31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თქვენი ხერხემლის მდგომარეობას. შესაძლოა, თქვენი პრობლემების უმეტესობა სწორედ მასთან არის დაკავშირებული. ალბათ, დროა რეკომენდაციისთვის სპეციალისტს მიმართოთ და სპეციალური ვარჯიშები დაიწყოთ.
კარიერა: ნუ ცდილობთ, კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი აკონტროლოთ. რაღაც მაინც გამოგეპარებათ. ეცადეთ, საკუთარი რელსებიდან არ ამოვარდეთ, თორემ შედეგი ძალიან სამწუხარო იქნება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი რაღაც სასიამოვნო გზავნილს მოგიძღვნით, წერილის, სმს-ის ან ფანჯრის წინ ასფალტზე სასიყვარულო წარწერის სახით. ეცადეთ, შეაქოთ და წაახალისოთ. ხომ ნამდვილად გაგიხარდათ?




კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, არტერიული წნევის მომატებამ შეგაწუხოთ, ამიტომ თავი შეიკავეთ ისეთი პროდუქტების მიღებისგან, რომლებიც ამ პროცესს ხელს უწყობენ. გირჩევთ, ყავის დალევაზე უარი თქვათ.
კარიერა: ამ დღიდან თქვენს ცხოვრებაში გარდატეხის ეტაპი იწყება. ნუ განიცდით და ნერვიულობთ, თუ გეგმების შეცვლა გიწევთ. ყოველდღიური პრობლემების მოგვარების უჩვეულო  გზები და არაორდინალური აზროვნება მხოლოდ მუშაობაში კი არა, იმ პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ, რომლებიც თქვენგან უზარმაზარ ძალისხმევას ითხოვს. 
სიყვარული: საყვარელი ადამიანის გაგება გიჭირთ, რადგან სრულიად განსხვავებული კატეგორიებით აზროვნებთ. არ იდარდოთ, ამაშიც არის რაღაც მომხიბვლელობა.  




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, იუმორით მიიღოთ და სევდა ახლოს არ გაიკაროთ. მით უმეტეს, რომ სხვა გზა არც გაქვთ.
კარიერა: მუშაობის არავითარი სურვილი არ გაგაჩნიათ, მაგრამ იძულებული ხართ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას შეუდგეთ. თქვენსავე ინტერესებშია, საქმე დროულად დაასრულოთ და დასვენებისთვის საჭირო დროც დაგრჩეთ.
სიყვარული: შეარჩიეთ მუსიკა, რომელიც თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის განწყობას შეესაბამება. მხოლოდ საჭირო მელოდიის აკომპანიმენტზე შეძლებთ, სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიოთ. 


   
     
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ პრეპარატებს, რომლებიც თქვენს სააფთიაქო ყუთში ინახება. შესაძლოა, ვადაგასული წამლის აღმოსაჩენად, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს, მცირე რევიზიის ჩატარება დაგჭირდეთ.
კარიერა: ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია, ამიტომ ეცადეთ, ორგანიზმი მუშაობით არ დაიზიანოთ. გადაღლილობით შესაძლოა, ის შრომისუუნაროდ აქციოთ.
სიყვარული: თქვენს რჩეულს უჭირს საკუთარ თავში გარკვევა და იმის დადგენა, რა სჭირდება სრული ბედნიერებისთვის. შესაძლოა, ასეთმა ფიქრებმა თქვენთან კონფლიქტამდეც კი მიიყვანოს, თუმცა ეცადეთ, გაუგოთ და ამაზე ყურადღება არ გაამახვილოთ. 


