18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ინტუიციას მიენდეთ. ის გიკარნახებთ, რა ზომებს უნდა მიმართოთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მომავალში პრობლემები აღარ შეგექმნათ.
კარიერა: გახსოვდეთ, ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები პროფესიულ საქმიანობაში არ გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ დასვენების დღეებში ასეთ საქმეებს იშვიათად აკეთებენ.
სიყვარული: იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად, შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ წახვიდეთ? ერთად იფიქრეთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე აუცილებლად მიხვალთ. სავარაუდოდ, ამ გიჟური იდეის რეალიზაციასაც შეძლებთ.




კურო
ჯანმრთელობა:
კუროებო, კარგი იქნება, თუ ორგანიზმს შლაკებისგან გაიწმენდთ. ოღონდ ეს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რომ არაფერი დაიზიანოთ. გირჩევთ, მკურნალ ექიმს წინასწარ მოეთათბიროთ.
კარიერა: ბედი ძალიან გწყალობთ, ამიტომ ნუ გაბრაზდებით თუ იმის მიღება გსურთ, რაც ძალიან ადრეა. მშვენიერი შესაძლებლობა გაქვთ, რაღაც საქმე დაასრულოთ, რასაც ადრე ვერ ახერხებდით.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი ცდილობს, სამუშაო პროცესს არ მოგწყვიტოთ, რაც, ცოტა არ იყოს, გაკვირვებთ და გაბრაზებთ: იმდენად მიეჩვიეთ, რომ სამუშაო დროის ნაწილს მას უთმობთ, რომ, როცა თქვენ გვერდით არაა, წარმოდგენა არ გაქვთ, თავისუფალი დრო რაში დახარჯოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
დროა, ცოტა შეისვენოთ. შესაძლოა, ვერ გრძნობთ, მაგრამ ბოლო დროს, ძალიან გადაიღალეთ. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო დასვენება გონებრივიდან ფიზიკურ მუშაობაზე გადასვლაა და პირიქით.
კარიერა: რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. ამით  საკუთარ და თქვენი ახლობლების ნერვებს დაზოგავთ და შეინარჩუნებთ ყველაფერს, რაც დიდი შრომით შექმენით: ხელფასს, ფულს, თანამდებობასა და კარიერული ზრდის შანსს.
სიყვარული: სანამ რაღაც მნიშვნელოვანს იტყოდეთ, უკან დასახევი გზა მოიფიქრეთ: როგორ უნდა მოახერხოთ, იმიჯის, პირადი ცხოვრებისა და საყვარელი ადამიანის თავმოყვარეობის შელახვის გარეშე დაბრუნდეთ უწინდელ პოზიციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დაზღვევა დაგჭირდებათ.   



     
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თუნდაც არაფერი გტკიოდეთ, კარგი იქნება, სტომატოლოგს მიმართოთ. გახსოვდეთ, პროფილაქტიკური დათვალიერება მნიშვნელოვანი საქმეა. თუნდაც პროცედურების ჩატარება დაგჭირდეთ, ეს მინიმალურ დისკომფორტს შეგიქმნით.
კარიერა: ნუ ინერვიულებთ, თუ გეგმები ვერ განახორციელეთ. წარუმატებლობა ახალი გეგმების დასახვის კარგი მიზეზია. ძველი შეცდომები გაითვალისწინეთ და საქმეს შეუდექით. შესაძლოა, ამჯერად, ვარსკვლავები თქვენ მიმართ უფრო კეთილგანწყობილი აღმოჩნდნენ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი ძალიან ემოციური და მგრძნობიარე იქნება, რაც მასთან ურთიერთობას გაართულებს. მოგიწევთ, გამუდმებით ეფეროთ, ამშვიდოთ და დაჰპირდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ადვილი არაა, მაგრამ აუცილებელია.




ლომი
ჯანმრთელობა:
დაიცავით თმა მავნე გარემოს ზემოქმედებისგან. ამაში B და E ჯგუფის კოსმეტიკური საშუალებები დაგეხმარებათ.
