16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ივნისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დღეს თქვენი ყველაზე თამამი სურვილების ასრულების დღეა! ნუ ჩაიცვამთ ტანსაცმელს, რომელშიც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. დღეს ფულის გასესხებას მოერიდეთ, თუნდაც ძალიან ახლობელმა და კარგად გამოცდილმა ადამიანმა გთხოვოთ. 

კურო
ეცადეთ, ახალ უნარებს დაეუფლოთ, ამას ადვილად მოახერხებთ. რთული დღე გელით, თუმცა მისი მომხიბვლელობაც ამაშია. დღეს თქვენი განწყობის ამაღლებას ვერავინ და ვერაფერი შეძლებს.

ტყუპები
ვიღაცას პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებით და ამით თავს ბედნიერად იგრძნობთ, თუმცა დასვენებაში დახარჯული ფული სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ. რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე არ დაკარგოთ. თქვენი ქმედებები კარგად გააზრებული უნდა იყოს.

კირჩხიბი
ყველაფერს სწორად აკეთებთ, ამიტომ მიზნისკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვიოთ, მხოლოდ ხანდახან შეისვენეთ და დივანზე, ტელევიზორის ყურებით დატკბით. დროა, დაუსრულებელი საქმეების დამთავრებაზე იფიქროთ. მეგობრის დახმარებას თუ აპირებთ, იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ პრობლემას მთლიანად თქვენ გადმოგაბარებთ.

ლომი
სიცილი სიცოცხლის გახანგრძლივებასა და დღევანდელი მოვლენების გადატანაში დაგეხმარებათ. რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარი ემოციები უცხო ადამიანებს არ დაანახოთ. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ გონებით არ იხელმძღვანელოთ, თორემ ადამიანებს უგულო ეგონებით.

ქალწული
ცისარტყელასავით ფერადი, ხალისიანი და პოზიტიური დღე გელით. მთელ დღეს მოძრაობაში გაატარებთ, ამიტომ, წესით, ყველა საქმე უნდა მოასწროთ. ნუ მოითხოვთ ადამიანებისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არა დაპროგრამებული რობოტები.

სასწორი
ამ დღეს ფობიას დაძლევთ და თქვენთვის უჩვეულო ვაჟკაცობას გამოიჩენთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ. შესაძლოა, ცხოვრებასთან დაკავშირებით რიტორიკული შეკითხვები გაგიჩნდეთ, მაგრამ ამით დღის მანძილზე მხოლოდ თავს დაიტანჯავთ.

მორიელი
შესაძლოა, სწორედ ის შემოთავაზება მიიღოთ, რომელსაც დიდხანს ელოდებოდით. შემთხვევით გაგონილი ინფორმაცია სასარგებლოდ წაგადგებათ. ამ დღეს წარმატებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგაკლდებათ.


მშვილდოსანი
ნუ დაელოდებით, რომ ვინმე თქვენს ქმედებებს შეაფასებს, უბრალოდ, გააკეთეთ ის, რასაც გრძნობთ და მალე დაინახავთ დადებით შედეგს. ნუ დაელოდებით, რომ ამ დღეს ვიღაც გეტყვით იმას, რისი გაგონებაც გსურთ. მშვილდოსნებს რამეზე კონცენტრირება გაუჭირდებათ, რის გამოც, შესაძლოა, ბევრი შეცდომა დაუშვათ.

თხის რქა
შესაძლოა, თქვენს არაკეთილისმსურველზე ძალიან გაბრაზდეთ, მაგრამ შეეცადეთ, მას თქვენი წყენა გულწრფელი ღიმილის მიღმა აჩვენოთ და ისიც დაგნებდებათ. ყურადღებით მოისმინეთ ყველაფერი, რასაც ამ დღეს თქვენზე გაიგებთ და შესაფერისი დასკვნები გააკეთეთ. შესაძლოა, ღალატმა გაცდუნოთ, მაგრამ ეს კარგს არც თქვენ მოგიტანთ და არც თქვენს პარტნიორს.

მერწყული
ამ დღეს მერწყულები საკუთარი თავის წარმოჩენას 100%-ით შეძლებენ და ეს გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. დაეხმარეთ საოჯახო საქმეების შესრულებაში მეორე ნახევარს და მისგან მადლობას დაიმსახურებთ. ამ დღეს რომანტიკული განწყობა მხოლოდ თქვენ გექნებათ, რასაც მეორე ნახევარს, სავარაუდოდ, ვერ გადასდებთ.

თევზები
თევზები ახალი ცოდნის ათვისებას ძალიან მარტივად შეძლებენ, ამიტომ ისარგებლეთ მომენტით და დაეუფლეთ იმ საგანს, რომლისკენ გახედვაც ადრე გაშინებდათ. თევზებო, გაიხსენეთ ცხოვრებისეული პრიორიტეტები! ამ დღეს ძალდატანებით ქმედება არ ღირს, რადგან საქმეები დაუსრულებელი დაგრჩებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?