13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 ივნისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი          
არატრივიალური საკითხებისა და გონებრივი მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, საღამოს ისეთ ადგილზე აღმოჩნდეთ, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხართ. მოსალოდნელია კამათი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან.


კურო
თუ მკვეთრად გაწერილი გეგმის შედგენას მოახერხეთ, ყველაფერს და უფრო მეტსაც მოასწრებთ. დღეს სხვათა პრობლემები ნაკლებად გაღელვებთ და ცდილობთ, „ყური მოარიდოთ“. გასართობი საღამოებისა და თავყრილობების მოწყობისთვის შესაფერისი დღე არ გახლავთ.


ტყუპები
დღეს ყველაფერი ახლის ადვილად ათვისება შეგიძლიათ, სამსახურიდან დაწყებული, ურთიერთობებით დამთავრებული. ამიტომ ნუ შეგაშინებთ ცვლილებების ქარი, რომელიც თქვენამდე მოაღწევს. დღეს საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნოთ.


კირჩხიბი
დღეს პირადი პრობლემების მოგვარებას წარმატებით გაართმევთ თავს. გახსოვდეთ, აუცილებელი არაა, ზრდილობის გამო იღიმებოდეთ, როცა არ გეღიმებათ. გირჩევთ, ფრთხილად და ყურადღებით იყოთ, რადგან გარკვეული საფრთხეები გელით.


ლომი
დღეს საკუთარ ნიჭსა და უნარებს მაქსიმალურად გამოავლენთ. საღამოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად, კინოში წასვლას მოისურვებთ და შესაფერისი კანდიდატურის ძებნას მთელი დღე მოუნდებით. სიამაყე ცუდი არაა, მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეთ.


ქალწული
ქალწულებისთვის დღე შესანიშნავად ჩაივლის, თუმცა თქვენთვის მოცემული პატარა დავალება თივის ზვინში ნემსის ძიების ტოლფასი იქნება. საკმარისია თვითგვემა. ვერაფერს შეცვლით და მალე ძალაგამოცლილი დაეცემით, ამიტომ ცხოვრება უნდა გააგრძელოთ.


სასწორი
ამ დღეს ვარსკვლავები არ გზღუდავენ, გააკეთეთ ის, რაც მოგესურვებათ. თუკი ტირილი მოგინდებათ, ესეც კი სასარგებლოდ წაგადგებათ. ამ დღეს არ ღირს კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება, რათა პროდუქტები ტყუილად არ დახარჯოთ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ კუთხეში მოგამწყვდიეს.


მორიელი
მორიელების სპონტანურ და გიჟურ, მაგრამ უკვე გავრცელებულ იდეას გარშემომყოფები მხარს დაუჭერენ. დღის მანძილზე საკუთარი თავის გაკონტროლებით დაკავდებით, რათა მიმდინარე მოვლენები არ გამოგეპაროთ. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ დაგეგმილი საქმეები მოასწროთ, მაგრამ დრო თითქოს თქვენს წინააღმდეგ განეწყობა.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებმა შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მიიღონ. ამ დღეს საყვარელი ადამიანის გულწრფელ ქმედებებს ღირსეულად ვერ შეაფასებთ, რაც მას აუცილებლად გაანაწყენებს. თქვენი მავნე ჩვევები ჯანმრთელობის მხრივ კვლავ შეგახსენებთ თავს.

თხის რქა
ამ დღეს მოგეჩვენებათ, რომ რეალური პრობლემის წინაშე დგახართ, მაგრამ შეხედეთ მას სხვა კუთხით და მიხვდებით, რამდენად კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდით. თუკი ვინმე დახმარებისთვის მოგმართავთ, უარს ნუ ეტყვით. თხის რქები, რომლებიც რთულად იღებენ გადაწყვეტილებებს, საკუთარ შანსს კვლავ გაუშვებენ ხელიდან.


მერწყული
შეყვარებულ მერწყულებს ამ დღეს გაუმართლებთ, რადგან საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. კარგი იქნება, თუკი ხვალინდელ საღამოს მშვიდ გარემოში გაატარებთ, მაგალითად, ტელევიზორთან ან წიგნით ხელში. თქვენი მცდელობა მეორე ნახევართან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად შესაძლოა, თქვენმა პარტნიორმა ღირსეულად ვერ შეაფასოს.


თევზები
თევზებო, ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარ თავს ენდოთ. თუკი ტელეფონის ზარზე  ან ვინმეს შეკითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი არ გექნებათ, ნუ უპასუხებთ. შესაძლოა, მოულოდნელად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც მიხვდებით, რომ „გამეორება - ცოდნის დედაა“.  მთელ დღეს საღამოს მოლოდინში გაატარებთ, მაგრამ შესაძლოა, თქვენი ყველა იმედი არ გამართლდეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?