2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 აპრილი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს სამსახურიდან დაწყებული, ურთიერთობებით დამთავრებული, ყველა სიახლე შესანიშნავად გამოგდით, თუმცა მთელი დღე გაღიზიანებული ხართ. ეცადეთ, ხვალ არაფერი აკეთოთ, რომ მერე სანანებელიც არაფერი გქონდეთ.


კურო
გახსოვდეთ, რომ სიცილი ცხოვრებას ახანგრძლივებს და ადამიანს განცდილის გადატანაში ეხმარება. მოიშორეთ ბნელი აზრები და ცუდი წინათგრძნობა, სანამ სწორ გზას აგაცდენდეთ. ამ დღეს თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდებათ.


ტყუპები
დროა, კარგად ჩატარებული სამუშაოსთვის ჯილდო მიიღოთ. გირჩევთ უცხო ენების კურსებზე ჩაეწეროთ. შესაძლოა, შემთხვევით ისეთ ადამიანს შეხვდეთ, ვისი ნახვასაც არასოდეს ისურვებდით.


კირჩხიბი
ხვალ ბევრჯერ მოახერხებთ „წყლიდან მშრალად ამოსვლას“, მაგრამ გირჩევთ, ასეთი საქმიანობით ხშირად არ გაერთოთ, რადგან ყოველთვის არ გაგიმართლებთ. შესაძლოა, ამ დღეს იქ აღმოჩნდეთ, სადაც არასდროს ყოფილხართ. ყვავილების დარგვა-გადარგვისგან თავი შეიკავეთ.


ლომი
თუ შანსი გაქვთ, რომ რამე კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა, აუცილებლად გამოიყენეთ, რადგან დღეს ყველგან და ყველაფერში გამარჯვებული გამოხვალთ. გახსოვდეთ, სიჩქარეს შორი გზის მოვლა და შინ მშვიდობით მისვლა ჯობია. ნუ ეცდებით იმის დაბრუნებას, რაც უკვე დაკარგეთ.


ქალწული
ხვალ საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესანიშნავი საშუალება გაქვთ. შესაფერისი დღე არაა ქორწინებისთვის. მთელი დღის მანძილზე თავს ცხოვრების შესახებ რიტორიკული კითხვებით იტანჯავთ.


სასწორი
ბავშვობაში დაბრუნებას ვერ შეძლებთ, მაგრამ ხვალინდელი დღე შესანიშნავია მის გასახსენებლად. ეს დღე დატვირთული იქნება ოცნებებითა და ღრუბლებში ფრენით. ნუ ეცდებით ვინმეს „ჩაშვებას“, შესაძლოა, ინფორმაციის სწორად ინტერპრეტირება ვერ შეძლოთ და ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.


მორიელი
შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან დამატებითი დავალება მიიღოთ. მორიელებო, ნუ დაკარგავთ თავს საპირისპირო სქესის ადამიანთან. ხვალ ნუ დაელოდებით ცხოვრებისგან ფოიერვერკებს, დღე მშვიდად და სტანდარტულად ჩაივლის.


მშვილდოსანი
იქნებ ცოტაოდენი დრო მაინც დაუთმოთ სამუშაო ადგილის დალაგებას. მორიელებო, დარჩით ჰარმონიაში საკუთარ თავთან. ხვალ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ საქმეების შესრულება მოასწროთ, მაგრამ შესაძლოა, მოჯადოებული დრო თქვენს წინააღმდეგ ამოქმედდეს.


თხის რქა
ხვალ თხის რქებს მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა ექნებათ. დაფიქრდით, იქნებ დიდი ხანია, არ დაგითმიათ საჭირო დრო მეორე ნახევრისთვის? ხვალ ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გექნებათ. ნურაფერს ინანებთ, რადგან ხვალ განსაკუთრებულს არაფერს გააკეთებთ.


მერწყული
თუკი სიტუაციის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმის მოსაფიქრებლად, როგორ იმოქმედოთ. ნუ დაუშვებთ, რომ წვრილმანებმა ხასიათი გაგიფუჭონ. რაც არ უნდა გმირული დაჟინება გამოიჩინოთ ხვალ, კარები, რომელზეც დააკაკუნებთ, სამწუხაროდ, მჭიდროდ დაკეტილი დაგხვდებათ.


თევზები
შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ რეალური პრობლემის წინაშე ხართ, მაგრამ შეხედეთ მას სხვა კუთხით და მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა. ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. თუკი რამე გიზიდავთ, მაშინ აუცილებლად იფიქრეთ მის განხორციელებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლოდ აუცილებლად ინანებთ.

საკნატუნო ამბები

როგორ იღებენ ეროტიკულ სცენებს ფილმებში? (10 ფოტო)

იმისთვის, რომ მსახიობები გააშიშვლონ, რეჟისორები და ოპერატორები სხვადასხვა ხრიკებზე მიდიან.
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.
საკნატუნო ამბები

ჩვენი პლანეტა ფოტოშოპის გარეშეც მშვენიერია

ინტერნეტში მილიონობით ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც საგულდაგულოდ დამუშავებული და გაუმჯობესებულია, მაგრამ გარწმუნებთ, დედამიწის პეიზაჟები ყოველგვარი დამუშავების გარეშეც ულამაზესია...
საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?

მოძრაობის წესების საგამოცდო ბილეთებსა და სახელმძღვანელოებში ყველა ნიუანსი აღწერილი არ არის და მათ საჭიროებას პრაქტიკა გვკარნახობს. მძღოლებო და მგზავრებო, თქვენ იცით, რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?
იცით თუ არა...

უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად

ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
თემატური ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.
FUN-ტესტი

აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა

იცით, რომ საყვარელ სამკაულს თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამეს მოყოლა შეუძლია? 
თავსატეხი

რაც უფრო სწრაფად იპოვით ღია ბოქლომს, მით მაღალია თქვენი IQ

გთავაზობთ ამოცანას ყურადღების სიმარჯვეზე! თანაც - მხედველობასაც გაივარჯიშებთ. კარგად დააკვირდით ნახატს და შეეცადეთ, ღია ბოქლომი აღმოაჩინოთ.
საკნატუნო ამბები

როგორ შევუხამოთ სამოსი დაბალყელიან ჩექმას? (10 ფოტო)

უკვე მერამდენე წელია, დაბალყელიანი ჩექმები საკმაოდ მოდურია და აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მისი შეხამება ტანსაცმელთან არცთუ ისე მარტივია.
საკნატუნო ამბები

ქალის სურნელი, ვნება, სიყვარული ერთ კადრში (15 ფოტო)

ფოტოგრაფ ალისა ვერნერის ნამუშევრები ქალის სილამაზით არის შთაგონებული, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა...
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!