14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:  ბოსტნეულისა და თევზეულის დროა! ბურღულეულისგან დროებით თავის შეკავებას გირჩევთ. ხორცსა და მისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები კი საერთოდ უნდა დაივიწყოთ. ჯერჯერობით მაინც...
კარიერა: კარგი ხელმძღვანელის მისია ყველაფრის მარტო კეთება კი არა, ხელქვეითებს შორის დავალებების სწორად გადანაწილებაა. იფიქრეთ ამაზე, როცა კოლეგებთან ერთად ახალი პროექტისთვის მზადებას დაიწყებთ. ეცადეთ, თავმდაბლობა შეინარჩუნოთ და იყოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ.
სიყვარული: ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ძვირფასი ადამიანი კომპიუტერულ თამაშებს მეტ დროს უთმობს, ვიდრე თქვენ, ძალიან გაღელვებთ. ნუ ნერვიულობთ. საღამოს უკანასკნელი მონსტრის მოკვლას შეძლებს და პასეანსის გაშლასაც მოახერხებს. ასე რომ, უახლოესი რამდენიმე დღის მანძილზე თქვენს იდილიას არაფერი ემუქრება.




კურო
ჯანმრთელობა:
თვალები მუდმივი დაძაბულობისგან გადაგეღალათ, ამიტომ ცოტა უნდა დაასვენოთ. გააკეთეთ ვარჯიშები და ხშირად უყურეთ სასიამოვნოს, თუნდაც ეს სიმპათიური კოლეგა იყოს.
კარიერა: ხვალ დრეს-კოდის დაცვა გმართებთ. ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა მოგიწევთ, ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. წვრილმანების გამო მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს.
სიყვარული: ხვალ მთლიანად ინტუიციას უნდა მიენდოთ და უსიტყვოდ დაემორჩილოთ, თუნდაც გონება და ჯანსაღი აზრი სხვაგვარ ქცევას გკარნახობდეთ. მოგვიანებით შეძლებთ, შეადაროთ, რა გამოგივიდათ და რა შეიძლებოდა, გამოგსვლოდათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ჯანმრთელობის მცირეოდენი გაუარესება, ამიტომ ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და ნაკლები ინერვიულოთ, რადგან ნერვიულობა მდგომარეობას მხოლოდ დაგიმძიმებთ.
კარიერა:
ეს დღე ოჯახური პრობლემების მოგვარებასა და ურთიერთობების მოწესრიგებას უნდა დაუთმოთ. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები დროის ხარჯვად ნამდვილად ღირს. ნამდვილად გჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოგისმენთ და დაგეხმარებათ, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ, რომ მასთან ურთიერთობა დაალაგოთ.
სიყვარული: გირჩევთ, საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ყველაფერს აკეთებთ, რომ სხვებს ასიამოვნოთ, მაგრამ საკუთარ თავს როდის ასიამოვნეთ, ვეღარ იხსენებთ. დღეს ყველაზე შესაფერისი დღეა, რომ მეუღლე მშობლებთან გაუშვათ, ბავშვები - ბებიასთან და სრული მარტოობით დატკბეთ.


         

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
დღეს თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სხვადასხვა არომატების მიმართ, ამიტომ გირჩევთ, უპირატესობა ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებს მიანიჭოთ, რომლებსაც მძაფრი სუნი არ აქვთ. ბოლოს და ბოლოს, ერთი დღე კოსმეტიკის გარეშეც შეიძლება გაძლოთ.
კარიერა: ძალიან მძიმე დღეა მათთვის, ვინც საკადრო საკითხებზე მუშაობს. ადამიანების შეფასებისას, იმდენი მცდარი მოსაზრების მოსმენა მოგიწევთ, რომ სჯობს, ეს საერთოდ არ გააკეთოთ. 
სიყვარული: შესაძლოა, ფულის გამო იკამათოთ. ორი ვარიანტია: ან არასაკმარისი ოდენობის ხელფასს იღებთ ან არასწორად ხარჯავთ. კამათსა და ურთიერთბრალდებებს სჯობს, ერთად ჩამოწეროთ ოჯახური ბიუჯეტი: რამდენია საჭირო პროდუქტებისთვის, რამდენი - გართობისა და განათლებისთვის და ყველა პრობლემა თავისთავად მოგვარდება. 


