11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ საკუთარ ჯანმრთელობას იმაზე მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ, ვიდრე სხვა დროს. ყურადღება მიაქციეთ კანზე ნებისმიერ გამონაყარს, სუნთქვის პრობლემებსა და წელის ტკივილს. 
კარიერა: ნაყოფიერი დღე შეიძლება ხელქვეითთან დაძაბულმა ურთიერთობამ  გააფუჭოს, ამიტომ ვითარების დასალაგებლად დიპლომატიური ნიჭის გამოვლენა მოგიწევთ. თქვენი გამოცდილების ადამიანს ეს არ უნდა გაუჭირდეს.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენი ნებისმიერი ნათქვამი უკუღმა ესმის. ახლა, როცა ეს არცთუ სასიხარულო ამბავი იცით, შეძლებთ, მასთან საჭირო პოზიცია შეარჩიოთ.




კურო
ჯანმრთელობა:
თუ ძალიან მკაცრ დიეტაზე ხართ, დროა, საკუთარი ორგანიზმის ტანჯვა დაასრულოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი დიეტის დროს, შესაძლოა, სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღოთ.
კარიერა: გინდათ, რომ ყველა საქმე გვერდით გადადოთ და სახლის სიმყუდროვეს შეეფაროთ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ხვალ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ და სასურველი შედეგი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს საკუთარი თავის გამოცდა სურს. უბრალოდ, აინტერესებს, შეძლებს თუ არა, თქვენ გარდა, სხვა ადამიანის შეყვარებას? თუ თქვენთვის ყველაფერი სულ ერთი არაა, აგრძნობინეთ, რომ ასეთი ექსპერიმენტები არ მოგწონთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
არასრულფასოვანი და არასწორი კვების გამო, თქვენი ორგანიზმი ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების ნაკლებობას განიცდის. ეცადეთ, ზემოჩამოთვლილი ნივთიერებები საჭირო დოზით მიაწოდოთ და რაც შეიძლება, მეტი წყალი სვით.
კარიერა: დიდი შანსია, რომ სჭირო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც კარიერულ ზრდაში ან სულ მცირე, განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებიან. ადვილი შესაძლებელია, რომ უკვე ხვალ ისეთი აღმაფრენა გეწვიოთ, რომ კარიერულ კიბეზე ყველას დახმარების გარეშე აირბინოთ.
სიყვარული: მთავარია, თავი მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნოთ. ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მეთოდი გამოდგება. გახსოვდეთ, საყვარელ ადამიანზე უკეთ ვერავინ შეძლებს, საჭირო პირობები შეგიქმნათ, ამიტომ მიანიშნეთ თქვენი სურვილის შესახებ. თუ მინიშნებებს ვერ ხვდება, რა გაეწყობა. საკუთარ კომფორტზე თავად უნდა იზრუნოთ.  


 



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
მასაჟი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საყვარელი ადამიანი აკეთებს, ძალიან სასარგებლოა. აუცილებელი არაა, კედელზე მასაჟისტის სერტიფიკატი ეკიდოს. მთავარი სითბო, სიყვარული და მზრუნველობაა, რითაც ამას გააკეთებს.
კარიერა: სავარაუდოდ, ეს თქვენი დღეა, რადგან უფროსისგან შექება გელით. ენერგიისა და კარგი განწყობის მოზღვავებას გრძნობთ, რაც სამსახურებრივი პრობლემების მოგვარებაში ძალიან დაგეხმარებათ.
სიყვარული: საკუთარ გრძნობებში გარკვევა გიჭირთ. ვერ ხვდებით, სინამდვილეში რას გრძნობთ მის მიმართ, ვისაც თქვენი საყვარელი ადამიანი ჰქვია. არც გული, არც შინაგანი ინტუიცია არაფერს გკარნახობთ და იქნებ დახმარება „გარე დამკვირვებლებს“ სთხოვოთ?




ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ კატეგორიულად გეკრძალებათ თვითმკურნალობა, თუნდაც თქვენ მიერ დასმულ დიაგნოზში სრულიად დარწმუნებული იყოთ. გირჩევთ, თავი დაიზღვიოთ და კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართოთ.
კარიერა: ენდეთ საკუთარ თავს. ბოლოს და ბოლოს, წარუმატებლობათა სერია იმას არ ნიშნავს, რომ უუნარო და უსაქმური ხართ. საკუთარ შესაძლებლობებს კარგად არ იცნობთ, ამიტომ ეჭვები მოიშორეთ და გააკეთეთ ის, რის გაკეთებასაც შიშისა თუ სიფრთხილის გამო ვერ ბედავთ. გწამდეთ, წარმატება თქვენ დაგრჩებათ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ ამ საღამოს, საყვარელ ადამიანთან ერთად, კაფეში ან რესტორანში გაატარებთ. მომსახურების დონე და მენიუს ფასები მნიშვნელოვანი არაა. ასე რომ, ლუდხანაშიც რომ დასხდეთ, მაინც კარგია. სასურველია, თუ დანახარჯს თქვენ გადაიხდით, ბოლოს და ბოლოს, ღონისძიების ინიციატორი ხომ თქვენ ხართ?




ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, გირჩევთ, მედიკამენტების შერჩევის დროს, სიფრთხილე გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ სწორ არჩევანს მხოლოდ უკუჩვენებების კარგად წაკითხვის შემდეგ გააკეთებთ. საბოლოოდ, მიხვდებით, რომ ეს უფრო მავნებელია, ვიდრე სასარგებლო და აფთიაქიდან ცარიელი გამოხვალთ. სწორადაც მოიქცევით.
კარიერა: გაიხსენეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად, სადმე, სასიამოვნო ადგილზე როდის იყავით? თუ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, შეცდომა უნდა გამოასწოროთ. ყველა საქმე გადადეთ და რესტორანში მაგიდა ან თეატრში ადგილები დაჯავშნეთ. უკეთესი იქნება, თუ დაგეგმილი ღონისძიების მიმდინარეობისას, ტელეფონს გამორთავთ.
სიყვარული: ხვალ აზარტულ თამაშებში ბედი გწყალობთ, ამიტომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. წადით საყვარელ ადამიანთან ერთად, ატრაქციონების პარკში  და მისთვის ფუმფულა სათამაშო ან ბურთი მოიგეთ. სურვილის შემთხვევაში, ფულზე თამაშიც შეგიძლიათ, თუმცა გახსოვდეთ, რომ წაგების შანსი ყოველთვის არსებობს, ყველაზე იღბლიან დღესაც კი.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება ქალაქის უარყოფითი ზემოქმედების მიმართ (მტვერი, გამონაბოლქვი და ა.შ.). ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ საღამოს, ცუდმა ჰაერმა თავის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. გაუმართლებთ მათ, ვინ წინასწარ გაითვალისწინებს ასტროლოგიურ პროგნოზს და ქალაქგარეთ წავა.
კარიერა: ვინც არ უნდა მოგცეთ რჩევა,  ვარსკვლავები არ გირჩევენ მათ სერიოზულად მიღებას. უმჯობესია, შექმნილი სიტუაცია თავად წარმოიდგინოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. ხვალ სხვების რჩევა-დარიგებები ნაკლებად გამოგადგებათ.
სიყვარული: თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ოცნებების ასრულებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. ამიტომ, ხვალინდელი დღე სასწაულის მოლოდინში ჩაივლის და გაიწელება. მთავარია - მოლოდინის პროცესში ერთმანეთში არ იჩხუბოთ, რადგან ჩხუბის შედეგად, შესაძლოა, ოცნების ასრულების დღემ კიდევ უფრო გადაიწიოს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, დილიდან ფორთოხლის წვენი დალიოთ. ეს ენერგიით აგავსებთ, თუმცა, მშიერ კუჭზე ფორთოხლის წვენის მიღება სასურველი არ არის - შესაძლოა, უსიამოვნო რეაქცია გამოიწვიოს.
კარიერა: ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ხვალ ადამიანებთან ურთიერთობაში ხასიათი შეგეცვლებათ. პირადი კავშირები შეიძლება საქმიანი გახდეს და პირიქით. რომელი ვარიანტია თქვენთან ყველაზე ახლოს - ეს თავად აირჩიეთ.
სიყვარული: ნუ იჩქარებთ თქვენს წინაშე მოულოდნელად გახსნილი შესაძლებლობებით გახარებას, რადგან ეს ახალი შესაძლებლობები არც ისეთი სასიხარულო აღმოჩნდება, როგორსაც ისურვებდით. თანაც, თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს აღფრთოვანებას ნამდვილად არ გაიზიარებს, თუმცა, რატომ - თქვენთვის გაუგებარი იქნება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ მშვილდოსნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგ ფორმაში ყოფნა. დაიწყეთ დღე ვარჯიშით, გააგრძელეთ მსუბუქი, მაგრამ სასარგებლო საუზმით და დღის მანძილზე არ მისცეთ სხეულს სიზარმაცის უფლება.
კარიერა: როგორც იქნა, ბედმა თქვენი არსებობის შესახებაც გაიხსენა! ის ხვალ, უდავოდ, თქვენს მხარეს იქნება, ამიტომ ნუ გადადებთ რთული პრობლემების გადაწყვეტას ზეგისთვის. ყველაფერი, რაც ხვალისთვის გაქვთ გადაწყვეტილი, თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება და შესაბამისად, საფულეზეც!
სიყვარული: ხვალ მეგობართან სერიოზული ჩხუბის მიზეზი თქვენი საყვარელი ადამიანი გახდება. შესაძლოა იმიტომ, რომ თქვენი მეორე ნახევარი თქვენს მეგობარს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და ეფლირტავება. თუმცა, მიზეზი შეიძლება უფრო სერიოზულიც იყოს. გამოსავალი ერთია: უმჯობესია, თქვენი მეგობარი და საყვარელი ადამიანი ხვალ ერთმანეთს არ შეხვდნენ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, შეეშვათ ორგანიზმის ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას და ხვალინდელი დღე რელაქსაციას დაუთმოთ. მასაჟი და სპა-პროცედურები თქვენს სხეულს განსაკუთრებით ესიამოვნება.
კარიერა: ხვალ შეეცადეთ, თქვენი კოლეგები დაიმეგობროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ არსებულ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება. მათი დახმარება და გვერდში დგომა აუცილებლად დაგჭირდებათ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება საკმაოდ საპასუხისმგებლო არჩევანის გაკეთება და მხოლოდ თქვენი რჩევა და მხარდაჭერა დაეხმარება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ შეეცადეთ, მაქსიმალურად გულმოდგინედ მოეკიდოთ მოცემულ დავალებას.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულება და აუცილებლად მიიყვანეთ სურვილი ლოგიკურ დასასრულამდე. თუკი, რა თქმა უნდა, თქვენი ჩანაფიქრი სრულიად მიუღებელი არ არის.
კარიერა: ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ, მათ „მწყემსად“ იმუშაოთ, თანაც, სრულიად უფასოდ, რაც თქვენთვის არც საინტერესო იქნება და არც სასარგებლო.
სიყვარული: ხვალ რამდენიმე წამით დაივიწყეთ ის გრძნობა, რომელსაც საყვარელი ადამიანის მიმართ განიცდით და მას მიუკერძოებლად, სხვისი თვალებით შეხედეთ. შესაძლოა, ეს მის უკეთ გაგებაში დაგეხმაროთ და მასში ისეთი რამ დაინახოთ, რასაც ამ დრომდე ვარდისფერი სათვალით უყურებდით. ეს ზოგჯერ სასარგებლოა.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ისეთი წვრილმანი რამ, როგორიცაა სეირნობის დროს ფეხების დასველება ან ორპირ ქარში მოხვედრა, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული გაციების მიზეზი გახდეს. გაუფრთხილდით საკუთარ ორგანიზმს!
კარიერა: ხვალ მთელ თქვენს ყურადღებას არა საკუთარ თავს, არამედ იმ ადამიანს დაუთმობთ, რომლისთვისაც თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, საკუთარი საქმეების დროებით გადადება მოგიწევთ.
სიყვარული: ხვალ გააცნობიერებთ, რომ შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანს ენდოთ, თანაც იმაზე მეტად, ვიდრე მიგაჩნდათ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ნდობა რაც შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს. თქვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?