1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მოწამვლის რეალური საფრთხე გემუქრებათ, თუმცა ეს უსიამოვნო ფაქტი საკვებისა და პროდუქტების ხარისხს არ უკავშირდება.  ამ დღეს, თქვენს კუჭს მომატებული  მგრძნობიარობა აღენიშნება, რაც არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა.
კარიერა: იმის გახსენებაც კი არ ღირს, რომ პირადი ცხოვრების უფლება გაქვთ. მაინც არაფერი გამოგივათ, ამიტომ ეს თემა დროებით უნდა დაივიწყოთ.
სიყვარული: ხვალ მთავარია, საკუთარი თავი არ დაკარგოთ. საყვარელი ადამიანის სურვილებზე გადაწყობა მშვენიერია, მაგრამ თავადაც საინტერესო და უნიკალური ადამიანი ბრძანდებით. საწყენი იქნება, თუ სიყვარულის გამო ინდივიდუალობას დაკარგავთ, რაც სრულიად შესაძლებელია, ხვალ მოხდეს.




კურო
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, მეტი ზღვის პროდუქტი მიირთვათ. გაინებივრეთ თავი ეგზოტიკური კრევეტებითა და ლანგუსტებით. ეს თქვენს ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება.  
კარიერა: თქვენი წარმატება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერი ურთიერთობა გაქვთ კოლეგებთან. აუცილებელი არაა, ყველა თქვენი მოქმედების გეგმას იზიარებდეს. ეცადეთ, სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. თქვენ გარდა, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ, ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიება.
სიყვარული: ხვალ წარსულზე ფიქრი კატეგორიულად გეკრძალებათ. წარსულის ანალიზი და აწმყოსთან მისი შედარება საჭირო არაა. თქვენი რჩეული არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას და მისი ბრალი არაა, რომ მასთან შეხვედრამდე სხვა გყავდათ. ისე იცხოვრეთ, თითქოს ეს თქვენი პირველი და ერთადერთი სიყვარულია, თუნდაც ხვალ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
თუ მიწიდან აზიდვები თქვენი საყვარელი ვარჯიშია, ჩვეულზე მეტი გააკეთეთ, რადგან საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, მცირეოდენი პროგრესი გესაჭიროებათ.
კარიერა:
თუ ბოლო დროს ფინანსურ პრობლემებს განიცდიდით, შეგიძლიათ, დამშვიდდეთ - ამიერიდან თქვენი შემოსავალი დღეების კი არა, საათების მიხედვით გაიზრდება. სოლიდურ ჰონორარს მიიღებთ და ამასთანავე, დიდი ხნის წინათ გასესხებული ფულიც დაგიბრუნდებათ.
სიყვარული: თქვენი რჩეულისთვის ადვილი არ უნდა იყოს მთელ მსოფლიოსა და საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იმსახურებს ისეთ მოულოდნელ ბედნიერებას, როგორიც თქვენი სიყვარულია. იქნებ, დაეხმაროთ?     




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ხასიათი ყოველ წუთს შეგეცვლებათ. მოწყენილობას უფლება არ მისცეთ, ხასიათი გაგიფუჭოთ.
კარიერა: თქვენი ბიზნესის კონსერვატიული მიმართულებით განვითარების მომხრეებთან მძიმე ბრძოლა გელით. ეცადეთ, პოზიციები არ დათმოთ, თუნდაც ძალიან რთული იყოს.
სიყვარული: კირჩხიბების ოჯახურ ცხოვრებას სირთულეები ელის. აცნობიერებთ, რომ ბავშვები უკონტროლოები გახდნენ, მეუღლე კი მხოლოდ საკუთარი საზრუნავითაა დაკავებული. სავარაუდოდ, ამაში დამნაშავე თქვენ არ ხართ. უბრალოდ, მზეზე მაგნიტური ქარიშხლები და მარსის გავლენა მათზე უკიდურესად ნეგატიურად აისახა. 


