10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შეგიძლიათ, თავს ცოტაოდენი ცხარე საკვების მირთმევის უფლება მისცეთ, მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეთ. კულინარიული შედევრებით ტკბობა კარგია, მაგრამ ჯანმრთელობაზეც უნდა იფიქროთ.
კარიერა: კარგი იქნება, თუ რაიმე კორპორაციულ ზეიმს მოაწყობთ. კოლექტივში შექმნილი სასიამოვნო ატმოსფერო შრომისუნარიანობას, კოლექტივიზმის გრძნობასა და რაიმე სასარგებლოს კეთების სურვილს ამაღლებს
სიყვარული: ნუთუ სულ ერთი არაა, როგორ გექცევათ საყვარელი ადამიანი? მთავარია, რომ დღეს ერთად თავს კარგად გრძნობთ, ხვალ კი სრულიად სხვა დღე იქნება.




კურო
ჯანმრთელობა:
საკუთარ თავზე ეკონომიის კეთებას არ გირჩევთ. გახსოვდეთ, რომ ძუნწი ორჯერ იხდის, ზოგჯერ კი საკუთარი ჯანმრთელობითაც. თუ ხვდებით, რომ ასეთი ხარჯი აუცილებელია, „შემოვლით გზებს“ ნუ ეძებთ.
კარიერა: დღეს მთელი თავისუფალი დრო იმას უნდა დაუთმოთ, რომ მომავალში მეტი თავისუფალი დრო გქონდეთ. უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, მომავალში გასაკეთებელი საქმეები მოაგვაროთ. მოგვიანებით, საკუთარ თავს ამისთვის მადლობას ეტყვით.  
სიყვარული: თქვენს რჩეულს ხვალ ტირანისა და დესპოტის როლის მორგება სურს, ამიტომ საკუთარ აზრსა და სურვილებს თავზე გახვევთ. ნუ დაუთმობთ! პრინციპულად დაიცავით საკუთარი თავისუფალი აზრისა და მოქმედების უფლება.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ამ დღეს ტყუპებს საკუთარი ჯანმრთელობა ჩვეულზე მეტად აღელვებთ, ვფიქრობთ, სრულიად უმიზეზოდ. ნაკლები იკითხეთ სამედიცინო პუბლიკაციები და უფრო მშვიდად იქნებით.
კარიერა: ეცადეთ, სამუშაო ატმოსფერო სახლისას დაუახლოოთ. შეგიძლიათ, ოფისში ოჯახის წევრების ფოტოები ან სახლის ჩუსტები მიიტანოთ. ეცადეთ, რომ კოლეგებს მეტი სითბო და სიმყუდროვე აგრძნობინოთ, იქნებ, რამე გემრიელითაც გაუმასპინძლდეთ?
სიყვარული: იქნებ, რამდენიმე თაყვანისმცემლიდან რომელიმე ერთი აირჩიოთ და სხვებს თავაზიანად დაემშვიდობოთ? ან ყოველი მათგანი მოინახულოთ და აგრძნობინოთ, რომ ის თქვენთვის ერთადერთი და განუმეორებელია? რთულია, მაგრამ, პრინციპში, შესაძლებელი.   



        
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ცოცხალი ვიტამინები სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ამიტომ, რაც შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ეცადეთ, ისინი თქვენს კერძებს მაქსიმალური ფანტაზიით შეუხამოთ.
კარიერა: სამუშაო პროცესი იმდენად გაგიტაცებთ, რომ თქვენთვის დასვენების საუკეთესო ფორმად იქცევა. სავარაუდოდ, თქვენს ახლობლებს, რომლებსაც სხვა გეგმები ჰქონდათ, ეს არ მოეწონებათ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მათ არავინ არაფერს ეკითხება. რაც მთავარია, ფულს ხომ ერთად ხარჯავთ?
სიყვარული: საყვარელი ადამიანის ნაცვლად გრცხვენიათ, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ. უბრალოდ, თქვენი მეექვსე თუ მეათე გრძნობა გკარნახობთ, რომ ისე არ იქცევა და იმას არ ლაპარაკობს, როგორც საჭიროა. სავარაუდოდ, ცდებით, ასე რომ, შინაგან ხმას ნუ ენდობით. სხვათა შორის, მეცნიერებს მისი არსებობა არ დაუმტკიცებიათ.




