21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 აპრილი 23:02, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ვერძებო, ეცადეთ, დაიმახსოვროთ სიზმარი, რომელსაც ამაღამ ნახავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი განწყობა რომელიღაც მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ძალებს თუ არ მოიკრებთ და რაღაცის შეცვლას არ ცდით, შესაძლოა, იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ვიდრე ახლა ხართ.


კურო
ხვალ, როგორც არასდროს, ისე გიმართლებთ აზარტულ თამაშებში. გახსოვდეთ, თქვენზე სუსტს არ აწყენინოთ, რადგან სამყაროში ყველაფერი ცვალებადია და არავინ იცის, რა მოგელით ხვალ. გირჩევთ, ნიღაბს ნუ მოირგებთ, რადგან თქვენი ცნობა ნებისმიერ ნიღაბში შესაძლებელია.


ტყუპები
ნაცნობობა, რომელსაც თავიდან მნიშვნელობას არ მიანიჭებთ, შეიძლება თქვენი ცხოვრების უდიდეს სიყვარულად იქცეს. ახალმა მეგობრებმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ახალი პრობლემები მოიტანონ. ტყუპებო, კვალიფიკაციის ამაღლებას ვერ შეძლებთ, თუ საგნების სხვადასხვა რაკურსით ხედვა არ ისწავლეთ.


კირჩხიბი
კირჩხიბები დილიდანვე ძალის უჩვეულო მოზღვავებას გრძნობენ. ეცადეთ, კარგად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. ამ დღეს დაქირავებული ძალის გამოყენება სასურველი არაა, ამიტომ მუშების ან მომსახურე პერსონალის დაქირავებისგან თავი შეიკავეთ.


ლომი
დღეს გავლენიან და ძალიან საჭირო ადამიანებს გაიცნობთ, რომელთა ხელშია მოვლენების შემდგომი განვითარება. წაიკითხეთ სასარგებლო ლიტერატურა. ვიღაცის ქარიზმა იმდენად მოგხიბლავთ და დაგიმორჩილებთ, რომ მის ემოციურ ტყვედ იქცევით.


ქალწული
კარგი იქნება, თუ სადმე, მყუდრო კაფეში განმარტოვდებით. დიდი შანსია, რომ ქუჩაში ფული იპოვოთ. ნუ დაივიწყებთ ძველ, მაგრამ ძალიან ბრძნულ გამოთქმას „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“, თორემ შეიძლება ძალიან დაზარალდეთ.


სასწორი
საზოგადოებაზე იმდენად ძლიერ ეფექტს ახდენთ, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. თუკი ამ დღეს სადმე დაიგვიანებთ, აუცილებლად დაურეკეთ მას, ვინც გელოდებათ და თქვენ გამო ნერვიულობს. სასწორებო, გახსოვდეთ, რომ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ და შეეცადეთ, დამშვიდდეთ.


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია მაღაზიებში გასასეირნებლად, ხარისხიანი ნივთები მისაღებ ფასში თავისთავად ჩაგივარდებათ ხელში. შესაძლოა, ვინმე გაიცნოთ და ნუ მოგერიდებათ მასთან ურთიერთობა. თუკი ამ დღეს სხვისი რჩევებითა და ემოციებით იხელმძღვანელებთ,  დიდ სისულელეს ჩაიდენთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს  თავს საკუთარი ბედის მეპატრონედ იგრძნობთ, დეპრესიას საბოლოოდ მოიშორებთ და სამომავლო მოქმედებებისთვის სწორ გადაწყვეტილებას იპოვით. ნუ გექნებათ სიმშვიდის მოპოვების იმედი. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არ შეაშინოთ ისინი.


თხის რქა
ამ დღეს მოულოდნელად ძველ მეგობარს შეხვდებით, რომლის ნახვა ძალიან გაგახარებთ და თუკი ის სადმე დაგპატიჟებთ, უარს ნუ ეტყვით. უფროსი ადამიანისგან რჩევას მიიღებთ და კარგი იქნება, თუკი გაითვალისწინებთ მას. რაც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობას თავიდან ნუ მოიხსნით, ყველა თქვენი ქმედება კარგად დაფიქრებული უნდა იყოს.


მერწყული
მერწყულებო, შეუთანხმდით მეგობრებს შეხვედრაზე, აუცილებლად მხიარული განწყობა შეგექმნებათ. ბევრ რამეზე შესაძლოა, ხელი ჩაიქნიოთ. ნუ დადებთ ფსონებს საკუთარ ავტორიტეტზე, ხვალ აუცილებლად დამარცხდებით.


თევზები
ეს ის დღეა, როცა უნდა გარისკოთ და ლატარიის ბილეთი შეიძინოთ, ნუ დაელოდებით, რომ ვინმე ისეთ რამეს გეტყვით, რისი მოსმენაც ძალიან გსურთ. ამ დღეს ბევრი ფიქრი თევზებისთვის რეკომენდებული არ არის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?