13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შესაფერისი დროა იმისთვის, რომ დაიწყოთ, გააგრძელოთ ან დაამთავროთ მკურნალობის პროცესი. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად დასრულდება.
კარიერა: ამ დღეს საკუთარ თავზე რაღაც არასასიამოვნოს გაიგებთ. შესაძლოა, პირდაპირ არ გითხრან, მაგრამ მაინც საწყენია. რა გაეწყობა... ინფორმაცია ცნობად მიიღეთ და გაითვალისწინეთ.
სიყვარული: ვერძებო, ამ დღეს ოჯახში ფრთხილად უნდა იყოთ წყალთან. თქვენც გაითვალისწინეთ და თქვენი მეორ ნახევარიც გააფრთხილეთ, რომ სამსახურში წასვლის წინ ონკანები უნა შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რაღაც თუ გამოგრჩათ, მეზობლების სამართალიან აღშფოთებას ვერ გადაურჩებით. 




კურო
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, დასვენებისა და ძილისთვის მეტი დრო მოიტოვოთ. რაც მეტ სიზმარს ნახავთ, მით ნაკლები შანსი გაქვთ, რომ ჭარბი წონა აკრიფოთ. გახსოვდეთ, რომ ძილის ნაკლებობა გასუქების რისკს ზრდის.
კარიერა: დიდი მოცულობის სამუშაო გაქვთ აღებული, რომელსაც ვადაში ვერ ასწრებთ და დამატებით დროს ითხოვთ. სამწუხაროდ, ეს არ გამოვა და იძულებული იქნებით, ყველაფერი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დაასრულოთ.
სიყვარული: გაოცებული ხართ დამთხვევებით, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასიყვარულო ასპექტში. ეცადეთ, ბედის ასეთ საჩუქარს მეტი ყურადღება მიაქციოთ, როათა თქვენი ურთიერთობისთვის საბედისწერო არ გახდეს.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
დასვენების დღეებში ნუ იზარმაცებთ და მთელდროს უსაქმურადნუ გაატარებთ. პირიქით, ეცადეთ თავისუფალი დრო ფიზიკურ აქტივობას მიუძღვნათ. გირჩევთ, უპირატესობა მსუბუქ, ნაკლებად ცხიმიან საკვებს მიანიჭოთ.
კარიერა:
გსურთ, რომ ცხოვრების სტილი შეცვალოთ. კარგია, მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეთ. დღეს შეიძლება პერსპექტიული წინადადება მიიღოთ, რომელიც თავიდან უინტერესოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ უარის თქმას ნუ იჩქარებთ. კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ.
სიყვარული: გირჩევთ, გაიხსენოთ ადამიანი, რომლის მიმართ რამდენიმე წლის წინ გულგრილი არ იყავით. შესაძლოა, ის თქვენი ოცნება და ზღაპრული პერსონაჟი არ იყოს, მაგრამ განწყობას აუცილებლად აგიმაღლებთ.     



     
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თუ ოდესმე კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუწუხებიხართ, შესაძლოა, ამ დღეს გაგიმწვავდეთ. სიტუაცია უკონტროლო რომ არ გახდეს, გასტროენტეროლოგს მიმართეთ.
კარიერა: გირჩევთ, თქვენი უშუალო საქმე აკეთოთ და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ კოლეგების მოქმედებებს. ამჟამად მთავარია, სამუშაო დროულად შეასრულოთ, ამიტომ მეტი მონდომება გმართებთ.
სიყვარული: თქვენი რჩეული მსოფლიოში ყველაზე საიმედო ადამიანია, რომლის გვერდით თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ. თუმცა, ყურადღებას ძალიან ნუ მოადუნებთ, თორემ მასზე მეტისმეტად დამოკიდებული გახდებით.




ლომი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე სუნთქვით ვარჯიშებს გააკეთებთ. მალე შენიშნავთ, რომ უკეთ აზროვნებთ და შესანიშნავად ახერხებთ სამუშაოზე კონცენტრირებას.
კარიერა: გირჩევთ, ნაცნობებთან სამომავლო გეგმებზე და მომავალზე არ ისაუბროთ. უბრალო, ადამიანურმა შურმა შეიძლება წარუმატებლობა მოგიტანოთ. ჯობს, როცა წარმატებას მიაღწევთ, მერე ისაუბროთ.
სიყვარული: დიდხანს არკვევთ, ვინ არის დამნაშავე გაუგებრობაში, რომელიც თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის შეიქმნა. შეცდომების აღიარებას არცერთი აპირებთ. გირჩევთ, კომპრომისი მონახოთ, თორემ პრობლემები უფრო მოგემატებათ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ზურგის არეში უსიამოვნო შეგრძნებებმა შეგაწუხოთ. სავარაუდოდ, ეს თქვენი უმოძრაო ცხოვრების დამსახურებაა, ამიტომ რაღაცის შეცვლაზე უნდა იფიქროთ.
კარიერა: მეტოქეების და მოშურნეების უარყოფითი ენერგეტიკისგან თავის დასაცავად გარშემო მტკიცე კედელი უნდა შემოივლოთ. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ქარის მოტანილ ფულს ბედნიერება არ მოაქვს და სწრაფად იხარჯება.
სიყვარული: სურვილი გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანს ისეთი მეტსახელი მოუნახოთ, რომელიც მის ბუნებას უცებ ახსნის. მაგალითად, მშიშარა ან მშრომელი. გირჩევთ, ეს თავიდან ამოიგდოთ. ადამიანი გაცილებით მრავალმხრივი და საინტერესოა, ვიდრე ერთსიტყვიანი შეფასება და თქვენი წარმოდგენა.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს შეეცადეთ, ემოციური დატვირთვისგან თავი შეიკავოთ, რადგან ნეგატიური ემოციების მიმართ ძალიან მგრძნობიარე იქნებით, რაც უარყოფითად აისახება თქვენს ჯანრმთელობის მდგომარეობაზე.
კარიერა: ხვალ სამსახურში მსუბუქი დღე გექნებათ. შესვენების დროს შეიარეთ მაღაზიებში, თუკი სამსახურიდან გასვლას ვერაფრით ახერხებთ - გაერთეთ იმ მაღაზიების ვებგვერდების თვალიერებით, რომელთა მონახულებას უახლოეს დღეებში გეგმავთ.
სიყვარული:
თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაფერი ისე კარგად ვერ იქნება, როგორც გსურთ. სხვათა შორის, თუკი არ ჩაუღრმავდებით, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ არანაირი პრობლემა არ გაქვთ და ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია. იქნებ, ისე დატოვოთ, როგორც არის?