კარიერა: ხვალ მუშაობის ხასიათზე არ იქნებით. ლირიკულ განწყობაზე დადგებით და ოცნებებში თავით გადაეშვებით. შესაძლოა, ეს ძალიან დაგეხმაროთ: იოცნებეთ სამომავლო განვითარებასა და აღმავლობაზე. შეიძლება რაღაც კარგი მოიფიქროთ. 
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ საყვარელი ადამიანი ვიღაც სხვაში აგერიოთ: სხვისი სახელით მიმართოთ ან ვიღაცისგან მოსმენილი ისტორია მიაწეროთ. ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოასწოროთ საკუთარი შეცდომა.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ კარგ შედეგს მოგცემთ ხალხური მედიცინის მეთოდებით მკურნალობა. თუ ამ სფეროში კარგად ვერ ერკვევით, უპირატესობა ისევ ტრადიციულ მედიცინას უნდა მიანიჭოთ.
კარიერა: საკუთარ სინდისთან კომპრომისზე ნუ წახვალთ, თორემ შეიძლება ინანოთ. თუ რაღაც გადაუჭრელ პრობლემას შეეჯახეთ, მის შესრულებაზე უარი პატიოსნად უნდა თქვათ. გახსოვდეთ, რომ ერთ არასწორ ნაბიჯს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. სჯობს, არ გარისკოთ.
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესაძლოა, ასაკით თქვენგან განსხვავებულ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობების დასაწყისის დღეა. თუ აქამდე ფიქრობდით, რომ თქვენზე გაცილებით უფროს ან უმცროს ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა არ შეგეძლოთ, შეხედულება შეგეცვლებათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
სასწორებს ვარსკვლავები ურჩევენ, კვირის მანძილზე დაგროვილი დაძაბულობის მოსახსნელად დამამშვიდებელი აბაზანა მიიღონ.
კარიერა: ხვალინდელი დღე არ არის შესაფერისი ცრუ იმედების „გამოსაკვებად“ და ამა თუ იმ ოცნების სალოლიავებლად, რომელთა განხორციელებას უახლოეს მომავალში აპირებთ. მოვალეობები, რომელთაც თქვენს კომპანიაში ასრულებთ, თქვენგან შემოქმედებით მიდგომას არ მოითხოვს.
სიყვარული: მზად იყავით სხვადასხვა სიურპრიზისთვის, როგორც სასიამოვნო, ასევე ნაკლებად სასიამოვნოსთვის. პირველ რიგში, ის თქვენს პირად ცხოვრებას ეხება და ყველაფერს, რაც მას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, მაგრამ საბრძოლო განწყობის შექმნა ნამდვილად შეგიძლიათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებისთვის ფიქრისა და ძალების აღსადგენად მთავარი თემა სუნთქვა იქნება. ისუნთქეთ ნელა, სწორად, და რაც შეიძლება სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ.
კარიერა: მზად იყავით გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად და ახალ გზაზე ფეხის შესადგმელად, რომელიც გაცილებით მეტ წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე ელოდებით. თქვენთვის მთავარი ოჯახის წევრების მხარდაჭერაა, რომლებსაც შეუძლიათ, დაგეხმაროთ იმ შემთხვევაში, თუკი პირველ ეტაპზე თქვენი საქმეები ნაკლებად წარმატებული იქნება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი ძალიან ადვილად დაგითანხმებთ, რომ ხვალინდელი საღამო არა სახლში, არამედ ისეთ ადგილას გაატაროთ, სადაც საკუთარი მსოფლმხედველობის გაფართოებასა და, უბრალოდ, კარგი დროის გატარებას შეძლებთ. მთავარია, სწრაფად გადაწყვიტოთ, სად წახვალთ, რათა ამ ძვირფასი საღამოს წუთები ტყუილად არ დახარჯოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ნებისმიერი სახის უარყოფითი ემოცია ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ ბუმერანგის თავიდან ასაცილებლად: ეს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას არ მოგიტანთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში წარმოქმნილ ნებისმიერ პრობლემას პოზიტიურად მიუდგეთ. მხოლოდ ოპტიმისტური განწყობით შეძლებთ მათთან გამკლავებას.