 


ლომი
ჯანმრთელობა:
თუ სპორტული ვარჯიშის მოყვარული ხართ, ხვალ ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტად არ გადაიღალოთ. შესაძლოა, ამან გარკვეული დისკომფორტი და პრობლემა შეგიქმნათ.
კარიერა: სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, კოლეგასთან სერიოზული უთანხმოება გაქვთ, თუმცა ურთიერთობის გარკვევა დიდხანს არ გაგრძელდება. რომელიღაც თქვენგანი აუცილებლად კომპრომისზე წავა, თუმცა უკეთესი იქნება თუ ამას თქვენ გააკეთებთ, რადგან ამით უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან.
სიყვარული: თუ საყვარელი ადამიანისთვის რაღაცის ჩუქება გადაწყვიტეთ, ეცადეთ, რომ ეს სასარგებლო ნივთი იყოს. ისეთი, რომლის შეძენაზეც დიდი ხანია, ოცნებობს, მაგრამ რაღაცის გამო, ვერ ახერხებს. ყვავილები და შოკოლადები სამომავლოდ გადადეთ, ახლა კი ყავის მადუღარების, კარის საკეტების, ქანჩების ნაკრებისა და ქვაბების დროა.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, ხვალ ჩვეულთან შედარებით მეტი კალცი გჭირდებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღე მხოლოდ ხაჭო ან კბილის პასტა უნდა მიირთვათ, უბრალოდ, თქვენს რაციონში ცოტა მეტი ხაჭო შეიტანეთ.
კარიერა: ხვალ მზად ხართ, ნებისმიერ ზეწოლას გაუძლოთ და ამავე დროს, მთელი დღის განმავლობაში, მშვენიერი განწყობა შეინარჩუნოთ. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ უახლოეს ხანებში ფინანსური პრობლემები გელით.
სიყვარული: ისეთ ხასიათზე ხართ, რომ ყველაფერი, რასაც ხვალ თქვენი რჩეული გეტყვით, უმნიშვნელოდ და სისულელედ მიგაჩნიათ. ძალიან მოგწონთ, როცა თავი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი გგონიათ, მაგრამ ამით შეიძლება საყვარელი ადამიანი ძალიან გაანაწყენოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ რეალურად გემუქრებათ წონაში მატების საშიშროება. შეეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი მადა და არ გადაამეტოთ. გახსოვდეთ, რომ ცომეული პროდუქტის მიღება თქვენთვის სასურველი არ არის.
კარიერა: ცხოვრებისეული შეგრძნებების სიმკვეთრე არ გყოფნით თუ უბრალოდ განიცდით იმას, რომ საკუთარი თავის წარმოჩენას ვერსად ახერხებთ? ამისთვის ნერვების გაფუჭება არ ღირს, უმჯობესია, უფრო მეტი კეთილი საქმე ჩაიდინოთ და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ დილით ადრე ადგომაც კი უკვე გმირობაა!
სიყვარული: კარგი იქნება, თუკი საკუთარ მოსაზრებებს საყვარელ ადამიანს გაუზიარებთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ოდნავ გეშინიათ ამ ნაბიჯის გადადგმა. შეეცადეთ, გაიგოთ, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ცხოვრობთ და როგორ არსებობთ - და, რაც მთავარია, რით შეუძლია მას, დაგეხმაროთ ასეთ სიტუაციაში. დანარჩენზე ნაკლებად ინერვიულეთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ შეუძლებელსაც შეძლებთ. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მკვეთრად დაისახეთ ის მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ.
კარიერა: ხვალ წარმატებული დღეა იმ მორიელებისთვის, რომელთა საქმიანობა ხელოვნებას უკავშირდება. ხვალ განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება ახალ პროექტზე მუშაობის განხილვა. ასევე, შეგიძლიათ, იპოვოთ შესანიშნავი ადგილი გამოფენისთვის.
სიყვარული: ხვალ თქვენს ურთიერთობაში ყველაფერი ისე ფერადი ვერ იქნება, როგორც ისურვებდით. სხვათა შორის, თუკი ძალიან არ დააკვირდებით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სინამდვილეში არანაირი პრობლემა არ გაქვთ და ყველაფერი ეს თქვენი წარმოსახვის ნაყოფია. იქნებ ასე დატოვოთ ყველაფერი?