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე არ არის შესაფერისი იმისთვის, რომ ვინმეს რჩევებს დაუჯეროთ, თუმცა, მაინც შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ რასაც გეტყვიან გონივრულად შეაფასოთ.
კარიერა:  კოლეგებთან თქვენი ურთიერთობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი დაგელაპარაკებათ ხელმძღვანელი. თუკი შეგაქებთ, მეგობრებთან კარგი ურთიერთობა გექნებათ, თუკი გაგლანძღავთ -  რადიკალურად განსხვავებული. მოკლედ, ამ ყველაფერში თავად დარწმუნდებით.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი წყვილისგან საოცრად ბედნიერი და მზიანი ტანდემი შედგება. თქვენი რჩეული თქვენი გულის მოგებას შეძლებს. შეეცადეთ, ეს დღე კარგად დაიმახსოვროთ: ასეთი რამ თქვენს ცხოვრებაში იშვიათად ხდება...


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს ყურადღება დაუთმეთ კუჭს. თუკი უსიამოვნო შეგრძნება შეგაწუხებთ და მასთან გამკლავებას მხოლოდ წამლების საშუალებით შეძლებთ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
კარიერა: ხვალ სამსახურში შესაძლოა საკმაოდ უსიამოვნო სიტუაცია შეგექმნათ, რადგან ვიღაც გადაწყვეტს ხელმძღვანელთან თქვენზე ცუდად ისაუბროს და მასთან უარყოფითად წარმოგაჩინოთ. მხოლოდ თქვენს ნიჭსა და მოხერხებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებთ ავტორიტეტის შენარჩუნებას. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება მიხვდეს, თუ რას გულისხმობთ მასთან ამა თუ იმ თემაზე საუბრისას. თუმცა, ნუ შეეცდებით, ყველაფერი დეტალურად აუხსნათ, რადგან შემდეგ გაგიჭირდებათ კონსესუსამდე მისვლა.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ამ დღეს აუცილებლად გაუფრთხილდით სახსრებს, განსაკუთრებით ხელების არეში, რადგან მოტეხილობის ან დაზიანების საფრთხის ქვეშ იმყოფებით. შეეცადეთ, არ გარისკოთ!
კარიერა: ხვალინდელი დღე განსაკუთებით წარმატებულია მოლაპარაკებებისთვის - ნებისმიერი ვინმეს დათანხმებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ბედის საჩუქარი გონივრულად გამოიყენოთ.
სიყვარული:
 საერთო მომავალზე ზედმეტად ნერვიულობთ. შეეცადეთ, მნიშვნელოვან საკითხებს მეტი იუმორით მიუდგეთ - ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სერიოზული პრობლემების გადაწყვეტის დროს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ნებისმიერი თქვენი იდეა, რომელიც მკურნალობას ან ჯანსაღი კვების დაწყებას ეხება, საკმაოდ წარმატებით ჩაივლის. ასე რომ, შეუდექით!
კარიერა: ამ დღეს ნებისმიერი კედლის გარღვევას შეძლებთ, რაც, პირველ რიგში, სამსახურში გამოგადგებათ, მაგრამ რაც შეეხება მეგობრულ ურთიერთობებს, აქ ოდნავ დამუხრუჭება მოგიწევთ, რათა პატარა გაურკვევლობა არ წარმოიქმნას.
სიყვარული: როგორც ჩანს, თქვენი ყველა ცრემლები და თხოვნა უშედეგოა. არც ისტერიკა და კამათი გშველით. არც კი ცდილობენ თქვენს გაგებას! იცით, ჩურჩულის მოსმენა ყოველთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ყვირილის. შეეცადეთ, საკუთარი სურვილების შესახებ შედარებით დაბალი ხმით ისაუბროთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, ცხოველებთან ურთიერთობას მოერიდოთ: შესაძლოა პრობლემები წარმოგექმნათ, თუმცა, ეს გაფრთხილება თქვენს შინაურ ცხოველებს არ ეხება.
კარიერა: თუკი კოლეგებს თხოვნით მიმართავთ, მაშინ მათ ბოლომდე უნდა ენდოთ კიდეც. ნერვიულობა არ ღირს, თქვენი თანამშრომლები ბრწყინვალე მეგობრები არიან.
სიყვარული: ამ დღეს ნუ გაეკიდებით იმას, რაც მიუწვდომელი და არარეალურია. მცირედის მიღწევის შანსი მაინც გაქვთ, მაგრამ ამისთვის აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოთ საკუთარ ძალებში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?