2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემური დღე გელით, თუმცა ოპტიმიზმს თუ შეინარჩუნებთ, სიტუაციიდან გამოსავალს აუცილებლად იპოვით.
კარიერა: პირადი პრობლემების გამო, სამუშაოზე კონცენტრირება გიჭირთ. საეჭვოა, თქვენს შეფს მოვლენების ამგვარი განვითარება მოეწონოს, ამიტომ ეცადეთ, თქვენი სულიერი მდგომარეობა ისე შენიღბოთ, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდეს.
სიყვარული: ამ დღეს ვერძის ოჯახი სამაგალითოდ გამოიყურება - ყველაფერს ერთად, შეთანხმებულად და სიყვარულით აკეთებთ. იქნებ ასე ერთად, მწყობრი ნაბიჯებით სასეირნოდ წასულიყავით? კინოში, თეატრში, ზოოპარკში ან უბრალოდ, ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.




კურო
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, რაციონიდან ცხიმები არ გამორიცხოთ. ხვალ მათ ზიანზე გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ცხიმიანი უნდა მიირთვათ.
კარიერა: ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მთელი დღის მათთან გატარებას ნუ დაჰპირდებით, რადგან დიდი შანსია, სამსახურში თქვენი ფიზიკური ან მორალური დახმარება დასჭირდეთ. სასიხარულო ინფორმაცია არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ვერაფერს შეცვლით.
სიყვარული: კუროებო, სწორედ ის დროა, რომ  ბუნების წიაღში, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. კარგი იქნება, თუ პიკნიკს მოაწყობთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლთან ფრთხილად უნდა იყოთ. უკეთესი იქნება, თუ კოცონს საერთოდ არ დაანთებთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ეცადეთ, ამინდის შესაფერისად ჩაიცვათ, განსაკუთრებით თუ ახლახან რესპირატორული დაავადება გადაიტანეთ. მისი განმეორება რომ თავიდან აიცილოთ, თავს უნდა გაუფრთხილდეთ.
კარიერა: შესაძლოა, ბედმა იმ ადამიანთან შეგახვედროთ, ვისთანაც სულ ახლახან დაგაშორათ. ეს შესანიშნავი შანსია იმისთვის, რომ ყველაფერი შეცვალოთ. იმას, რაც თქვენს შორის მოხდა, წარსულის გადასახედიდან შეხედეთ და შესაძლოა, ის დაინახოთ, რაც მაშინ ვერ შენიშნეთ. ყველაფერი თქვენს ხელშია.
სიყვარული: ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ხვალ არ მოიწყენთ. მეორე ნახევარი ისეთ მხიარულებას მოგიწყობთ, რომ მხოლოდ სიმშვიდეზე იოცნებებთ, მაგრამ ხვალ თქვენს ოცნებას ასრულება არ უწერია. რა გაეწყობა, ბედთან შეგუება მოგიწევთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. სამუშაოს სხვადასხვა ეტაპებს შორის შესვენებები მოიწყვეთ და ნუ დაივიწყებთ, რომ საუკეთესო დასვენება გონებრივიდან ფიზიკურ მუშაობაზე გადასვლაა და პირიქით.
კარიერა: მშვიდად მიიღეთ შენიშვნა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. გახსოვდეთ, რომ კარგი რჩევის მიღებასა და დაშვებული შეცდომის გამოსწორებაში ცუდი და შეურაცხმყოფელი არაფერია.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი იმდენად გაღიზიანებულია, რომ თავის შეკავება უჭირს. გირჩევთ, ფეთქებადსაშიში ელემენტის გვერდით დიდხანს არ გაჩერდეთ. მით უმეტეს, ისეთი აალებადი რაღაცები, როგორიცაა ასანთი, ცინიკური და მწარე ხუმრობები, არ გამოიყენოთ.




ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ სამუშაოზე კონცენტრირება გიჭირთ, თუმცა ვარსკვლავები ამბობენ, რომ სწორედ ხვალ მოახერხებთ საკუთარი მოვალეობების საუკეთესოდ და მინიმალური დანაკარგებით შესრულებას.
კარიერა: მოულოდნელად, თავში საშინელი აზრი მოგივათ, რომელიც სერიოზულად დაგაფიქრებთ. ეს აზრი იმდენად მნიშვნელოვნად გეჩვენებათ, რომ მისი გაზიარება უფრო კომპეტენტური ადამიანებისთვის გსურთ. თუ გაბედეთ, რასაკვირველია. 