 



ლომი
ჯანმრთელობა:
მზად იყავით მოვლენათა მოულოდნელი განვითარებისთვის. ყოველთვის თან იქონიეთ მედიკამენტები, რომლებითაც ყველაზე ხშირად სარგებლობთ, რომ რთული სიტუაციიდან გამოსვლა შეძლოთ.
კარიერა: ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხვალ თქვენი კოლეგები სრული დატვირთვით არ იმუშავებენ. ეცადეთ, წონასწორობიდან არ გამოხვიდეთ და მათთან აღმზრდელობით თემაზე ლექციების კითხვა არ დაიწყოთ. ეს სიტუაციას არ შეცვლის, თქვენს ურთიერთობას კი მნიშვნელოვნად გააფუჭებს. გახსოვდეთ, რომ ზარმაცების სინდისის გაღვიძება მხოლოდ საკუთარი, გმირული შრომით არის შესაძლებელი.
სიყვარული:
კარგი დღეა იმისთვის, რომ წარსულს დაემშვიდობოთ და ძველი საქმეები დაასრულოთ. თუ მომაბეზრებელი თაყვანისმცემლისთვის კარის მიჯახუნება გსურთ, ამის გაკეთებას დღეს გირჩევთ. არავინ იცის, ასეთი შესაძლებლობა კიდევ როდის გექნებათ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ კანის მდგომარეობას. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ სერიოზული დახმარება გაუწიოთ.
კარიერა: 
ხვალ თქვენი პირადი ცხოვრება საზოგადოებრივს დაუპირისპირდება და ეს შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით მოხდეს: ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებული ხართ სახლსა თუ სამსახურში, ერთმანეთს შეხვდებიან და ისაუბრებენ. ეს კი არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული: გირჩევთ, რომანტიკული პაემანი ბუნებაში, სუფთა ჰაერზე დაგეგმოთ. იდეალური იქნებოდა ოკეანის ნაპირთან ჯდომა, თუმცა მისი მცირე ალტერნატივაც დასაშვებია, ტბის ან წყალსაცავის სახით.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
თუკი თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით აქტიურ გეგმაზე გსურთ გადასვლა, მაშინ დროა იმოქმედოთ, რადგან შესანიშნავ ფორმაში ხართ, კარგად გამოიყურებით და, ყველაფრის მიუხედავად, პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ.
კარიერა:
ხვალ მთელი დღის განმავლობაში შეეცდებით, ენერგიული იყოთ, მაგრამ თქვენი აპათია გარშემომყოფებს მაინც ცუდად მოეჩვენებათ და მთელი თქვენი მონდომება - იყოთ ძალიან მხიარულ განწყობაზე - ფუჭად ჩაივლის. უმჯობესია, არც ეცადოთ.
სიყვარული: თუკი საყვარელი ადამიანისგან რაიმე საიდუმლოს ინახავთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინეთ იმისთვის, რომ მან ამ საიდუმლოს შესახებ ფიქრიც კი არ დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობა დაიძაბება, რაც არაფერში გჭირდებათ, განსაკუთრებით ხვალ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, ვირუსული დაავადება შეგეყაროთ, ეს რისკი განსაკუთრებით მორიელების მშობლებზე ვრცელდება, რომლებიც დაავადებულ შვილს უვლიან. ასე რომ, ყურადღებით იყავი საკუთარი თავის მიმართ.
კარიერა: თქვენს ეფექტურობაზე გაცილებით მეტი იქნება დამოკიდებული, ვიდრე თქვენს რეპუტაციაზე და ხელფასზეც კი. ნუ ჩამორჩებით სხვებს, წარმოაჩინეთ  საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ, იმ შემთხვევაშიც, თუკი მას დახმარებას არ სთხოვთ. შესაძლოა, საუკეთესო დახმარება თქვენთვის ის იყოს, რომ, უბრალოდ, მან ხელი არ შეგიშალოთ, თუმცა ის, როგორც ჩანს, საკუთარ აზრზე დარჩება და ყველაფერს ისე გააკეთებს, რომ მისი წყალობით მდგომარეობა ცოტათი მაინც შეგიმსუბუქდეთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე მშვილდოსნებს წარმატებას ჰპირდება. განსაკუთრებით კარგად იგრძნობენ თავს ის მშვილდოსნები, რომელთაც ბოლო დროს სისუსტე ახასიათებდათ და საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდ დროს ვერ უთმობდნენ.
