8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  8 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა თქვენი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება და კარგ განწყობასაც მალე დაიბრუნებთ.
კარიერა: ფიქრობთ, რომ თქვენს ამჟამინდელ სამსახურში საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენთ და მის მიმართ ინტერესს კარგავთ? გირჩევთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
სიყვარული: დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს, თავი გმირად იგრძნოს. როცა საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას იგრძნობს, თქვენთან დამოკიდებულებაც შეეცვლება და თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. 




კურო
ჯანმრთელობა:
ძლიერი განცდების გამო, დიდია თავის ტკივილისა და სხვადასხვა სპაზმების რისკი. ორი არჩევანი გაქვთ: ინერვიულოთ და ორგანიზმს საფრთხე შეუქმნათ ან თავი ხელში აიყვანოთ.
კარიერა: ეს დღე ძველი ვალების დაბრუნებას, ძველი პრობლემების მოგვარებასა და ძველი საქმეების დასრულებას უნდა დაუთმოთ, რათა ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. 
სიყვარული: ამინდი სულაც არ აპირებს, რომანტიკულ გასეირნებაში დაგეხმაროთ. სხვა გზა არ არის - ხვალ სახლიდან არ უნდა გახვიდეთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
მეტად თუ იაქტიურებთ და მხოლოდ გამართლების იმედად არ იქნებით, ჯანმრთელობის მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
კარიერა: ხვალ მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეთ და საკუთარი ძალების იმედი არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი კარიერა მეტწილად კოლეგებთან მეგობრულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული.
სიყვარული: ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც საყვარელი ადამიანი გეუბნებათ. თუნდაც იმიტომ, რომ მის კითხვაზე - რატომ მოიქეცით ასე და არა ისე, როგორც მან გირჩიათ, პასუხის გაცემა შეძლოთ. თუმცა, მის რჩევას გაითვალისწინებთ თუ არა, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.    


     

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თუ ამ დრომდე ვერ ხვდებით, სინამდვილეში რას ნიშნავს სწორად კვება, შესაძლოა, ამის შედეგები მუცლის ტკივილების სახით გამოსცადოთ.
კარიერა: ბოლო დროს იმდენად კარგად მუშაობთ, რომ თქვენმა წარმატებებმა ზოგს სურვილი გაუჩინა, რომ ცილი დაგწამონ და უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდონ. ეცადეთ, კომპრომეტირების მიზეზი არავის მისცეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის გულისკენ გზა კუჭზე გადის. რამე მსუყე და გემრიელი მოუმზადეთ, რათა სიამოვნებისგან უზარმაზარ კატასავით იკრუტუნოს.




ლომი
ჯანმრთელობა:
ბასრ საგნებთან მეტი სიფრთხილე გმართებთ. რამდენად შეძლებთ ტრავმების არიდებას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
კარიერა:
 ყურადღებით შეათვალიერეთ მეგობრები. შესაძლოა, სწორედ ისინი დაგეხმარონ მიზნის მიღწევაში. თქვენი კვალიფიკაციით და მათი დახმარებით, მიზნის მიღწევა არ უნდა გაგიჭირდეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის გულის მონადირებას მისთვის გემრიელი სასუსნავის მომზადებით შეძლებთ. თუ სამზარეულოში ტრიალი არ გეხერხებათ, ისღა დაგრჩენიათ, თქვენი გაუმაძღარი ბედნიერება რესტორანში წაიყვანოთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. მიუხედავად ამისა, ეცადეთ, ყველა ასპექტი განიხილოთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.
კარიერა:
სხვის ფინანსურ საქმეებში ჩარევას არ გირჩევთ. ამან შეიძლება არასასურველი შედეგები მოგიტანოთ. საკუთარ საქმეებს მიხედეთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს, რაღაც ხუმრობასთან თუ ცელქობასთან დაკავშირებული წყენა გაპატიოთ. თქვენი აზრით, სრულიად უვნებელმა ხუმრობამ მას უსიამოვნო მოგონებები აღუძრა.




