21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:  უარს ნუ იტყვით ტკბილზე, განსაკუთრებით თუ ორგანიზმი შოკოლადის ფილას ან გემრიელი ტორტის ნაჭერს დაჟინებით მოითხოვს. ტკბილეული შეიძლება სასარგებლო იყოს, განსაკუთრებით თქვენთვის და განსაკუთრებით ამ დღეს, თუმცა ზომიერება არ დაივიწყოთ.
კარიერა: ფიქრობთ, რომ წარსულის შეცდომები აწმყოზე არ აისახება? ცდებით, რადგან მთელი დღე წარსულის შეცდომების სამწუხარო შედეგების გამოსწორებაზე ფიქრობთ. არაფერია, გაუმკლავდებით. მთავარია, რომ მომავალში მსგავსი სისულელეები აღარ ჩაიდინოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენთვის გზის მანათობელ ვარსკვლავად იქცა. მისი კეთილგანწყობისთვის მზად ხართ, მთები გადააბრუნოთ. ეს დაგეხმარებათ, სწრაფად და ხარისხიანად შეიცვალოთ და ბევრად უკეთესი გახდეთ.




კურო
ჯანმრთელობა:
იზრუნეთ ზურგისა და ხერხემლის ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით, თუ მჯდომარე ცხოვრების სტილი გაქვთ და ვარჯიშისთვის არ გცალიათ. ნუ დაიზარებთ. ზურგის კუნთების გამაგრებაზე ზრუნვა დღეიდან უნდა დაიწყოთ.
კარიერა: მიუხედავად იმისა, რომ საქმე იმაზე მეტი გამოჩნდება, ვიდრე წარმოგედგინათ, ხვალ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ. ბოლო დროს ძალიან უყურადღებო გახდით, ამიტომ ეცადეთ, ვინმეს „ანკესზე არ წამოეგოთ“.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ძალიან ხანგრძლივი და გულახდილი საუბარი გელით. შესაძლოა, სიტყვების ფორმულირება ძალიან მკვეთრი და უხეში იყოს, მაგრამ მათ უკან ჭეშმარიტება იმალება, რომელსაც ამათუ იმ მიზეზის გამო, ხანგრძლივი დროის მანძილზე გიმალავდნენ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
კოსმეტოლოგთან ვიზიტს თუ აპირებთ, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, გირჩევთ, ეს 15:00 სთ-ის შემდეგ გააკეთოთ. თქვენი კანი კოსმეტიკური პროცედურების მიმართ ყველაზე მეტად მგრძნობიარე სწორედ ამ დროსაა.
კარიერა: თქვენი მთავარი ამოცანაა, იმად დარჩეთ, ვინც ხართ. ნუ ენდობით გამოცდილ უფროსებს და ყოვლისმცოდნე კოლეგებს. საკუთარი შეცდომების გზით იარეთ პრობლემების მოგვარების გზაზე. ნამდვილ წარმატებას მხოლოდ ასე მიაღწევთ.
სიყვარული: საკუთარი პრობლემებით ისეთი დაკავებული ხართ, რომ საყვარელი ადამიანის არსებობაც კი გავიწყდებათ. მის პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ. რა თქმა უნდა, მოვლენების ასეთი განვითარებით კმაყოფილი ვერ იქნება.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბებმა, რომლებიც ზედმეტი წონისკენ არიან მიდრეკილი, კერძების შერჩევის დროს მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ხვალ ბევრი ცდუნება ელით. ეცადეთ, გაზარდოთ ფიზიკური აქტივობა.
კარიერა: გირჩევთ, საბანს თქვენკენ ძალიან ძლიერად ნუ მოქაჩავთ, თორემ შეიძლება გააფუჭოთ და საკუთარი რეპუტაცია და კარიერული ზრდის შანსიც მიაყოლოთ. ამჟამად თქვენი ამოცანაა, მოვლენების განვითარებას ჩუმად და მოთმინებით ელოდოთ.
სიყვარული: კარგი დღეა ტყეში ან პარკში სეირნობისთვის. დაივიწყეთ პრობლემები და თუნდაც ერთი საათი საყვარელ ადამიანს და ბუნებაში სეირნობას დაუთმეთ. ყველა ადამიანს აქვს დასვენებისა და ბედნიერების უფლება.