კარიერა:
ვარსკვლავები ოდნავ რთულ დღეს გპირდებიან, მაგრამ არა მხოლოდ თქვენ. გარშემო ყველა ძალიან დატვირთული იქნება და თქვენც მათ ფონზე ისე გამოიყურებით, როგორც შეუვალი კლდე - კომპანიის საიმედო პირი. არ დაგავიწყდეთ და შეეცადეთ, ხელმძღვანელმაც შეამჩნიოს თქვენი ეს მონდომება.
სიყვარული: ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა გაიღიმოთ, რათა თქვენმა საყვარელმა ადამიანმა თქვენზე არ ინერვიულოს. მისი ნერვიულობა ნაკლებად დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში, მაგრამ მას ბევრ რამეში შეუშლის ხელს, ამიტომ უმჯობესია, თქვენს რჩეულს თქვენი ცხოვრების დეტალების შესახებ არ მოუყვეთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, თქვენს გარშემო სამყაროში დადებითი მომენტები ეძებოთ, რადგან ისინი საჭირო ენერგიით დაგმუხტავენ და დაგეხმარებიან საერთო სისუსტის დაძლევაში.
კარიერა:
თუკი ხვალ საპასუხისმგებლო დავალების შესასრულებლად ინიციატორი ადამიანი დასჭირდებათ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან და თქვენი პროფესიონალური უნარები გამოავლინეთ. დირექტორებს უყვართ აქტიური თანამშრომლები, ხოლო როცა ისინი, აქტიურთან ერთად, ყოჩაღებიც არიან, მაშინ მათი ფასი მატულობს.
სიყვარული: ხვალ სრულიად შესაძლებელია, იმ ადამიანს შეხვდეთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, თეთრ რაშს, თეთრ მერსედესსა და სპილოს ძვლისგან აშენებულ სასახლეს ვარსკვლავები არ გპირდებიან, მაგრამ მშობლიურ თვალებს მომენტალურად გამოარჩევთ ბრბოდან: გაცნობის პრობლემა არ შეგექმნებათ, მაგრამ ყურადღების მიქცევა საკუთარი თავის მიმართ შესაძლოა, გაგიჭირდეთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას არაფერი ემუქრება, სამაგიეროდ ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ თამამად გასცეთ რჩევები, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე.
კარიერა: დანიშნული შეხვედრის გადადება არც ფიქროთ, რადგან ამგვარი ქმედების შედეგი ყველაზე წარმოუდგენელი იქნება. ასე რომ, მოიშორეთ სიზარმაცე და შეეცადეთ, საჭირო განწყობა შეიქმნათ. თქვენთვის, უბრალოდ, აუცილებელია რეპუტაციის შენარჩუნება.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, დაივიწყოთ ყველა მიღებული და საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესახებ და საყვარელ ადამიანთან ერთად ისე მოიქცეთ, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ და არა ისე, როგორც გარშემომყოფებს სურთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ურთიერთობა მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შეცდომა ყველაზე კვალიფიცირებულ სპეციალისტებსაც მოსდით და გამორიცხული არ არის, თქვენც შეცდეთ.
კარიერა: რაც უფრო ნაკლები სამუშაო გექნებათ, მით უფრო მეტად მოგეჩვენებათ, რომ მზად ხართ, მთები გადადგათ. ეს მცდარი შთაბეჭდილებაა, ასე რომ, საკუთარ თავზე ძალიან ბევრის აღება არ ღირს. მათ, ვინც ხვალ ძალიან დაკავებული იქნება, ვარსკვლავები განსაკუთრებულ სამუშაო ენთუზიაზმს  არ ჰპირდებიან.
სიყვარული: თევზების საოჯახო ცხოვრება შესაძლოა, ხვალ სამუშაო ადგილის ფილიალად გადაიქცეს. დიდი ალბათობით, ოჯახის წევრებს ვერც ნახავთ - ბავშვები დაძინებულები დაგხვდებიან, ხოლო მეუღლე ტელევიზორთან, ინტერნეტთან გართობას ან წიგნის კითხვას გადაწყვეტს ან სულაც შეიძლება მეგობრებთან წავიდეს. მოკლედ, ნუ გაბრაზდებით - უმჯობესია, დასაძინებლად წახვიდეთ და კარგად გამოიძინოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?