სიყვარული: თქვენი სიტყვები ან მოქმედებები თქვენს საყვარელ ადამიანს გაანაწყენებს, თუმცა, თავად თქვენ ამაში საწყენს ვერაფერს ხედავთ. შეეცადეთ, შეეგუოთ, რომ მას მომატებული მგრძნობელობა აქვს და ყველაფერი ადვილად სწყინს, შემდეგ კი სწორი დასკვნები გამოიტანოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ თხის რქებს კუჭთან დაკავშირებული პრობლემები წარმოექმნებათ. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების შენახვის ვადებს. თუკი საჭირო ზომებს სწრაფად მიიღებთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დასტაბილურდება.
კარიერა: კვირის განმავლობაში დაგროვილი დაღლილობა თავს შეგახსენებთ: ხვალ დივანიდან განძრევასაც კი ვერ შეძლებთ. რა გაეწყობა, ამგვარი პასიური დასვენებაც ზოგჯერ ძალიან საჭიროა, ოღონდ ზომიერად. დაისვენეთ სიწყნარესა და სიმშვიდეში, ხოლო შემდეგ თქვენი აქტიური ბუნება კვლავ მოგთხოვთ ახალ შთაბეჭდილებებს.
სიყვარული:
კარგი იქნება, თუკი ხვალ დილიდან საღამომდე რომანტიკული დღე გექნებათ. დაიწყეთ დღე ერთობლივი საუზმით, დღის განმავლობაში გაუგზავნეთ საყვარელ ადამიანს თბილი შეტყობინებები, საღამოსთვის კი მოუმზადეთ მას საჩუქარი და შეახსენეთ, როგორ ძლიერ გიყვართ. მოუწყვეთ უჩვეულო დღესასწაული თქვენს უჩვეულო სიყვარულს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ნაკლები იმღეროთ და ხმამაღლა არ ისაუბროთ. შეეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ხმის იოგები ახლა ისეთი დაძაბულია, როგორც არასდროს - მათ გაფრთხილება სჭირდება.
კარიერა: ხვალ წარმატებული იქებით არა მხოლოდ კარიერაში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში, თუკი, რა თქმა უნდა, ამას მიზნად დაისახავთ. ცოტაოდენი სირთულეებიც კი ვერ შეუშლის ხელს გლობალურ პროგრესს.
სიყვარული: ხვალ დაბნეულობის დღე გექნებათ. პერსპექტივები, რომელთაც სამომავლოდ აშკარად ამჩნევდით, უცებ გაურკვეველი და ბუნდოვანი გახდება. შეეცადეთ, ეჭვები თავიდან მოიშოროთ, რადგან ეს თქვენს ბედნიერებას ხელს შეუშლის.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, საჭიროებისამებრ იზრუნოთ სახის კანზე. სხვადასხვა კრემების წასმის დროს არ დაგავიწყდეთ, რომ მასაჟით კრემის კომპონენტები გაცილებით ეფექტურად იმოქმედებს.
კარიერა: თუკი ხვალ საოჯახო საქმეებიდან გაქცევას შეეცდებით, თქვენი ოჯახის წევრები ომს გამოგიცხადებენ. ამიტომ, უმჯობესია, სახლის დალაგებას შეუდგეთ ან უბრალოდ წადით საყიდლებზე უახლოეს სუპერმარკეტში. ხვალ თქვენი სამსახური თქვენგან განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს.
სიყვარული: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ, რას გამოხატავს საყვარელი ადამიანის თვალები. მისი სულს სარკე გაცილებით მეტს მოგიყვებათ, ვიდრე სიტყვები, წერილები ან მინიშნებები. ამიტომ, თუკი ამგვარი შესაძლებლობა მოგეცემათ, სწორად ისარგებლეთ და სიმართლე გაიგეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?