ლომი
ჯანმრთელობა:
ზუსტად იმდენი უნდა იძინოთ, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ და არც ერთი წამით ნაკლები. გახსოვდეთ, რომ ძილის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა სამწუხარო შედეგებამდე მიგიყვანთ.
კარიერა: ჩვეულებრივი დღეა და ექსტრაორდინარული არაფერი გელით, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი კლიენტის (უფროსის ან პარტნიორის) მოუთმენლობას, რომ სასურველი სწრაფად მიიღოს. მისი მოქმედება თქვენ და თქვენს თანამშრომლებს გაცოფებამდე მიგიყვანთ, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
სიყვარული: შესაძლოა, დღეს თქვენი ოცნების ადამიანს შეხვდეთ, მთავარია, იცნოთ, რომ ისაა, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება გსურთ და სხვა არავინ გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ ამას თავადაც მიხვდება, რადგან სხვანაირად მისი დარწმუნება ძალიან ძნელი იქნება.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, ნუ მოიგონებთ პრობლემებს იქ, სადაც არაა. სანამ რომელიღაც დაავადების სიმპტომებს ეძებთ, შესაძლოა, რეალური პრობლემა გამოგეპაროთ. ასე რომ, ყველაფერი რეალურად შეაფასეთ.
კარიერა: რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებასა და მიზნის მიღწევაში მხოლოდ თქვენი მიზანსწრაფულობა დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, ნებისმიერი წარმატებული შედეგი ღირსეულად იქნება შეფასებული.
სიყვარული: პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ამაში საყვარელი ადამიანის გარდა, მეგობარიც დაგეხმარებათ. თუმცა მთავარი ჭკვიანი თავების რაოდენობა კი არა, ხარისხია.




სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ განსაკუთრებით გარგებთ გაწელვები და, ასევე, ცურვა. კარგი იქნება, თუკი კუნთებს გაავარჯიშებთ.
კარიერა: თქვენი ხელმძღვანელი გადაწყვეტს, რომ იმაზე მეტს იმსახურებთ, ვიდრე იღებთ. ამიტომ ან ხელფასს მოგიმატებთ, ან სამუშაოს რაოდენობას გაგიზრდით - როგორც გაგიმართლებთ.
სიყვარული: ხვალ თავს მოწყენილად და მარტოსულად იგრძნობთ. თქვენი საყვარელი ადამიანიც ზუსტად იგივეს იგრძნობს, თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, თქვენს განწყობებს ერთმანეთს არ გაუზიარებთ. იქნებ არ ღირს თქვენი ხასიათის დამალვა, განსაკუთრებით, თუკი ეს ხასიათი ქცევის მოდელს განსაზღვრავს?


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, გულდასმით შეადგინოთ თქვენი კვების რაციონი. თუკი დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ მისი შედგენა, მიმართეთ თქვენს საუკეთესო ექიმს ან დიეტოლოგს. ან, უბრალოდ მინიმუმამდე დაიყვანეთ შემწვარის, მარილიანისა და სხვა გემრიელობების მიღება.
კარიერა: ხვალ მშვიდი სამუშაო დღე გელოდებათ, ამიტომ შეგიძლიათ, პირადი საქმეებით დაკავდეთ, თუმცა, ვარსკვლავები მაინც სიფრთხილეს გირჩევენ: როგორც კი ვინმე შენიშნავს, რომ სახეზე ოფლი არ მოგდით, დაუყოვნებლივ მოგიძებნით სამუშაოს.
სიყვარული: ხვალ თავადაც გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რის თქმა გსურდათ საყვარელი ადამიანისთვის. მოგიწევთ, თქვენი ფრაზები არა მხოლოდ მას გაუშიფროთ, არამედ საკუთარ თავსაც გაუმხილოთ იდუმალი აზრები. სამწუხაროდ, ეს არცთუ ისე ადვილია.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ფეხი ფეხზე გადადებული არ იჯდეთ. ამგვარი პოზა ცუდად იმოქმედებს როგორც თქვენს ხერხემალზე, ასევე, ფეხების სისხლძარღვებზე. დაჯექით სწორად, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს თქვენთვის ძალიან რთულია.
კარიერა: თქვენი ოპტიმიზმი და სიცოცხლისმოყვარეობა ხვალ აუცილებლად გამოგადგებათ. თქვენზე იქნება დამოკიდებული თქვენი ძვირფასი ადამიანის სულიერი კეთილდღეობა. გაისეირნეთ მასთან ერთად ან აიძულეთ, მისთვის რამე შეიძინოს, რათა მას რამენაირად აუმაღლოთ განწყობა. სამსახურზე სიტყვაც არ წამოგცდეთ!
სიყვარული: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ადამიანის ყურადღება მიიზიდოთ რაიმე სახის ექსტრავაგანტური მეთოდით. მაგალითად, უჩვეულო ტანსაცმლით, არატრივიალური ქცევით ან თქვენთვის უჩვეულო გულგრილობით. მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალება გამოგადგებათ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
შეეცადეთ, ღამით ძალიან არ დანაყრდეთ და გადამეტებულად არ მიირთვათ. მიეცით კუჭს დასვენების საშუალება, თუნდაც ძილში. თუკი საღამოს მოგშივდებათ,1 ჭიქა კეფირი მიირთვით.
კარიერა: ხვალ ნუ იჩქარებთ ერთი სახეობის სამუშაოდან მეორეზე გადართვას. სრულიად შესაძლებელია, რომელიღაც მათგანზე უფრო მეტი მუშაობა დაგჭირდეთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ.
სიყვარული: თხის რქებს ხვალ ყოფილი მეორე ნახევარი პრობლემებს შეუქმნით მესიჯებითა და სატელეფონო ზარებით. გამოიჩინეთ სიმშვიდე და მოთმინება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გაღიზიანება საპირისპირო ეფექტს მოგიტანთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ არ დაგავიწყდეთ, დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს ან თქვენთვის საინტერესო საკითხში გათვითცნობიერებულ ადამიანებს: ეს დაგეხმარებათ უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილებაში და სხვადასხვა დაავადებისგან დაგიცავთ.
კარიერა: არავისი შეგშურდეთ. ხვალ ეს გრძნობა განსაკუთრებით საზიანო იქნება თქვენთვის და შესაძლოა, თანამოაზრეებში სერიოზული განხეთქილება გამოიწვიოს. თუკი მიგაჩნიათ, რომ ვიღაცას თქვენზე მეტად უმართლებს, უმჯობესია, გაერკვეთ, რის ფასად დაუჯდა მას ეს გამართლება.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ კრისტალურად მართალი საყვარელ ადამიანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა აზრს დაკარგავს. თუკი ნდობა თქვენს ტანდემს მიატოვებს, ეს ტანდემი ისე დაივიწყეთ, როგორც დილის სასიამოვნო ძილი.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ ნაღველის სერიოზული შეტევა გელოდებათ, არამედ თქვენს ორგანიზმს უამრავი სასარგებლო ელემენტი მოაკლდება.
კარიერა: ხვალ განსაკუთრებით კარგი იქნება, თუკი სახლისთვის საჭირო ნივთებს შეიძენთ. შეძლებთ შეიძინოთ ის, რაზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობთ, თანაც ისე, რომ თქვენს საფულეს დიდ „დარტყმას“ არ მიაყენებთ. იჩქარეთ და ისარგებლეთ ამ შანსით.
სიყვარული: თუკი ცხოვრებაში ცვლილებების შეტანაზე ოცნებობდით, ხვალ ეს ოცნება აუცილებლად ახდება, თან საუკეთესო კუთხით. შესაძლოა, გაგიკვირდეთ კიდეც, თუკი ასე ადვილად მისაღწევი იყო,  რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი უფრო ადრე. რა გაეწყობა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

