5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 მარტი 23:00
1646

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შესაძლოა, ხვალ რაღაც ისეთი წამოგცდეთ, რომ ვიღაცის ცხოვრება თავდაყირა დააყენოთ, მაგრამ მოგვიანებით, ამისთვის მადლობას გეტყვიან. ხვალ ნიღბის მორგებას არ გირჩევთ. თქვენი სახე ნებისმიერი ნიღბიდან კარგად ჩანს, ამიტომ ადვილად გიცნობენ.


კურო
ხვალ, საკუთარი თავის გარდა, ვერავის ამჩნევთ და, ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით, რომელ სფეროში გსურთ მოღვაწეობა. გირჩევთ, ნუ ეძებთ დამნაშავეებს იქ, სადაც არ არიან და ეცადეთ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ისწავლოთ.


ტყუპები
სიახლე, რომელსაც ხვალ შეიტყობთ, მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და ნათელი ფერებით აავსებს. გახსოვდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარი ემოციები არავის დაანახოთ. დღეს ისეთ ხასიათზე ხართ, რომ ყველას ეშმაკებთან გაგზავნას უპირებთ, მაგრამ უკვე ზეგ შეიძლება, ასეთი საქციელი ძალიან ინანოთ. 


კირჩხიბი
სიურპრიზი, რომელიც საყვარელ ადამიანს მოუმზადეთ, ბედნიერების მეცხრე ცაზე აიყვანს. გახსოვდეთ, ალკოჰოლი პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა არ გახლავთ და მხოლოდ ახალ პრობლემებს მოგიმატებთ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ გსურთ, ამიტომ მთელი დღე თავის მართლების რეჟიმში ხართ.


ლომი
შესაფერისი დღე არაა იმისთვის, რომ თქვენი ხასიათის ზოგიერთი თავისებურება გამოავლინოთ, ამიტომ ეცადეთ, უფროსს არაფერში შეეწინააღმდეგოთ. ადამიანები თქვენგან მეტს ელიან, ვიდრე ამ დღეს შეგიძლიათ მისცეთ. ეცადეთ, საკუთარი მოქმედებების ანალიზი გააკეთოთ.


ქალწული
ნუ ჩაიცვამთ ტანსაცმელს, რომელშიც თავს არაკომფორტულად და მოუხერხებლად გრძნობთ. ხვალ მხოლოდ კარგი მუსიკა აღგაფრთოვანებთ. ნუ ცდილობთ, რომ საკუთარი სიმართლე ფიზიკური ძალით დაამტკიცოთ.


სასწორი
აკონტროლეთ ყველაფერი, რაც კი კომუნიკაციას უკავშირდება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ  ტრანსპორტს. სასურველია, იცოდეთ სამარშრუტო ხაზის ცვლილებების, ტრანსპორტში ქცევისა და გზაზე გადასვლის წესების შესახებ. შესაძლოა, სამსახურიდან სახლამდე ჩვეულებრივზე მეტი დრო დაგეხარჯოთ.



მორიელი
მორიელები უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს დილას და დღისით. შესაძლოა, მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობა დღის ბოლომდე მოასწროთ. საოჯახო ან საქმიანი უსიამოვნებები დღის ბოლოს გაგაღიზიანებთ. დაძაბულობის მოსახსნელად იმოქმედეთ დასახული გეგმის ან ინსტრუქციის მიხედვით. მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ და ზედმეტად ინიციატივა არ გამოიჩინოთ. ასევე, ძალიან ნუ დასჯით საკუთარ თავს შეცდომებისთვის. დღის წარუმატებელი დაწყება განწყობას გაგიფუჭებთ, მაგრამ, ამავდროულად, დაგეხმარებათ, სამომავლოდ მნიშვნელოვან წესები დაიმახსოვროთ. კარგი იქნება, თუკი კონტაქტებს გადახედავთ. უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს.


თხის რქა
თხის რქებისთვის დილისა და დღის საათები უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე საღამო. დღის პირველ ნაწილში ნებისმიერ პრობლემას მარტივად გადაწყვეტთ, ხოლო დღის ბოლოს აუცილებლად დაგჭირდებათ დახმარება მათ გადასაჭრელად. სასურველია, დღის ბოლოს დააზუსტოთ ხარჯვის გეგმა. ნუ შეცვლით მოქმედების გეგმას, სანამ რამეში ეჭვი გეპარებათ ან ზუსტი ინფორმაციის დეფიციტს განიცდით. 
 


მერწყული
მნიშვნელოვანი ინიციატივები ან გადაწყვეტილებები საღამოსთვის გადადეთ, ან, საერთოდ, შემდეგი დღისთვის. დღის მანძილზე განმარტოება კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკვების გადამეტებით მიღებისგან თავი შეიკავოთ. სასურველია, ხვალ დამკვირვებლის პოზიციაზე იყოთ, რათა ზედმეტი მღელვარება და ემოციები თავიდან აიცილოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ადამიანების ფარულ მოტივებს, საეჭვო დეტალებსა და უცნაურ ცვლილებებს.


თევზები
ვარსკვლავები არ გირჩევენ ემოციების აყოლას. ეს მცდარ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ. დაუფიქრებელი ინიციატივები ზიანს მოგაყენებთ. ნუ იჩქარებთ იდეების ხმამაღლა გამოთქმას, დოკუმენტების გაფორმებას, თანხმობის ან კატეგორიული უარის თქმას. უმჯობესია, მხარდაჭერა მეგობრებში ან, უბრალოდ, პრეცედენტებში ეძებოთ.