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მკურნალობის ახალი მეთოდი, შესაძლოა, დაეხმაროს მშვილდოსნებს, სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან ძველ დაავადებასთან საბრძოლველად, მაგრამ ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს, თუკი მკურნალობის ახალი მეთოდი იმ სპეციალისტების ეჭვებს იწვევს, რომელთან უკვე დიდი ხანია ენდობით.
კარიერა:
მუშაობის პროცესში შესაძლოა, ტრივიალური სიტუაცია წარმოიქმნას, რომელიც დაგაბნევთ და დროებით მდგომარეობიდანაც გამოგიყვანთ. მომხდარზე დიდხანს ფიქრი არ ღირს. დახუჭეთ თვალები, დაითვალეთ ათამდე და თამამად ჩაერთეთ ბრძოლაში.
სიყვარული: 
ხვალ თქვენი მეგობრებისა და ნაცნობების აზრი თქვენს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და თუკი მოულოდნელად გაიგებთ, რომ რომელიღაც მათგანი მის მიმართ კეთილად განწყობილი არ არის, თქვენ შესაძლოა, სერიოზული ეჭვი წარმოგექნათ: ღირს კი მასთან საერთოდ ურთიერთობის გაგრძელება? თუმცა, საყვარელი ადამიანის გვერდით ხომ თქვენ უნდა იყოთ და არა თქვენი ნაცნობი...


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ აუცილებლად უნდა იყოთ მხნედ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ორგანიზმს  გაუჭირდება, გაუმკლავდეს იმ რაოდენობის საქმეებს, რომელთა შესრულება გევალებათ. საღამოს აუცილებლად გაახარეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი.
კარიერა:
ეძებთ პასუხს იმ კითხვაზე, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ? ყველაფერი, რასაც ახლა განიცდით, ვიღაცამ უკვე გამოიარა, ამიტომ შეეცადეთ, გამოსავალი წიგნებში ეძებოთ, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, არც კი გადაგიშლიათ. შეცვალეთ სიტუაცია და ყველაფერს გაიგებთ, ყველაფერში გაერკვევით.
სიყვარული: ხვალ სასწორები თითოეულ სიტყვას საგულდაგულოდ აწონიან, ოღონდ არა თავიანთ წარმოთქმულს. გაითვალისწინეთ, რომ, თუკი ოჯახის წევრების ნებისმიერ დაცემინებაზე კომენტარს გააკეთებთ და მათ ნოტაციების კითხვას დაუწყებთ, სულ მალე ბოიკოტს გამოგიცხადებენ. ნუთუ ასე ძალიან გაღიზიანებენ ისინი?


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალისთვის ვარსკვლავები არ გირჩევენ დიეტის დაწყებას და რაიმე სახით საჭმელში შეზღუდვას, თუმცა, თუკი გრძნობთ, რომ არ გსურთ მიეკაროთ ამა თუ იმ კერძს - ნუ მიეკარებით!
კარიერა: ყურადღებით დააკვირდით თქვენს ქცევას კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. თქვენი მხრიდან ნებისმიერი შეუსაბამობა, ალოგიკურობა, უზუსტობა - ცუდად აღიქმება და ყველაზე არასასურველ შედეგს მოგიტანთ. გარისკვა არ ღირს. იმოქმედეთ წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით.
სიყვარული: თქვენს წარსულ ურთიერთობებს ნოსტალგიით გაიხსენებთ. აი, თქვენი ახლანდელი შეყვარებული კი ნამდვილად არ იკადრებს იმას, რასაც თქვენი ყოფილი შეყვარებული იკადრებდა. იქნებ იმიტომ, რომ საყვარელ ადამიანს თავად არ აძლევთ ზედმეტ უფლებებს? იქნებ დროა, მაგიდაზე მუშტი დაარტყათ?


 


თევზები
ჯანმრთელობა: თქვენს შინაგან ორგანოებს შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს იმ საკვებმა, რომელიც შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს და, ასევე, უხარისხოდ არის მომზადებული. ასე რომ, გსურთ თუ არა, კონსერვირებული საკვების მიღებაზე უარის თქმა მოგიწევთ.
კარიერა: ნუ შეგაშინებთ თამამი ნაბიჯების გადადგმა და უიმედო გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, დირექტორის კაბინეტის ფეხით შენგრევას ვარსკვლავები არ გირჩევენ, მაგრამ სამართლიანად და კორექტულად გამოხატოთ სათქმელი იმის შესახებ, რას ფიქრობთ თქვენი სამსახურის მიზანშეწონილობაზე, სრულიად დასაშვებია.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისგან ხვალ იმედგაცრუება გელით. ძალიან სერიოზული არა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, ღირს თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება იმ ტემპით, როგორც ახლა ვითარდება, თუ უმჯობესია, სხვა გზა ეძებოთ?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?