საკნატუნო ამბები

როგორ იღებენ ეროტიკულ სცენებს ფილმებში? (10 ფოტო)

იმისთვის, რომ მსახიობები გააშიშვლონ, რეჟისორები და ოპერატორები სხვადასხვა ხრიკებზე მიდიან.
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.
საკნატუნო ამბები

ჩვენი პლანეტა ფოტოშოპის გარეშეც მშვენიერია

ინტერნეტში მილიონობით ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც საგულდაგულოდ დამუშავებული და გაუმჯობესებულია, მაგრამ გარწმუნებთ, დედამიწის პეიზაჟები ყოველგვარი დამუშავების გარეშეც ულამაზესია...
საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?

მოძრაობის წესების საგამოცდო ბილეთებსა და სახელმძღვანელოებში ყველა ნიუანსი აღწერილი არ არის და მათ საჭიროებას პრაქტიკა გვკარნახობს. მძღოლებო და მგზავრებო, თქვენ იცით, რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?
იცით თუ არა...

უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად

ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
თემატური ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.
FUN-ტესტი

აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა

იცით, რომ საყვარელ სამკაულს თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამეს მოყოლა შეუძლია? 
თავსატეხი

რაც უფრო სწრაფად იპოვით ღია ბოქლომს, მით მაღალია თქვენი IQ

გთავაზობთ ამოცანას ყურადღების სიმარჯვეზე! თანაც - მხედველობასაც გაივარჯიშებთ. კარგად დააკვირდით ნახატს და შეეცადეთ, ღია ბოქლომი აღმოაჩინოთ.
საკნატუნო ამბები

როგორ შევუხამოთ სამოსი დაბალყელიან ჩექმას? (10 ფოტო)

უკვე მერამდენე წელია, დაბალყელიანი ჩექმები საკმაოდ მოდურია და აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მისი შეხამება ტანსაცმელთან არცთუ ისე მარტივია.
საკნატუნო ამბები

ქალის სურნელი, ვნება, სიყვარული ერთ კადრში (15 ფოტო)

ფოტოგრაფ ალისა ვერნერის ნამუშევრები ქალის სილამაზით არის შთაგონებული, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა...
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!