ლომი
ჯანმრთელობა:
დროა, საკუთარ თავზე გაძლიერებულად იმუშაოთ. სწორედ ახლა დგება პერიოდი, როცა ლომების ცხოვრებაში ფსიქოლოგიური და ემოციური თვალსაზრისით დიდი ძვრები უნდა დაიწყოს. ეს ნებისმიერ ადამიანზე სასიკეთოდ აისახება, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ.
კარიერა: სამსახურიდან წუთითაც ვერ ახერხებთ მოწყვეტას. თუნდაც, უშუალოდ სამსახურებრივი საქმით არ იყოთ დაკავებული, მთელი დღის და თითქმის მთელი ღამის მანძილზე თქვენი ფიქრები მხოლოდ სამსახურზე ფიქრით იქნება დაკავებული და სხვაზე არაფერზე.
სიყვარული: ნუ ცდილობთ, რომ საყვარელი ადამიანი საქმეებს მოსწყვიტოთ. ამ კონკრეტულ ეტაპზე ისინი თქვენზე მნიშვნელოვანია, ამიტომ შეიძლება ძალიან გააბრაზოთ და ჩხუბიც დაიმსახუროთ. ნებისმიერ შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწევთ და ნერვებს ტყუილად მოიშლით. მოგვიანებით, მასაც ბოდიშების ხდა მოუწევს.
 



ქალწული
ჯანმრთელობა:
თუ აქამდე ჯანმრთელობის მხრივ, რაღაც პრობლემები გქონდათ, ხვალ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იგრძნობთ. მკურნალობა გააგრძელეთ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესოთ.
კარიერა: ძველი, გადაუჭრელი პრობლემის გამო, დილიდანვე მოსალოდნელია უფროსობასთან კონფლიქტი. თავი შეიკავეთ და საკუთარი ემოციები არ გამოავლინოთ. უბრალოდ, აღიარეთ, რომ საკუთარ დანაშაულს აცნობიერებთ და ხვალვე ყველაფერს მოაგვარებთ. ასეთი პოზიცია საბრძოლოზე ხელსაყრელი იქნება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ვერაფრით გაუგია, მისგან რას ელით და რატომ? მისი აზრით, თქვენი მოლოდინი ლოგიკურობას მოკლებული, დაუსაბუთებელი და გაუგებარია. ამისგან რა გამოვა, ვარსკვლავებზე უკეთ თავად უნდა გაარკვიოთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ. გადაწყვეტთ, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ შეჭამთ და ძილის წინ აუცილებლად ივარჯიშებთ. თუმცა, საღამოს 7 საათის შემდეგ, დიდი ალბათობით, საკუთარ მოსაზრებას შეიცვლით და კიდევ ერთხელ გემრიელად დანაყრდებით... სავსე კუჭით კი ვარჯიში შეუძლებელია.
კარიერა: ეს დღე არ არის შესაფერისი ახალი საქმიანი პარტნიორებისა და ინვესტორების მოსაძებნად. ხვალ რატომღაც ნდობას ვერ დაიმსახურებთ. თქვენთვის უმჯობესია, გაჩუმდეთ და ზედმეტად თვალში არავის მოხვდეთ.
სიყვარული: თუკი ეცდებით, პრობლემური დროის გასვლას დაელოდოთ და უკეთესის მოლოდინში იცხოვროთ, ამ პრობლემების გადაწყვეტის მთელი ტვირთი თქვენს საყვარელ ადამიანზე გადავა და, სრულიად შესაძლებელია, მან ამას ვერ გაუძლოს. შეეცადეთ, შეუმსუბუქოთ მას მდგომარეობა და ტვირთის ნაწილი საკუთარ თავზე აიღოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებათ. შესაძლოა, დისკომფორტის შეგრძნებამ მთელი დღის მანძილზე შეგაწუხოთ, ამიტომ, უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად აუცილებლად იქონიეთ ხელთან ახლოს შესაბამისი საშუალებები.
კარიერა: დასახულ მიზანთან ახლოს მდგომმა არც კი იფიქროთ შესვნება და გაჩერება, რადგან ის, რის მიღწევასაც ამ ხნის განმავლობაში ცდილობდით, თითქმის თქვენს ხელშია, გამარჯვებისთვის მხოლოდ ბოლო ნაბიჯის გადადგმა დაგრჩათ. ნუ მისცემთ ეჭვებს თქვენი შეპყრობის საშუალებას: ის, რასაც ამ დღემდე ასრულებდით, აბსოლუტურად სწორი იყო.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს მოეჩვენება, თითქოს თქვენი მზერა არა მისკენ, არამედ მისი შემცვლელისკენ არის მიმართული. შეეცადეთ, დაარწმუნოთ თქვენი რჩეული, რომ ის ცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დეპრესია დატანჯავს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ მშვილდოსნების ორგანიზმი შეშუპებისკენ იქნება მიდრეკილი. ამიტომ უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად შეეცადეთ, ძილის წინ არაფერი დალიოთ და მარილის მიღებაც მნიშვნელოვნად შეამციროთ.