სიყვარული: როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მთელი დღე მხნედ და მხიარულად უნდა გამოიყურებოდეთ. ახლობლებს, მეგობრებსა და რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება. სისუსტის გამოვლენის უფლება მხოლოდ მაშინ გექნებათ, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით და ვერავინ დაგინახავთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
თუ გვიან იძინებთ, ადრე იღვიძებთ და ამასთანავე, ვერც გადაღლას გრძნობთ და არც კიდევ წაძინების სურვილი გიჩნდებათ, უკიდურესობამდე გადაღლილი ხართ და შეგრძნების უნარს კარგავთ. გირჩევთ შვებულება აიღოთ, თორემ საავადმყოფო ფურცლის აღება მოგიწევთ.
კარიერა: 
ხვალ სერიოზულ თემებზე დიდხანს თუ იფიქრებთ, შეიძლება თავი აგტკივდეთ. თუ თქვენი სამუშაო სერიოზულად მიგაჩნიათ, საფიქრალი არაფერია, თუ არასერიოზულია, მით უფრო. ასე რომ, მოდუნდით და სიამოვნება მიიღეთ.
სიყვარული: პლანეტებისა და ვარსკვლავების განლაგება ქალი ქალწულებისთვის განსაკუთრებულს არაფერს გვპირდება. თქვენთვის ეს ყველაზე ჩვეულებრივი დღე იქნება. ერთადერთი, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ შეიძლება მეტი ფული დახარჯოთ, ვიდრე გამოიმუშავებთ. ნუ ინერვიულებთ. მეუღლე თქვენს დანახარჯებს დაფარავს.




სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ სასწორებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე წინასწარ უნდა იფიქრონ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარ თავსა და ქმედებებს ზიანი არ მიაყენოთ.
კარიერა: შესრულებული სამუშაოთი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებით კმაყოფილი, თუკი ყოველ დეტალს ყურადღებით დააკვირდებით. იმუშავეთ შედეგზე და არ მიაქციოთ ყურადღება წვრილმან უსიამოვნებებს თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელმაც შესაძლოა მისი უკმაყოფილება ხვალ თქვენზე გადაიტანოს. იყავით მომთმენი.
სიყვარული: ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებაში ახალ ნაცნობობას არ გამორიცხავენ. თუკი უკვე ნაპოვნი გყავთ თქვენი ცხოვრების მეგზური, მაშინ ახალი თაფლობის თვე ნამდვილად არ გელოდებათ. იმ წყვილებს, რომლებმაც იკამათეს, ვარსკვლავები შერიგებასა და საერთო ენის გამონახვას ჰპირდებიან. მოგწევთ ბევრი ლაპარაკი, მოსმენა და კომპრომისებზე წასვლა.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებმა უარი უნდა თქვან სპეციალური დიეტური საკვების მიღებაზე, ასევე, მოერიდეთ სხვადასხვა ტიპის კოქტეილებსა  და დანამატებს, რადგან ისინი კუჭ-ნაწლავის მუშაობას პრობლემებს შეუქმნის.
კარიერა: იყავით თავშეკავებული ემოციების გამოხატვის დროს - დირექტორთან და კოლეგებთან ურთიერთობა უნდა დაალაგოთ, იმ შემთხვევაში, თუკი ამისთვის იმ ქმედების ჩადენა მოგიწევთ, რომელზეც არასდროს დასთანხმდებოდით. ნუ შეგეშინდებათ, ვარსკვლავები ზომიერების ფარგლებს გულისხმობენ. ასე რომ, საშიში არაფერი გელოდებათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ერთად დიდ დროს გაატარებთ, რაც წარმოუდგენელ სიამოვნებას მოგანიჭებთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ გვერდით ის ადამიანი გყავთ, ვისთან ერთადაც მზად ხართ სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მოიშორეთ ბნელი აზრები, ახლა ნამდვილად ყველაფერს შეძლებთ, თუკი, რა თქმა უნდა, არ იზარმაცებთ, ცხოვრებას სკეპტიკურად არ შეხედავთ და პრობლემების გადაჭრის ყველა შესაძლო ვარიანტს ეჭვქვეშ არ დააყენებთ. რეალურად, ხვალისთვის შესანიშნავი პერსპექტივები გაქვთ.
