24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენი ორგანიზმი შინაგანი რესურსებით ცდილობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. თქვენი ამოცანაა, მკურნალობის სწორი კურსის შერჩევით ამაში დაეხმაროთ.
კარიერა: მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი სახლი ან აგარაკი დიდ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. ეცადეთ, ფული გონივრულად გადაანაწილოთ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სამსახურებრივი პოზიცია კიდევ დიდხანს უცვლელი დარჩება.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს არასტანდარტული საჩუქარი უნდა გაუკეთოთ: ჩვეულებრივი ყვავილის ან ტკბილეულის ნაცვლად, ციდან ვარსკვლავი მოუწყვიტოთ ან თავისი ოცნების კუნძულზე დასასვენებლად გაუშვათ. ბოლოს და ბოლოს, რაღაც საკუთარი ხელით შექმნათ და აჩუქოთ. რაც ამჟამად ძალიან რეალურია.




კურო
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, მარჯვე და საიმედო ხელები მოძებნოთ, რომლებიც სასიამოვნო მასაჟს გაგიკეთებთ. ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.
კარიერა: საყოველთაო ქაოსსა და არეულობაში სიმტკიცის გამოჩენა გმართებთ, რადგან მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, განმუხტოთ დაძაბული სიტუაცია. ხასიათის სიმტკიცე ძალიან გამოგადგებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა წესრიგის დამყარებას დაიწყებთ.
სიყვარული: ფიქრობთ, რომ დროა, ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადოს და საყვარელ ადამიანს რომელიღაც საიდუმლოს გაანდობთ, თუმცა არ იცით, როგორ მიიღებს თქვენს გულახდილობას. ადეკვატური რეაქციის შანსი ძალიან მაღალია, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ უნდა იყოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
დაძაბული დღე გელით, თუმცა, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ზედმეტი ემოციები მხოლოდ თავს აგატკივებთ და შესაძლოა, წნევის მომატების მიზეზიც გახდეს.
კარიერა:
სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას, პატარა, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც იმდენად გაგახარებთ, რომ მთელი დღე მშვენიერ ხასიათზე იქნებით. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, ამიტომ დატკბით ასეთი შესაძლებლობით.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი პატარა, ჭირვეული ბავშვივით იქცევა. შესაბამისად, თქვენ მზრუნველი, მაგრამ მკაცრი მშობელივით უნდა მოიქცეთ: გაანებივროთ, დაუყვავოთ, აღზარდოთ და რაც მთავარია, გიყვარდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თქვენი კონტროლის სფეროდან გავა და აღარასოდეს დაბრუნდება.         



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ყველაზე შეუფერებელ მომენტში ჯანმრთელობის მცირეოდენი გაუარესება იგრძნოთ. ყურადღება მიაქციეთ სიგნალებს, რომელიც თქვენი ორგანიზმიდან მომდინარეობს.
კარიერა: სამუშაო პროცესი როგორი დაძაბულიც არ უნდა იყოს, ყველაფერს ბრწყინვალედ გაუმკლავდებით. ამ რთულ საქმეში თქვენი დამხმარე შესანიშნავი განწყობა იქნება, რომელიც მთელი დღის მანძილზე არ მიგატოვებთ. გაიღიმეთ. ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ!
სიყვარული: საყვარელი ადამიანისგან თქვენი ქცევის ან ჩაცმულობის გამო შენიშვნას მიიღებთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ყურადღებით მიუსმინოთ. ეს ძალიან გამოგადგებათ.




ლომი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ ხვალინდელ დღეს სასიამოვნო ადამიანებთან ერთად, სუფთა ჰაერზე გაატარებთ. ამჟამად თქვენთვის ნებისმიერი სპორტული აქტივობა სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ლიდერის უნარებს ავითარებს.
კარიერა: ინტელექტუალური საქმიანობისთვის შესაფერისი დღეა. კარგი იქნება, თუ პროფესიული ლიტერატურის კითხვით ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვით დაკავდებით - ერთიც და მეორეც კარიერული ზრდისთვის გამოგადგებათ.
სიყვარული:
აუცილებელი არაა, თქვენი პრობლემების მოგვარებაში მთელი სანათესავო  ჩართოთ. უმჯობესია, მეგობრებს გაესაუბროთ. ისინი ნაკლებად იქნებიან განწყობილი, რომ ყველაფერში თქვენ დაგადანაშაულონ.  




ქალწული
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, მხედველობის ორგანოები ძალიან არ გადატვირთოთ, რადგან მეტისმეტი დატვირთვა მათზე არასახარბიელოდ აისახება. ნუ დაივიწყებთ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობაზეც უნდა იზრუნოთ.
კარიერა: წინასწარ შეეგუეთ, რომ წინ ბევრი გაუგებრობა გელით. მათი ნაწილი გაგამხიარულებთ, ნაწილი კი პრობლემებს შეგიქმნით. გირჩევთ, ამას ფილოსოფიურად შეხედოთ - ძალიან ქაოსური დღეა და თქვენ მაინც ვერაფერს შეცვლით.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს, რომ გაბედული გადაწყვეტილება მიიღოს. ორივემ იცით, რომ ეს თქვენს ურთიერთობას გაანადგურებს, ამიტომ ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ ერთმანეთს ხელი ჩაკიდოთ, თვალები დახუჭოთ და მოვლენების ეპიცენტრში ერთად გადაეშვათ.




სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ტრავმების რისკი ძალიან მაღალია, ამიტომ როგორ უსაფრთხო გარემოშიც არ უნდა იმყოფებოდეთ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე მეტი საფრთხე კიბეებიდან მომდინარეობს, ამიტომ უპირატესობა ლიფტს უნდა მიანიჭოთ.
კარიერა: შრომატევადი და დაძაბული მუშაობა გჭირდებათ, რომ კონკურენტებს გაუსწროთ. თქვენი მოწინააღმდეგეები მოუთმენლად ელიან, როდის დაუშვებთ შეცდომას, ამიტომ ამის შანსი არ უნდა მისცეთ. ყველას დაანახვეთ, ვინ არის ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება და თანადგომა, თანაც თქვენთვის უჩვეულო და უცნობ სფეროში. შესაძლოა, შემოთავაზებულ თემატიკაში გარკვევა გაგიჭირდეთ, მაგრამ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ.




მორიელი

ჯანმრთელობა: დილის საუზმე არ გამოტოვოთ. ამასთანავე, საუზმე მსუბუქი უნდა იყოს, რადგან მისი დანიშნულება დანაყრება კი არა, ორგანიზმის სასიამოვნოდ გაღვიძებაა.
კარიერა: გირჩევთ, საინტერესო და მაცდურ წინადადებას ყურადღება მიაქციოთ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და დაიცადეთ. მალე თავად დაინახავთ, რომ გარიგება იმაზე მომგებიანი იქნება, ვიდრე წარმოგედგინათ. მთავარია, პაუზა სწორად გათვალოთ.
სიყვარული:
მკითხაობისთვის შესაფერისი დღეა, ამიტომ გადაშალეთ ნებისმიერი წიგნი და ქვემოდან მეხუთე სტრიქონი წაიკითხეთ. ის მოგიყვებათ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. გაითვალისწინეთ, რომ ამის მათემატიკის სახელმძღვანელოთი გაკეთება რთული იქნება.




მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
იმდენად გსურთ, ექსტრემალური სპორტის სახეობებით გართობა, რომ ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ. წესით, უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა, უსაფრთხოების წესების შესახებ მაინც არ დაივიწყოთ.
კარიერა:
ტრაგედია არაა, თუ ისეთ საქმეში დაუშვებთ შეცდომას, რომელშიც, თქვენი აზრით, კარგად ერკვევით. თავს ნუ დაიდანაშაულებთ. ყველაზე გამოცდილი ადამიანებიც კი ცდებიან. სამაგიეროდ, მომავალში ასეთ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ.
სიყვარული: პრინციპულად არ გსურთ, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით ზრდასრულ, ბრძენ და ყოვლისმცოდნე ადამიანად ჩანდეთ. პირიქით, უდარდელი ბავშვობა გენატრებათ. იმედია, საყვარელი ადამიანი თქვენს გაგებას შეძლებს.




თხის რქა
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, მძიმე საგნები ფრთხილად აწიოთ და მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ, რადგან დიდი შანსია, რომ ზურგის არეში ძლიერმა ტკივილებმა შეგაწუხოთ. გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალო მასაჟი ძალიან დაგეხმარებათ.
კარიერა: კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის მისაღებად. შეათვალიერეთ საქმეები, რომლებიც ერთი შეხედვით უინტერესო გეჩვენებათ. სწორედ მათი საშუალებით შეძლებთ, თქვენი მატერიალური მდგომარეობა გამოასწოროთ.
სიყვარული: ხვალ მნიშვნელოვანი მოვლენები არ გელით. შეგიძლიათ, არაფერზე იღელვოთ და არაფერი აკეთოთ. მშვენიერი შანსი გაქვთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, კარგად გამოიძინოთ.




მერწყული
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ არ დაივიწყოთ ხილისა და ბოსტნეულის სათანადოდ გარეცხვისა და ხარისხიანად დამუშავების შესახებ.
კარიერა: აქტიური დღე გელით. შესაძლოა, სწორედ ხვალ მოახერხოთ, რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის მანძილი მინიმუმამდე შეამციროთ. დროა, ცვლილებებს შეეგებოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ.
სიყვარული: თქვენი ცხოვრების რომელიღაც ეტაპთან დამშვიდობება გიჭირთ, რადგან მან ძალიან ბევრი ნათელი, ბედნიერი და დაუვიწყარი წუთი გაჩუქათ. გირჩევთ, ამაზე ბევრი არ იდარდოთ, რადგან მომავალშიც უამრავი სასიამოვნო მომენტი გელით. 


 


თევზები
ჯანმრთელობა: თუ ხვალ სპა-სალონის მონახულება და წყლის პროცედურებით თავის განებივრება გადაწყვიტეთ, უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს უნდა მიმართოთ, რადგან ინფექციების რისკი ძალიან მაღალია.
კარიერა: წინ ძალიან გრძელი და უინტერესო დღე გელით, რადგან უფროსი, კლიენტები და პარტნიორები გამუდმებით გიდგენენ მუშაობის განრიგს, გკარნახობენ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ და საკუთარ მოსაზრებებს თავზე გახვევენ. მოგიწევთ, ყველას ცალ-ცალკე ესაუბროთ და აუხსნათ, რაც ადვილი არ უნდა იყოს.
სიყვარული: ხვალ ძლიერი სულიერი ტკივილები შეგაწუხებთ და თქვენი საუკეთესო ექიმი საყვარელი ადამიანი გახდება. ის ყველაზე უკეთ დასვამს დიაგნოზს, დანიშნავს და ჩაატარებს მკურნალობის კურსს, გამოწერს ყველა აუცილებელ მედიკამენტს და ხვალ აბსოლუტურად ჯანმრთელი იქნებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?