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ზედმიწევნით შეასრულეთ მკურნალი ექიმის რჩევები. თუ რაღაც გაეჭვებთ, ნუ მოგერიდებათ, დაუკავშირდით და მათი ახსნა სთხოვეთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ ის ბევრი და ნაყოფიერი შრომის საშუალებას არ გაძლევთ, ცოტა და უშედეგო მუშაობას უნდა დასჯერდეთ. გახსოვდეთ, რომ სამსახურები იცვლება, ჯანმრთელობა კი რჩება, ამიტომ ის ყველაზე მთავარია თქვენს ცხოვრებაში.
სიყვარული: საინტერესო და შთაბეჭდილებებით მდიდარი დღე გელით. თუ ამისთვის მზად ხართ, სასიყვარულო თავგადასავლებიც იქნება. ეცადეთ, მეორე ნახევარს თქვენი ცხოვრებისეული ზეიმისთვის შორიდან არ აყურებინოთ. ხელი გაუწოდეთ და მოვლენების ეპიცენტრში შეიყვანეთ.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, სქესობრივ კუთვნილებასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიმწვავდეთ, თუმცა არ ინერვიულოთ. ექიმის დროული კონსულტაცია ყველა პრობლემას მოაგვარებს.
კარიერა: თუ გსურთ, კონკურენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაუმკლავდეთ, აკონტროლეთ საკუთარი თავი  და ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც გეუბნებიან. რაც შეეხება პროფესიულ საქმიანობას, ხვალ სტრატეგიაში ბადალი არ გეყოლებათ.
სიყვარული: გიჭირთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება დაკი“-სა და „არა“-ს შორის არჩევანის გაკეთება, რომ საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. იქნებ, ისიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოთ? ასე გაცილებით ადვილი იქნება.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ ექიმების რჩევებს. იმ შემთხვევაშიც, თუკი მოგეჩვენებათ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა განსაკუთრებით ეფექტური არ არის.
კარიერა: დროა, გაიხსენოთ თქვენი ძველი დანაპირები და მათ განხორციელებაზე იფიქროთ, ხოლო შესრულებული მოვალეობის გრძნობით, დღის დარჩენილი დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. გაათამამეთ საკუთარი თავი, ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება. ზოგადად, ხვალ თქვენი დღეა, ამიტომ თამამად დაგეგმეთ ყველაფერი, რაც კი მოგესურვებათ.
სიყვარული: ხვალ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ ურთიერთობებთან დაკავშირებით და მას, რა თქმა უნდა, მიიღებთ, რადგან სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გექნებათ. უმჯობესია, ამის შესახებ საყვარელ ადამიანს უთხრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ემოციები აუცილებლად მოახდენს გავლენას თქვენი მსჯელობის ლოგიკურობასა და სისწორეზე.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ პროფილაქტიკური ზომები თქვენს ბიუჯეტს უნდა შეუსაბამოთ. შესაძლოა, იპოვოთ არა მხოლოდ იაფი, არამედ უფრო ეფექტური საშუალებაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კარიერა: ხვალ ვარსკვლავები წვრილმან უსიამოვნებებსა და უიღბლობას გპირდებიან. შესაძლოა, უმნიშვნელო დანაკარგი, უცნაური კამათი მოგიწიოთ, მაგრამ ნუ დაწვრილმანდებით. მთავარია სულიერი სიძლიერე! წვრილმანი უიღბლობის შემდეგ დიდი წარმატება გელით. ყურადღებით იყავით, შესაძლოა, ეს წარმატება სასოწარკვეთაში ყოფნის მიზეზით გამოგრჩეთ.
სიყვარული: რამდენის თქმა შეუძლია თუნდაც ერთ ნაზ გამოხედვას! მართლა ვერ ამჩნევთ, როგორ გატყვევებენ გამოხედვით? დაუყოვნებლივ უპასუხეთ მას ღიმილით და კეთილი სიტყვებით. ერთგულ თაყვანისმცემლებს ყოველთვის ვერ იპოვით, მათ უნდა გაუფრთხილდეთ და წაახალისოთ!