კარიერა: ვარსკვლავები ჭორებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს გპირდებიან. იქნებ ტემპერატურას მოუმატოთ კიდეც? სამუშაო ადგილზე ინტრიგის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, გახალისდეთ და გარშემომყოფებიც გაახალისოთ. ისინი, ვინც იუმორის გრძნობას მოკლებულები არ არიან.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება თქვენთან დაკავშირებით რომელიღაც სიტუაციის წარმოდგენა, იმ შემთხვევაშიც, თუკი მას ამ სიტუაციის რეალობასა და სიცოცხლისუნარიანობაში დაარწმუნებთ. რა გაეწყობა, თუკი სიტყვებით არ გამოგივათ - მოგიწევთ, საკუთარი სამართლიანობა საქმით დაამტკიცოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ დროში ორიენტირება გაგიჭირდებათ - ეს შესაძლოა, დილაუთენია ადგომისა და გეგმების სრულიად ჩაშლის მიზეზი გახდეს. დააყენეთ მაღვიძარა უფრო მაღალ ხმაზე.
კარიერა: ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას - ის, რაც პირველ რიგში მოგივათ თავში, წარმატებული აზრი ნაკლებად იქნება. დაჯექით, კიდევ ცოტა იფიქრეთ და შეძლებისდაგვარად გაერკვიეთ ნიუანსებში. თუკი წვრილმანების მიმართ საკმარისად ყურადღებიანი აღმოჩნდებით, ყველა თქვენი საქმე მოგებული დარჩება.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის გვერდით თავს სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობთ, თუმცა, ამის მიზეზის ახსნა გაგიჭირდებათ: თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ დაცულობის შეგრძნება უდავოდ დაგეუფლებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დატკბეთ ამ მომენტით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ მოქნილობისთვის სხვადასხვა ვარჯიშების შესრულება გაგიჭირდებათ, ასე რომ, მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ვარჯიშამდე აუცილებელია კუნთების გახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მთელი სხეული დაგეჭიმოთ.
კარიერა: ხვალ წარმატებული დღე გელოდებათ, თუკი ნაცნობობის წრისა და შესაძლოა, კლიენტების გაზრდას გეგმავთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნაცნობობა - ეს მხოლოდ დასაწყისია. გაცილებით მეტი მუშაობა მოგიწევთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები თქვენი მომსახურებით დააინტერესოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი ინტუიცია ისე კარგად იმუშავებს, როგორც არასდროს. აუცილებლად ისარგებლეთ ამ შანსით. შესაძლოა, თქვენმა ინტუიციამ თქვენს მეორე ნახევარსაც მოუტანოს სარგებელი, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მას თქვენი მომსახურება და რჩევები არ სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მის რისხვას ვერ გადაურჩებით. თქვენი ინტუიციაც იგივეს გირჩევთ, რასაც ვარსკვლავები გირჩევენ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეგიძლიათ, თამამად დაიწყოთ ბრძოლა თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ. თუკი ამის დაწყება გიჭირთ, შესაძლოა, ამ დამღუპველი ჩვევის „გადაგდებაში“ მსუბუქი დიეტა დაგეხმაროთ. უმჯობესია, იოცნებოთ ნამცხვრებზე, ვიდრე სიგარეტზე.
კარიერა: ხვალ მთელ სამუშაო დროს დოკუმენტაციის მოწესრიგებას დაუთმობთ. დიახ, სავსებით უინტერესო დავალებაა. თანაც, სრულიად შესაძლებელია, ეს თქვენს საქმიან მოვალეობებს აბსოლუტურად არ შეეფერებოდეს, მაგრამ სწორედ ხვალ დოკუმენტების მოწესრიგება ისეთი დროული, აუცილებელი და გარკვეული დოზით გასართობიც იქნება, როგორც არასდროს.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული პრობლემა წარმოგექმნათ. ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ, დასახმარებლად მეგობრებს, ახლობლებსა და ნაცნობებს მიმართავთ. ალბათ, ეს  არ იქნება ყველაზე ცუდი გამოსავალი, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაინც თქვენზეა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?