სასწორი
ჯანმრთელობა:
სასწორებისთვის რეკომენდებულია ჯანმრთელობის კომპლექსური დიაგნოსტიკური კვლევა, რაც მკურნალობის წარმატებით ჩასატარებლად აუცილებელი ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ.
კარიერა: დღის მეორე ნახევარში ძალიან ემოციური იქნებით. ამ დროში სასურველია, არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ემოციების ზემოქმედების ქვეშ შესაძლოა, არასწორი არჩევანი გააკეთოთ. კარგად დაფიქრდით თქვენს სიტყვებსა და ქცევაზე.
სიყვარული: ხვალ მოგიწევთ, უპირატესობა მიანიჭოთ რომელიმე თქვენს თაყვანისმცემელს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ იქნება საბოლოო: საუბარია მხოლოდ ერთ საღამოზე.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელები ხასიათის მკვეთრი ცვალებადობით გამოირჩევიან: ეს არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ახლობლებისთვისაც რთული გადასატანი იქნება. იქნებ, რაიმე დამამშვიდებელი საშუალება მიიღოთ.
კარიერა: თქვენ გარშემო მოვლენები დუღს, მაგრამ წვრილმანის გამო შესაძლოა, იმდენად გაბრაზდეთ, რომ ყველაფრის მიმართ ინტერესი დაკარგოთ. და სულ ტყუილად! შესაძლოა, ისეთი შანსი გაუშვათ ხელიდან, რომელიც აღარასდროს განმეორდება. არ დაიტვირთოთ თქვენი გონება აბსურდული ფიქრებით და დაინახეთ მხოლოდ ის, რაც რეალურად ღირებულია.
სიყვარული: თუკი ხვალ იკამათებთ, იჩხუბებთ და დაშორების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით, გახსოვდეთ, ეს არ არის სამყაროს დასასრული. ჯერ ერთი, საბოლოოდ ყველაფერი მაინც კარგად იქნება და მეორე, მარტო მაინც არ დარჩებით, თქვენზე უამრავ ადამიანს შესტკივა გული.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თუკი სპორტულ დარბაზში სიარულის შესაძლებლობა არ გაქვთ, იქნებ ლიფტზე მაინც თქვათ უარი და კიბეებზე ფეხით იაროთ. ეს შესანიშნავი ვარჯიში იქნება თქვენი ორგანიზმისთვის.
კარიერა: ხვალ არ დაგავიწყდეთ შესვენებაზე გასვლა და სადილის, ფინჯანი ჩაის თუ რამე დესერტის მიღება. შეგიძლიათ, მსუბუქი ვარჯიშითაც დაკავდეთ. ეს ყველაფერი თავის ტვინის უკეთ მუშაობაში დაგეხმარებათ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაგიმარტივებთ.
სიყვარული: ხვალ ვიღაცამ, შესაძლოა, საკუთარ თავს სძლიოს და თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ. თუკი ის ამას გააკეთებს, თქვენი ურთიერთობიდან დაუყოვნებლივ გაქრება გაურკვევლობა, გაუგებრობა და ცრუ პერსპექტივები.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თირკმელები. შეეცადეთ, არ გაცივდეთ და უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ჩაის.
კარიერა: ხვალ კოლეგებთან იშვიათი ურთიერთგაგება გექნებათ. იქნებ ეს თქვენი გულკეთილი ხასიათის დამსახურებაა? შესაძლოა, სხვა მიზეზიც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაგიხარდეთ.
სიყვარული: კარგად დაიმახსოვრეთ ყველაფერი, რაც კი ხვალ შეგემთხვევათ. ერთხელაც დადგება ის დღე, როდესაც თქვენს შვილს ან შვილიშვილს მოუყვებით იმას, რაც ამ თითქოსდა ჩვეულებრივ დღეს მოხდება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: კარგი დღეა, იმისთვის, რომ ჯანსაღი, აქტიური ცხოვრება დაიწყოთ. ეს ახლა ნამდვილად არ გაწყენთ.
კარიერა: ხვალ მოგეჩვენებათ, თითქოს ყოველი წუთი საათივით იწელება. შესაძლოა, იშვიათად გაქვთ ისეთი დღე, როდესაც საქმეებს არა საგანგებო რეჟიმში, არამედ მშვიდად ასრულებთ. დატკბით მომენტით!
სიყვარული: ნუ იქნებით ზედმეტად ჭკვიანი იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევა აქეთკენ გიბიძგებთ. ნუ დახარჯავთ ცხოვრებას ნერვიულობაზე. ენერგია მომხდარის გადასატანად დაგჭირდებათ, მაგრამ მშვიდად იყავით, ცუდი არაფერი მოხდება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის თევზები, რომელთაც აბანოში ან საუნაში ვიზიტი აქვთ გადაწყვეტილი: დიდი ალბათობაა იმისა, რომ სოკოვანი ინფექცია შეგხვდეთ, ამიტომ მიიღეთ საჭირო ზომები შესაძლო  პრობლემების თავიდან ასარიდებლად.
კარიერა: ხვალ საქმეს ნულიდან დაიწყებთ. სამსახურს შეიცვლით თუ რაღაც ახალს ისწავლით,  მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ხვალ ყველაფერი გამოგივათ.
სიყვარული: ხვალ უნდა დაივიწყოთ ყველა საქმე და საყვარელი ადამიანი საცეკვაოდ დაპატიჟოთ. შესაძლოა, საცეკვაოდ სამზარეულო ან მისაღები ოთახი აირჩიოთ, მუსიკა კი პატარა მიმღები რადიოდან ისმოდეს. ხვალ მთავარია ცეკვა, რომელიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ და არა - გარემო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?