 


მშვილდოსანი                                   
ჯანმრთელობა:
ყურადღება დაუთმეთ თვალებს კომპიუტერთან მუშაობის დროს. კარგი იქნება, თუკი შესვენებებს გააკეთებთ, რათა თვალებს დასვენების საშუალება მისცეთ, რისთვისაც სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი დაგჭირდებათ.
კარიერა: ხვალ ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლის შანსი გაგიჩნდებათ. მთავარია, პირველი ნაბიჯის გადადგმის არ შეგეშინდეთ. რისკზე წასვლით გაცილებით მეტ სარგებელს ნახავთ, ვიდრე ახლა გაქვთ. ასე რომ, გადაწყვიტეთ!
სიყვარული: ეს დღე თქვენთვის წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი თქვენ გვერდით საყვარელი ადამიანი დადგება. თუნდაც, არა ფიზიკურად (სამსახურში მისი მიყვანა, ალბათ, რთული იქნება). ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ თქვენზე ფიქრობენ, ღელავენ და გელოდებიან.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ დამწვრობას, შეეცადეთ, იყოთ ყურადღებიანი იმ სიტუაციებში, როდესაც დამწვრობის საშიშროება დაგემუქრებათ. გარდა ამისა, შესაძლოა, კისრისა და თავის არეში ტკივილებმა შეგაწუხოთ.
კარიერა: სამსახურთან ნაკლებად დაკავშირებული აზრები ძლიერ გაგიტაცებთ და გონივრული მოქმედებების უნარს სრულიად დაკარგავთ. მოიძიეთ ისეთი საქმიანობა, რომელიც თავის ტვინის მონაწილეობას დიდად არ მოითხოვს. თუკი ამგვარ სამუშაოს ვერ ნახავთ, აიღეთ დასვენების დღეები და გაერკვიეთ პირად საქმეებში, რათა მუშაობაში ხელი არ შეგეშალოთ.
სიყვარული:
ამ დღეს საკმაოდ დიდხანს ელოდით! ასე რომ, მიიღეთ მისგან მაქსიმალური სიამოვნება! თუკი თქვენი საყვარელი ადამიანი სულიერად ნამდვილად ახლობელია თქვენთვის, ის აუცილებლად გაგიგებთ და მხარს დაუჭერს თქვენს წამოწყებას. ვარსკვლავები ყველანაირად ხელს შეგიწყობენ, რათა ამ დღეს თქვენი ჩაფიქრებული ყველა სურვილი აგიხდეთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა ხელს შეგიწყობთ, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე და, ასევე, ჯანსაღი რეჟიმის დაცვაზე. ამიტომ შეეცადეთ, ადრე დაიძინოთ და ძალიან არ გადაიტვირთოთ.
კარიერა: ამ დღეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „დრეს-კოდის“ გათვალისწინება. ჩაიცვით ისე, როგორც თქვენს ხელმძღვანელს მოეწონება და როგორც თქვენს ფირმაში საჭირო და მიღებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სამუშაო დღის განმავლობაში პრობლემები შეგექმნათ, რაც თქვენს საქმიან წარმატებას შეაფერხებს.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენთან კიდევ უფრო დაახლოების სურვილი გაუჩნდება და ამისთვის შეეცდება, პრობლემის გადაჭრაში დაგეხმაროთ, მძიმე წუთებში გვერდით დაგიდგეთ და თქვენთვის რაიმე განსაკუთრებული გააკეთოს. თუკი თქვენ უფრო მეტი სიახლოვე გჭირდებათ - სიხარულით მიიღეთ მისი დახმარება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თუკი კუჭის მომატებული მჟავიანობა გაწუხებთ, ხვალ განსაკუთრებით ყურადღებით იყავით საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ. შეეცადეთ, ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტა იკვებოთ, რათა შიმშილის გრძნობამ არ შეგაწუხოთ.
კარიერა: ხვალ იმდენად დარწმუნებული იქნებით საკუთარ ძალებში, რომ ზედმეტად დაუცველი გახდებით. გგონიათ, რომ თქვენთვის ხელის შემშლელი გარემოება არ არსებობს, მაგრამ ამით მთელ თქვენს საქმეს, რომელზეც სხვებთან ერთად მუშაობდით, საფრთხის ქვეშ აყენებთ. ნუ იქნებით ასე ძალიან ამპარტავანი და გახსოვდეთ, რომ ფრთხილ ადამიანებს ღმერთი გადაარჩენთ.
სიყვარული: ამ დღეს იშვიათი დამოუკიდებლობით გამოირჩევით მსჯელობაში: თქვენი საყვარელი ადამიანიც კი ვერ იქნება თქვენთვის ავტორიტეტი. ასეთი უყურადღებობა მისი მოსაზრების მიმართ მას საკმაოდ სერიოზულად აწყენინებს, ამიტომ შეეცადეთ, აგრძნობინოთ, თითქოს მისი არგუმენტები თქვენთვის მისაღებია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?