ და თქვენს საყვარელ ადამიანს ბევრ დავალებას ნუ მისცემთ მათ, რადგან შესაძლოა, ამით მასთან ურთიერთგაგება დაკარგოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, იპოვოთ გამოსავალი, თუ როგორ უნდა გამოხვიდეთ სტრესული სიტუაციებიდან, რადგან მუდმივი ფსიქოლოგიური პრობლემები თქვენს ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს.
კარიერა: ნუ მოინდომებთ სამუშაოს დროზე ადრე დასრულებას და ამით ხელმძღვანელთან ტრაბახს. ის თქვენს მცდელობას სწორად ვერ შეაფასებს, იფიქრებს, რომ ნაკლებად დატვირთული ხართ და ახალ, უფრო რთულ დავალებას მოგცემთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის გაცნობიერება, თუ რატომ შეიცვალა თქვენი ურთიერთობა ასე ძალიან და რამდენად ხანგრძლივია ეს ცვლილებები. ის რაღაცნაირად შეეცდება, ტაქტიკურად გამოგკითხოთ მოვლენების მოულოდნელად შეცვლის მიზეზის შესახებ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?