კარიერა: ხვალ საკმაოდ ემოციური დღე გელოდებათ. შესაძლოა, ორიდან ერთ უკიდურესობაში მოხვდეთ: ან უბრალოდ გამოხატავთ დადებით ემოციებს ან ზედმეტი გადაღლილობის მიზეზით დეპრესიაში აღმოჩნდებით. შეეცადეთ, ნაკლები დრო დაუთმოთ იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროთ.
სიყვარული: ხვალ მთვარის გავლენა წყვილებს ბედნიერებასა და სიყვარულს ჰპირდება. თუკი მეწყვილე უკვე არჩეული გყავთ, მაშინ შესანიშნავად მოაგვარებთ ყველაფერს თქვენს მეორე ნახევართან ერთად. თუკი ჯერ არ გყავთ არჩეული ცხოვრების თანამგზავრი - საპირისპირო სქესის მქონე პიროვნება თქვენ მიმართ დიდ ინტერესს გამოიჩენს. თუკი თქვენი მომხიბვლელობით აქტიურად ისარგებლებთ, თქვენგან იდეალური წყვილი შედგება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
აუცილებლად ჩაიტარეთ დაავადებული სახსრების მკურნალობა, და ასევე, შეამოწმეთ, ხომ არ განიცდის თქვენი ორგანიზმი კალცის ნაკლებობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი რძის პროდუქტებს არასაკმარისი რაოდენობით იღებთ.
კარიერა: სამსახურში მხოლოდ სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება საკმაოდ გაგიჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს თქვენი გონებაც სხვა არაფერზე უნდა ფიქრობდეს. ორი ვარიანტია - ან იცვლით სამსახურს, ან დასვენების დღეებს იღებთ.
სიყვარული: ვარსკვლავები თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს გირჩევენ, რაც შეიძლება ახლოს იყოთ ბუნებასთან. თუკი ქალაქგარეთ გასვლის საშუალება მოგეცემათ - ეს ყველაზე კარგია, თუმცა, თუნდაც პარკში ან ტბასთან გასეირნებაც არ გაწყენთ. სუფთა ჰაერზე გასეირნება თხის რქების გრძნობებსა და მათი რჩეულის გრძნობებს განაახლებს. მათ ჰარმონიასა და მოთმინებას დაუბრუნებს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი ხვალ მთელი დღე ფეხზე დგომა მოგიწევთ, არ დაგავიწყდეთ საღამოს კონტრასტული შხაპის მიღება. ეს დაღლილობის შეგრძნებას მოგიხსნით და სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ.
კარიერა: ეს დღე შესანიშნავია ახალი ცოდნის, უნარ-ჩვევების, ინფორმაციის მისაღებად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. შესაძლოა, ის ინფორმაცია მიიღოთ, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია, ელოდებით. არ დაგავიწყდეთ საფოსტო ყუთის შემოწმება და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა.
სიყვარული: მერწყულებს საყვარელ ადამიანთან ფულადი ხასიათის საუბარი ექნებათ. შესაძლოა, ეს იყოს ფინანსების არყოფნა ან  გაუაზრებელი ხარჯები. ნებისმიერ შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ: ისე კი, აჯობებს, ეს თემა ხვალ საერთოდ არ წამოსწიოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ - ექიმთან საუბარი დროის ტყუილად დაკარგვა ნამდვილად არ იქნება. გაეცანით ყოფილი პაციენტების მიმოხილვებს.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია ინვესტიციებისა და შესყიდვებისთვის. ყველა თქვენი დახარჯული საშუალება ახალი მოგებით დაგიბრუნდებათ, ასე რომ, შეგიძლიათ, საკუთარ თავს ზედმეტი ხარჯების უფლებაც მისცეთ,  მხოლოდ არ დაგავიწყდეთ,  როგორც ყოველთვის, სანამ რამეს ჩაიდენთ, თქვენს ქმედებას კრიტიკულად შეხედეთ.
სიყვარული: თევზებს ხვალ მცირეოდენი ფლირტი  და არაფრისმომცემი ნაცნობობა გაიტაცებთ. რა გაეწყობა, ზოგჯერ გართობა კარგია - თუკი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არ გაკისრიათ. ამ შემთხვევაში ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი საღამო ისეთ გარემოში გაატაროთ, სადაც ნამდვილად არ მოიწყენთ და სადაც საკუთარი თავის წარმოჩენას შეძლებთ. თქვენი შარმითა და მხიარული განწყობით  საპირისპირო სქესის ყურადღების მიქცევას აშკარად მოახერხებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?