14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ივნისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
უთხარით საკუთარ თავს - „მე შემიძლია“, რადგან ნამდვილად შეძლებთ. ამ დღეს სამსახურში და კომპიუტერთან დიდხანს გაჩერებას არ გირჩევთ. ეცადეთ, ადრე დაიძინოთ. საქმეს გულმოდგინედ აკეთებთ, რამაც შეიძლება ისეთი ადამიანები გააღიზიანოს, რომლებსაც გულმოდგინეობა და სიდინჯე ერთმანეთისგან ვერ განუსხვავებიათ.


კურო
განთავისუფლდით იმისგან, რაც ქვემოთ გექაჩებათ და არ ინანებთ. შესაძლოა, ეს დღე რაღაც განსაკუთრებული მოვლენით დაგამახსოვრდეთ, რადგან ვარსკვლავები სიურპრიზს გპირდებიან. შესაძლოა, რომელიღაც კოლეგამ საკუთარი შეცდომის თქვენთვის გადმობრალება სცადოს.


ტყუპები
დღის მეორე ნახევარში „მეორე სუნთქვა“ გაგეხსნებათ და ყველას დაუმტკიცებთ, რომ შეუძლებელი არ არსებობს. გამონახეთ დრო, რომ იმ ადამიანს მისწეროთ, ვისაც დიდი ხნის წინათ დაჰპირდით. გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარეში შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოგრჩეთ.


კირჩხიბი
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და თავს ისე გრძნობთ, თითქოს ვარდისფერ ნისლში ხართ გახვეული. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას იმათ დასახმარებლად, ვინც დახმარებას არ გთხოვთ, თორემ შეიძლება დათვური სამსახური გამოგივიდეთ.


ლომი
რაღაც ისე გაგართობთ, რომ ვერ გაიგებთ, დღე როგორ გავა. დღეს ბევრს ფიქრობთ იმაზე, რომ უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე გაქვთ. გირჩევთ, ეს ფიქრი თავიდან ამოიგდოთ, თორემ უბედურებას მოგიტანთ. თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ, დღე გართულებების გარეშე ჩაივლის.


ქალწული
საღამოს მარტო ყოფნა მოგინდებათ, რაც ახალი სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ, ასე რომ, ნუ ეტყვით საკუთარ თავს განმარტოებაზე უარს. გირჩევთ, ყველა რჩევისთვის მეგობრებთან ნუ გარბიხართ. თავად ისწავლეთ გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მთავარია, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.


სასწორი
თუკი ამ დღეს ვინმე გაცდუნებთ, მოეშვით და მიეცით საკუთარ თავს ცდუნების უფლება, მიხვდებით, რომ ამაში ცუდი არაფერია. ვარსკვლავები გირჩევენ, დასახული მიზნის მისაღწევად თუნდაც მცირედი ნაბიჯი გადადგათ. ხვალინდელი საქმისადმი არასერიოზული მიდგომა კარგს არაფერს მოგიტანთ.


მორიელი
ნუ იტყვით უარს, თუკი სპონტანურად სტუმრად დაგპატიჟებენ. გაახალისეთ და გაახარეთ საკუთარი თავი თუნდაც წვრილმანებით. თუკი თქვენთვის უსიამოვნო ინფორმაციის გაგება არ გსურთ, ნუ წამოიწყებთ გულწრფელ საუბრებს.

მშვილდოსანი
თუკი სამსახურში კოლეგა თქვენს „წამოგებას“ კვლავ შეეცდება, ნუ დააიგნორებთ მას, იმავე ტონით უპასუხეთ. რაღაც პერიოდის განმავლობაში ის შეგეშვებათ. ამ დღეს არ ღირს საკუთარი თავის გაკრიტიკება. ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე გეჩვენებათ. მოიკრიბეთ ძალები და დამშვიდდით, მომხდარს ვერაფრით შეცვლით.



თხის რქა
ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდით იმყოფება, ძალიან რთული ბუნებისაა, მაგრამ სწორედ ის გაიძულებთ, თავი იგრძნოთ საყვარლად, ამიტომ თამამად აჩუქეთ მას საკუთარი გულის გასაღები. დაფიქრდით, მეორე ნახევარს საჭირო ყურადღებას უთმობთ? ამ დღეს ყველაფრის გამოსწორების შანსი გაქვთ.


მერწყული
შეგიძლიათ, ხელმძღვანელს ნებისმიერი თხოვნით მიმართოთ, ის აუცილებლად მოგისმენთ, გაგიგებთ და მხარს დაგიჭერთ. თუკი ვინმეს საიდუმლოს გაიგებთ, შეეცადეთ, უმალვე დაივიწყოთ, რადგან ის კარგს არაფერს მოგიტანთ. სხვადასხვა კურიოზების თავიდან აცილების მიზნით დღის ბოლომდე შესაძლოა, არ გაინძრეთ.


თევზები
თევზებს ამ დღეს ცეკვის სურვილი გაუჩნდება და ეს აუცილებლად გამოუვათ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენს ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მას ძვირად დაუჯდება. თევზებო, საკუთარ მომავალს საკმაოდ დიდი ეჭვით უყურებთ, ამიტომ არ ღირს მკვეთრი მოქმედებები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?